რა სურს თქვენს ქვეცნობიერს: ტესტი თქვენი ფარული სურვილების გამოსააშკარავებლად

by თ თოქმაძე
373 views

ადამიანის პიროვნული უნიკალურობა ბევრ ასპექტს მოიცავს. ერთ-ერთი მათგანი ჩვენი არაცნობიერი სურვილებია, ის თუ რა გვსურს რეალურად. თუ თქვენთვის რთულია გაიგოთ რა გსურთ ყველაზე მეტად, ეს ტესტი ამის გარკვევაში დაგეხმარებათ.

უბრალოდ გეჩვენებათ რომ საკუთარი სულის გაგება რთულია. სინამდვილეში ეს ძალიან მარტივია, მაგრამ ხშირად თავს შინაგანი წინააღმდეგობა იჩენს. დღეს ერთი გვინდა, ხვალ – მეორე. ჩვენში ძალიან ღრმად კი ნამდვილი სურვილები თანაარსებობენ.

თქვენ წინაშე 5 ბოთლია, მათში სხვადასხვა ფერის სითხე ასხია და თითოეული მათგანი კონკრეტულ ზებუნებრივ უნარს შეგვძენს. ეცადეთ ბევრი არ იფიქროთ და ერთ-ერთი მათგანი აირჩიოთ.

ორიენტირდით პირად შეგრძნებებზე, ასევე იმაზე, თუ რომელი ფერია თქვენთვის სასიამოვნო. დაგვიჯერეთ, არაცნობიერი სწრაფად გააკეთებს არჩევანს. ახლა კი გაიგეთ რა გსურთ რეალურად:

1. მწვანე სითხე: მარადიული ახალგაზრდობა

თქვენ ჭეშმარიტი ჰედონისტი ხართ. ეს მშვენიერია, რადგანაც თქვენი ცხოვრება სავსეა სიხარულითა და სასიამოვნო შეგრძნებებით. მარტივად უმკლავდებით დაბრკოლებებს, უბრალოდ უვლით მათ გვერდს და თქვენი თავისთვის ცხოვრობთ.

თქვენი სულის ნამდვილი სურვილი – შინაგანი განვითარება და გამოწვევების მოთხოვნილებაა. დაუსრულებელი სიამოვნება დროთა განმავლობაში ჩაცხრება. ნამდვილად გსმენიათ, რომ როცა წინ არ მივდივართ, ესეიგი უკან ვიხევთ.

სულაც არაა აუცილებელი მთლიანად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. დაიწყეთ პატარა რამით, მაგალითად უცხო ენის შესწავლით მცირე ჰობის სახით.

2. ცისფერი სითხე: წყლის ქვეშ სუნთქვა

წყალი, განსაკუთრებით ოკეანის სიღრმე, ბევრისთვის სიმშვიდესთან ასოცირდება. როგორც სჩანს ეს არის ზუსტად ის, რაც არ გყოფნით. ხმაურიანი ოჯახი, თავყრილობა ქუჩასა თუ ოფისში – ყველაფერმა ამან ადამიანის ფსიქიკაზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს.

რთულია მოდუნდეთ და თავი ბედნიერად იგრძნოთ. ეცადეთ გახვიდეთ ბუნებაში ან გარემო ცოტა ხნით რადიკალურად შეიცვალოთ. მნიშვნელოვანია განიხილოთ ცხოვრების სტილის ცვლილება.

რთული გეჩვენებათ? წარმოიდგინეთ რამდენიმე წლის შემდეგ ისეთივე ცხოვრება გაქვთ, როგორც ახლა. რაც უფრო მალე შეცვლით რაღაცეებს, მით უფრო მალე მიაღწევთ შინაგან სიმშვიდეს და განიცდით სიხარულს.

3. შავი სითხე: უხილავობა

ყურადღება ყველას არ მოსწონს, თქვენ ხართ იმ ადამიანთა რიგებში, რომლებსაც ის გულზე არ ეხატებათ. შესაძლებელია თქვენ ცხოვრებაში მოხდა რაღაც, რამაც ჭორების და ლაპარაკის ობიექტად გაგხადათ. ნამდვილად გჭირდებათ სხვების სიტყვებისგან და შეხედულებებისგან განთავისუფლება.

გაიგეთ, რომ ადამიანები რაღაცას ან ვიღაცას ყოველთვის განიხილავენ. ასეთია ადამიანის ბუნება. ისიც კი, ვინც გულწრფელად ფიქრობს, რომ ჭორებისგან შორსაა, ჩუმად მაინც აკრიტიკებს.

ყველაზე კარგი გამოსავალი – ჯანსაღი აპათიაა. ისწავლეთ კონცენტრირება მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ სურვილებსა და მოთხოვნილებებზე. ამასთან, ჭორიკნების უმრავლესობისთვის სასიამოვნოა „მსხვერპლის“ რეაქციის დაკვირვება, მისი შეშინების და გაცოფების.

4. წითელი სითხე: ცეცხლის მბრძანებლობა

უზღვავი ემოციებით ხართ სავსე, რომლებიც თქვენს ქცევებს აკონტროლებენ. მოთხოვნილება, რომ ეს ემოციური შტორმი დააწყნაროთ, ძილშიც კი არ გასვენებთ. გეჩვენებათ, რომ მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ საკუთარი ცხოვრების ფლობას.

მთავარია გახსოვდეთ, რომ ყველა ემოცია კარგი ან ცუდი არაა. ისინი უბრალოდ ჩვენს შინაგან ურთიერთობას აჩვენებენ იმის შესახებ, თუ რა ხდება გარშემო. არ ღირს გაექცეთ ბრაზს ან შიშს, ისევე როგორც სიხარულსა და აღტაცებას.

ისწავლეთ საკუთარი გრძნობების სწორად გამოხატვა. გააკეთეთ ისე, რომ გარშემომყოფები არ გაანაწყენოთ, მაგრამ საკუთარი სათქმელი მიიტანეთ მათ გონებამდე. მაგალითად, არაა საჭირო ისროლოთ ჭურჭელი, იყვიროთ ან აჯახუნოთ კარი, მაშინ როცა გაგაბრაზებენ. ეცადეთ აუხსნათ ადამიანს კონკრეტულად რამ გაგაღიზიანათ და სთხოვოთ ასე აღარ მოიქცეს.

5. იასამნისფერი სითხე: ტელეპორტაციის უნარი

ადამიანის პიროვნული უნიკალურობა გამოიხატება ჩვენი განსაკუთრებულობით, რომელიც განვითარების პროცესში შევიძინეთ. თუ ადამიანი განვითარების რაიმე ეტაპზე გაჩერდა, მან შესაძლოა მოწყენილობა, უიმედობა და დათრგუნვა იგრძნოს.

თუ ამ ცხორებაში საკუთარ თავს ვერაფრით ვერ პოულობთ, იცვლით საქმიანობას, საცხოვრებელს და ურთიერთობებს, ეცადეთ უბრალოდ შეჩერდეთ. ცვლილებები ყოველთვის კარგი არაა. ხანდახან ზომიერება, სისწრაფეზე უარის თქმა და სტაბილორობაა საჭირო.

საკუთარი ღრმა სურვილების გაგება ძალიან სასარგებლოა. რთულია საკუთარი მიზნების ფორმირება, თუ არ შეგიძლიათ გაიგოთ რა გსურთ რეალურად. თქვენი თითოეული ნაბიჯი ხომ თქვენს მომავალ ცხოვრებას განსაზღვრავს, იმას, თუ სად იქნებით 5 ან 10 წლის შემდეგ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე