ნამდვილი პიცის ცომი: მარტივი და სწრაფი რეცეპტი ნამდვილი დიასახლისისთვის

by თ თოქმაძე
3.9k views

გიყვართ პიცა? მე ძალიან. მსურს ჩემი მეგობრის რეცეპტი თქვენც გაგიზიაროთ. ის ნეაპოლში დიდხანს ცხოვრობდა. მან მასწავლა, რომ საუკეთესო პიცის საიდუმლო არამხოლოდ შიგთავსში, არამედ წარმატებულ ცომშიცაა.

გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ცომს ძალიან თხელს და რბილს გახდის. ის ბევრ დროს არ წაგართმევთ და არც კულინარიულ პროფესიონალიზმს ეფუძნება.

პიცის ცომის მომზადება

ეს სახლში მომზადებული პიცა იტალიაში მირთმეულს არაფრით ჩამოუვარდება!

ინგრედიენტები:

400 გ ფქვილი

0,5 ჩ.კ. მარილი

8 გ მშრალი საფუარი

1 ს.კ. შაქარი

2,5 ს.კ. ზეითუნის ზეთი

220 მლ წყალი

მომზადება

1.ფქვილი მარილს შეურიეთ, გაცერით მასა. მის ცენტრში ჩაღრმავება გააკეთეთ.

2. ცალკე გახსენით საფუარი და შაქარი თბილ წყალში, ჩაასხით ფქვილის ჩაღრმავებაში.

3. დაიწყეთ ცენტრიდან და მოზილეთ ცომი ხელით ან კოვზით. პროცესში დაამატეთ 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი.

4. 5 წუთი ზილეთ ცომი ხელით, ისე, რომ გლუვი და ელასტიური გახდეს.

5. მოამრგვალეთ ცომი ბურთივით.

6. ჯამის კედლებს და ძირს თხლად წაუსვით ზეთი, ჩადეთ ცომი, გააბრტყელეთ და შეფუთეთ ტილოს ან საკვები პარკის მეშვეობით.

7. დატოვეთ ცომი ოთახის ტემპერატურაზე ნახევარი საათით. მოცულობა უნდა გაიზარდოს 2-ჯერ.

8. გაყავით ცომი 2 თანაბარ ნაწილად, გააბრტყელეთ ორივე. ზევიდან დაადეთ შიგთავსი.

9. შიგთავსი გემოვნების მიხედვით შეარჩიეთ. სოუსის სახით, რომელსაც ფირფიტაზე წაუსვამთ, გამოიყენეთ მაიონეზი ან ტომატი.

10. ძეხვი თხლად დაჭერით, გახეხეთ ყველი, დაამატეთ საყვარელი სანელებლები, ახალი მწვანილი: კამა, ოხრახუში, რეჰანი…

ეს რეცეპტი დაგავიწყებთ ინტერნეტში კარგი პიცის მომზადების ხერხების მუდმივ ძიებას. მისი შეკვეთა არ მოგიწევთ, არც პიცერიაში წასვლა, სახლში მიიღებთ რბილ, თხელ და მოქნილ ცომს. დაამატეთ მას ნებისმიერი მორთულობა და თქვენს სუფრაზე გემრიელი და არომატული პიცა გაჩნდება.

გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებს!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე