მამაკაცები გამოტყდნენ, თუ რატომ მოსწონთ ფუმფულა ქალბატონები

795 views

მამაკაცები სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ იმ მიზეზებს, რის გამოც უფრო დიდი წონის მქონე ქალები მოსწონთ. როგორც ჩანს, მათი მომხიბვლელობის მიზეზი მხოლოდ სხეული არ გახლავთ:

1. ფუმფულა ქალებთან ერთად ჭამა უფრო სასიამოვნოა

ერთ-ერთი კაცის განცხადებით: ” ჭამა ერთ-ერთი საუკეთესო რამეა, რაც შეიძლება პაემანზე გააკეთოთ. ეს ქორწინების შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობაა.” მისი თქმით დიეტა ზოგჯერ საჭიროა, მაგრამ ეს ადამიანის ცხოვრების მთავარ მიზნად არ უნდა იქცეს.

2. იდეალური ჩახუტება

კაცების აზრით მსუქანი ქალების ჩახუტება უფრო სასიამოვნოა, რადგან მათთან ჩახუტება დიდ რბილ ბალიშებთან ჩახუტებას ჰგავს.

3. პოზიტიურობა მათი ხასიათის ნაწილია

მათი პოზიტიური, ხალისიანი და კეთილი კომპლექსური ხასიათის გამო მამაკაცებს არასდროს სწყინდებათ მსუქანი ქალების ირგვლივ ყოფნა. მათი მოლაპარაკე ბუნება ურთიერთობაში მოსაწყენი მომენტის გაჩენას უშლის ხელს.

4. კაცებს მოსწონთ მათი ფიგურა

მამაკაცებს ფიზიკურად იზიდავთ მომრგვალებული ფორმების მქონე ქალები. მათი აზრით ასეთი ქალის სხეულს ყველაფერი აქვს, რაც უნდა ჰქონდეს – თეძოები, ბარძაყები და ა.შ მამაკაცებისთვის მათი ასეთი ატრიბუტები მიმზიდველი და საინტერესოა.

5. ისინი უფრო თავდაჯერებულები არიან და უკეთ ეგუებიან სიტუაციებს

მამაკაცებს ასეთ ქალებში სწორედ ეს ორი თვისება მოსწონთ. ისინი ყველაფერს უფრო მარტივად ეგუებიან და ასევე საკმაოდ თავდაჯერებულებიც არიან. ეს მათთან ურთიერთობას და ნებისმიერ სიტუაციაში მოხვედრას უფრო ადვილს ხდის. ეს მამაკაცებს საკუთარი თავის დაფასებაშიც ეხმარება.

6. ისინი მზრუნველები არიან

ზოგადად დიდი წონის მქონე ქალები საკმაოდ მზრუნველი ხასიათით გამოირჩევიან. კაცები მათ სხვების მიმართ უფრო მოსიყვარულე და მზრუნველ ამიანებად მიიჩნევენ, რადგან ისინი ყოველთვის სხვას აყენებენ საკუთარ თავზე წინ. ასევე მსუქან ქალებს ძალიან უყვართ პარტნიორთან ერთად დროის გატარება და საკმაოდ დიდ სიამოვნებას იღებენ ერთად პატარა რაღაცეების კეთების დროსაც კი, რაც მოიცავს სიცილს, საჭმლის კეთებას, თამაშს და საინტერესო დიალოგების ქონას.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე