დათმეთ ეს 6 ჩვევა და მუცლის შებერილობა აღარ შეგაწუხებთ

by თ თოქმაძე
242 views

მუცლის შებერილობით შესაძლოა სრულიად ჯანმრთელი ადამიანიც იტანჯებოდეს! მსგავსი დისკომფორტი მავნე საკვები ჩვებებით ჩნდება.

ჩვენ გირჩევთ ყურადღება გაამახვილოთ ამ უსიამოვნო შეგრძნებაზე და მისგან მალე გათავისუფლდეთ.

მუცლის შებერილობის მიზეზები:

1. ზედმეტი საკვები

უმჯობესია მიირთვათ უფრო ხშირად, მაგრამ მოკლე პორციებით, ვიდრე იშვიათად და ბევრი.

2. ზედმეტად ბევრი ცხიმიანი საკვები

ცნობილია, რომ ცხიმები უფრო გვიან გადამუშავდება, ვიდრე ცილები და ნახშირწყლები, ამიტომაც კუჭი უფრო დიდხანს რჩება შევსებული. იმისათვის, რომ შებერილობამ არ შეგაწუხოთ, ცხიმიანი კერძების მირთმევა დააბალანსეთ.

3. სწრაფი წახემსება

ადამიანი, რომელიც ძალიან სწრაფად ჭამს, მისი დასრულების შემდეგ შებერილობა აუცილებლად შეაწუხებს. გამოსავალი მარტივია: ნუ იჩქარებთ და ნელა დატკბით თითოეული ლუკმით!

4. ჰაერის გადაყლაპვა

ეს ხდება ხოლმე როცა საჭმელს სწრაფად მივირთმევთ. ასევე დაივიწყეთ გაზიანი სასმელები და საღეჭი რეზინა.

5. ბევრი ნახშირწყალი და სახამებელი

ტკბილეული, ფუნთუშეული, მაკარონის ნაწარმი, კარტოფილი, ლობიო, ბოსტნეული და ხილი უზმოზე – პროდუქტებია, რომლებთანაც ფრთხილად უნდა იყოთ. უარი თქვით შაქრის შემცვლებებზეც.

6. ლაქტოზის გადაუმუშავებლობა

რძის პროდუქტები ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ბევრ ლაქტოზას შეიცავენ, რომელსაც ყველა ორგანიზმი ვერ გადაამუშავებს.

როგორ ავიცილოთ თავიდან მუცლის შებერილობა:

  • სასურველია ჭამის შემდეგ ისეირნოთ. სპორტით რეგულარული დაკავებაც დაგეხმარებათ შებერილობის თავიდან აცილებაში.
  • ნუ შეჭამთ და დალევთ ზედმეტად ცხელს ან ცივს.
  • შეამცირეთ ისეთი საკვები სტიმულატორების რაოდენობა, როგორებიცაა ყავა, შოკოლადი და ჩაი.
  • უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ ჩაის, განსაკუთრებით გვირილას და პიტნას.
  • და ბოლოს, მეტი კარგი განწყობა! ითვლება, რომ სტრესი და შფოთვა მუცლის შებერილობის მიზეზი ხდება.

თუ მეტეორიზმის სიმპტომები იშვიათად გაწუხებთ და სწრაფად ქრება, მისი მიზეზი შესაძლოა რამდენიმე მავნე ჩვევა იყოს. რთულ შემთხვევებში ექიმს უნდა მიმართოთ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე