სისხლჩაქცევების შედეგად ჩალურჯებები ჩნდება. სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად ისინი კანზე დიდხანს რჩებიან ხილულად. რა უნდა გავაკეთოთ, თუ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ვართ წასასვლელი და იქ მაქსიმალურად კარგად უნდა გამოვიყურებოდეთ, ხოლო ძვირადღირებული სააფთიაქო საშუალებები ვერაფრით გვეხმარება? ამ შემთხვევაში, აუცილებლად გამოგადგებათ ალტერნატიული ხალხური მედიცინა. იგი სწრაფად, ეფექტურად და უმტკივნეულოდ დაგეხმარებათ ულამაზო და არასასურველი ჩალურჯებების მოცილებაში.
როგორ გავიქროთ ჩალურჯება ძალიან სწრაფად
1. სიცივე და სითბო
თუ თქვენ ახლახან მიიღეთ სისხლჩაქცევა, მაშინ მასზე რაიმე ცივი დაიდეთ. საუკეთესოა პირსახოცში გახვეული ყინულებიანი პაკეტი. სიცივე ხელს შეუშლის შეშუპების წარმოქმნას. ერთი დღის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ პერიოდული თბილი პროცედურების ჩატარება. დაზიანებულ ადგილზე თბილი მარილით სავსე ტომარა დაიდეთ. ასე კანის ქსოვილი უკეთესად აღდგება.
2. კომბოსტო
თუ სისხლჩაქცევა უკვე არსებობს, მაშინ აიღეთ თეთრი კომბოსტოს რამდენიმე ფოთოლი, ჩაქუჩით დანაყეთ, რათა ადვილად გამოიღოს წვენი, გაახვიეთ მარლაში და სხეულის დაზიანებულ ადგილზე დაიმაგრეთ.
3. ხახვის კომპრესი
წვრილად გახეხეთ გაფცქვნილი ხახვი და მასას ერთი სუფრის კოვზი მარილი დაუმატეთ. შემდეგ ფაფისებრი მასა მარლაზე მოათავსეთ და იგი სისხლჩაქცევაზე დაიდეთ. ეს პროცედურა დღეში 2-ჯერ ჩაიტარეთ, მაგრამ არა უმეტეს ნახევარი საათისა. ხახვის სუნის გასაქრობად, კანი წყლისა და ლიმონის წვენის ან ძმრის ხსნარით გაიწმინდეთ. შემდეგ კი კანი საპნით კარგად ჩამოიბანეთ.
4. მარილი
ქსოვილი მარილიან ხსნარში დაასველეთ და გადაიკარით დაზიანებულ ადგილზე. ასევე შეგიძლიათ სცადოთ ეს მეთოდი: 1 ჭიქა 9%-იან ძმარზე აიღეთ 1 ს.კ. მარილი. ხსნარში ჩაალბეთ ბამბა და იგი სისხლჩაქცევაზე დღეში 3-ჯერ, ნახევარი საათის განმავლობაში დაიდეთ.
შეიძლება ახლა ეს ინფორმაცია თქვენთვის აქტუალური არ არის, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და შესაძლოა თქვენც დაგჭირდეთ სისხლჩაქცევების სწრაფად მოშორება, ამიტომ, ყოველი შემთხვევისთვის შეინახეთ ეს რჩევები.