Home რჩევები როგორ გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადე ისე, რომ დაგვიცვას

როგორ გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადე ისე, რომ დაგვიცვას

343 views

უკანასკნელ უსიამოვნო პერიოდში სამედიცინო ნიღბები ნამდვილი დეფიციტი გახდა. იქამდე მივიდა საქმე, რომ ამ იაფი თავდაცვის საშუალებების სახლში შეკერვა უფრო ადვილი გახდა.

დღეს მოგიყვებით, როგორ ვატაროთ სამედიცინო ნიღაბი სწორად და რა შემთხვევებში არ უნდა გავაკეთოთ ეს. აქ ბევრი ნიუანსია, რომელზეც ბევრმა არც არაფერი იცის.

როგორ ვატაროთ სამედიცინო ნიღაბი

„ნიღაბი უკეთდება ადამიანს, რომელსაც ორგანიზმში დაავადება ან ცუდი მიკრობები ყავს. მას არ იკეთებს ჯანმრთელი ადამიანი“ – განაცხადა ექიმმა კომაროვმა ერთი წლის წინ.

მართლაც, როცა ადამიანი ახველებს ან აცემინებს, დაინფიცირებულ წვეთებს გარშემო ავრცელებს, რაც სხვა ადამიანებისთვის საფრთხის შემცველია. როცა ავადმყოფი ნიღაბის იკეთებს, ორჯერ მცირდება გამოყოფილი სითხის მოცულობა.

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ნაღბები და უფრო სრულყოფილი დაცვის საშუალებები საჭიროა იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც რეგულარულად ურთიერთობენ დაავადებულ ადამიანებთან. რაც შეეხება ჯანმრთელ ადამიანებს, მათ ნიღბები პროფილაქტიკისთვის უნდა გამოიყენონ იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფთან უწევთ კონტაქტი.

ამ ეტაპზე არ არსებობს სამეცნიერო დასკვნა, რომ ნიღბები საერთოდ იცავენ ჯანმრთელ ადამიანს. ამასთან, თავად ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ისინი შესაძლოა ზიანის მომტანიც კი იყვნენ. ამ დროს ადამიანი არარსებულ დაცვას ირგებს სახეზე და სხვა სიფრთხილის ზომებს აიგნორებს, მაგალითად, ხელების დეზინფექციას უფრო იშვიათად ახდენს.

ასევე ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ნიღბების დეფიციტის გამო ამ დაცვის საშუალებით ვეღარ სარგებლობენ ისინი, ვისაც ის დანამდვილებით სჭირდებათ – ექიმები, დაავადებულები, ავადმყოფთა ახლობლები.

ამასთან, ჩინეთში, სადაც ცოტა ხნის წინ კრიტიკული სიტუაცია კონტროლის ქვეშ მოაქციეს, ნიღბების გაკეთება ხალხმრავალ ადგილებში რეკომენდირებული იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვირუსს თვალებიდანაც კი შეუძლია ორგანიზმში შეღწევა.

მნიშვნელოვანია იცოდეთ რომელი მხრიდან უნდა გაიკეთოთ სამედიცინო ნიღაბი სწორად. საქმე იმაშია, რომ მათ ორი მხარე აქვთ: თეთრი და დაფერილი წინა. ავადმყოფები ატარებენ ნიღაბს თეთრი მხარით შიგნით. თუ ადამიანი ჯანმრთელია, მან ნიღაბი იმისთვის უნდა გაიკეთოს, რომ არ დაინფიცირდეს, ამიტომაც თეთრი მხარე წინ უნდა მოაქციოს.

ნებისმიერ შემთხვევაში ნიღაბი ერთნაირად დაგიცავთ, მაგრამ სწორი მხრით მოქცევა გარშემომყოფებს გააგებინებს: ავად ხართ თუ უბრალოდ არ გსურთ დაინფიცირდეთ.

იქამდე, სანამ ნიღაბს შეეხებით, რეკომენდირებულია დაიბანოთ ხელები საპნით და მოახდინოთ მათი დეზინფექცია. გაასწორეთ ნიღაბი ისე, რომ თქვენი სახის ფორმა მიიღოს. მჭიდროდ დაამაგრეთ ისე, რომ პირს და ცხვირს სანდოდ ფარავდეს.

გახსოვდეთ, რომ დამცავი საშუალება ერთჯერადია და მათი ხელმეორედ გამოყენება არ შეიძლება. ამასთან, ნიღბების შეცვლა ყოველ ორ საათშია საჭირო, თუ ავადმყოფ ადამიანს ულვლით, ნიღაბი ყოველი კონტაქტის წინ უნდა გაიკეთოთ. ეს კონტაქტი კი 15 წუთზე მეტხანს არ უნდა გრძელდებოდეს.

ინტერნეტში გამოჩნდა რჩევები ნიღბების ეთერული ზეთებით, სპირტით ან სხვა სითხით დასველებაზე. მაგრამ, ექიმები ამის გაკეთებას გვიკრძალავენ. მსგავსი ექსპერიმენტები ვირუსს მხოლოდ და მხოლოდ დაეხმარება, რადგანაც სასუნთქი გზების ანთებას გამოიწვევს.

ნიღბის მოხსნა სწორადაა საჭირო.  მოკიდეთ ხელი ელასტიურ საკინძებს ყურის უკან. აკრძალულია ნიღბის ხელით შეხება ან ტანსაცმელზე მიკვრა. მას შემდეგ რაც გამოყენებულ ნიღაბს მოათავსებთ დახურულ კონტეინერში ან ურნაში, აუცილებლად ჩაიტარეთ ხელების დეზინფექცია.

გახსოვდეთ, რომ ნიღაბი ნაკლებად გეხმარებათ დაავადებების პროფილაქტიკის დროს, რადგანაც ვირუსის ნაწილაკები შეიძლება კარებების სახელურებზე, ლიფტის ნაწილაკებზე, ფულზე და ნებისმიერ გაჯეტზე იყვნენ.

ამიტომაც, რეგულარულად მოახდინეთ ხელების დეზინფექცია, გაანიავეთ სახლი, გაექეცით ბევრ ადამიანთან კონტაქტს და დარჩით სახლში.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე