რა დაინახეთ პირველი ამ სურათზე? თუ ბიჭი, მაშინ უახლოეს მომავალში თქვენ გელით….

by თ თოქმაძე
5233 views

ტესტები საკუთარ თავზე ყოველთვის საინტერესოა. ისინი განწყობას ნამდვილად აგიმაღლებენ. ჩვენ 5 სწრაფი ფსიქოლოგიური ტესტი მოგიმზადეთ. უბრალოდ უნდა თქვათ თუ რა დაინახეთ პირველად:

ეს ტესტი დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რა მოგელით

თუ ქალი ხართ და პირველად ყურადღება ქალზე გაამახვილეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მალე თქვენს ცხოვრებაში ისეთი გარდატეხა მოხდება, რაც გაგაბედნიერებთ. ქალის მზერა მაღლააა მიპყრობილი, რაც პოზიტიური და ოპტიმისტური განწყობის სიმბოლიზაციას ახდენს. თქვენი გული სავსეა იმედით, მზად ხართ ცვლილებებისთვის, თუმცა აწმყოთიც კმაყოფილი ხართ.

თუ ბიჭი ხართ და სურათზე გოგონა დაინახეთ, ესეიგი საწინააღმდეგო სქესზე ხართ ფოკუსირებული. შეიძლება ეს არის გოგო, რომელიც შესაბამისად არ გპასუხობთ და ძალისხმევას ხარჯავ იმაზე, რომ ის მოიპოვოთ. დაუთმეთ ყურადღება საკუთარ თავს და თვითგანვითარებას, რათა გახდეთ უკეთესი და თავდაჯერებული. ეს მეორე ნახევრის პოვნაში დაგეხმარებათ.

თუ გოგონა ხართ და პირველად ბიჭი დაინახეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ რომანტიკული ურთიერთობისთვის ხართ განწყობილი. თუ პარტნიორი უკვე გყავთ, ეს თქვენს ძლიერ კავშირზე მიუთითებს. ხშირად ფიქრობთ მასზე. თუ მარტო ხართ, მაშინ შეხვდებით ისეთ ბიჭს, რომელთანაც კარგი და ჯანსაღი ურთიერთობა გექნებათ.

თუ ბიჭი ხართ და მამაკაცის სახე შენიშნეთ, ეს ნიშნავს, რომ რაღაც გაღელვებთ. შეიძლება ეს იყო შფოთი სამსახურში კონკურენციის გამო ან განერვიულებთ მეგობარი. ეს ასევე ეჭვიანობის ნიშანიცაა. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გაერკვეთ.

2. ეს ტესტი საკუთარ თავში გაგარკვევთ

რა დაინახეთ პირველი – ავტომობილი თუ ადამიანი ბინოკლით?

ავტომობილი ნიშნავს, რომ აფასებთ თავისუფლებას და გიყვართ ყველაფრის თავად გადაწყვეტა. თქვენი ცხოვრება მთლიანად თქვენ ხელშია და სხვის აზრზე დამოკიდებული არ ხართ. თქვენთვის მნიშვნელოვანია მუდამ მიდიოდეთ წინ და ვითარდებოდეთ. თუ ვინმე თავისუფლების კუთხით გზღუდავთ, ეს უბედურს გხდით. დეტალების მიმართ ყურადღებიანი ხართ და გაუგებარ სიტუაციებში კარგად გარკვევა შეგიძლიათ.

ადამიანი ბინოკლით ნიშნავს, რომ დეტალები არ გაინტერესებთ და სურათს მთლიანობაში უყურებთ. ამჯობინებთ ინფორმაცია შეისრუტოთ, ვიდრე გამოიკვლიოთ. სრული სურათის დანახვა კარგია, მაგრამ ხანდახან დეტალები არანაკლებ მნიშვნელოვანია.

3. ამ ტესტით გაიგებთ როგორი ადამიანი ხართ

ამ სურათზე ან ქალს დაინახავთ ან მოხუცს.

თუ მოხუცი დაინახეთ, მაშინ მგრძნობიარე ადამიანი ხართ. იმისათვის რომ მოხუცი დაინახოთ, თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერომ უნდა იმუშაოს აქტიურად, რაც შემოქმედებითობაზე აგებს პასუხს. შეხედეთ საკუთარ თავს, იქნებ არ შეგინიშნავთ რაიმე ნიჭი? სცადეთ დაკავდეთ კრეატიული საქმიანობით.

თუ გოგონა დაინახეთ, თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს იყენებთ ხშირად, რომელიც ლოგიკასა და ანალიტიკაზე აგებს პასუხს. შესაძლოა თქვენი პერფექციონიზმი ხანდახან ცხოვრებას გირთულებთ, მაგრამ საჭიროა ის კონტროლის ქვეშ მოაქციოთ. სხვა მხრივ კარგი ადამიანი ხართ, ადამიანები რჩევით ხშირად მოგმართავენ.

4. ინტროვერტი ხართ თუ ექსტროვერტი?

თუ თავიდან სახე დაინახეთ, ექსტროვერტი ხართ: ღია ადამიანებთან და ახალ ნაცნობებთან მიმართებაში. პოზიტიური და ოპტიმისტი პიროვნება ხართ. თვენ გარშემო მუდამ არიან ადამიანები. მთავარია ნეგატიურ ადამიანებს არ მისცეთ უფლება შეგეხოთ, ისინი ენერგიას წაგართმევენ.

თუ ლამპრები დაინახეთ, ინტროვერტი ხართ: საკუთარ თავში ჩაკეტილი და ამჯობინებთ მარტო ყოფნას ვიდრე ხმაურიან გარემოცვაში. ნამდვილი მეგობრები გყავთ, რომლებთანაც დროს სიხარულით ატარებთ. სახლში თავს კომფორტულად და მყუდროს გრძნობთ. მარტოობის დაფასება შეგიძლიათ.

5. პრაქტიკულობა თუ კრეატიულობა?

თუ პირველად ნიანგი დაინახეთ, ძალიან პრაქტიკული ადამიანი ხართ. თვლით რომ ზედმეტი რისკი უსარგებლოა და ფრთხილი და დაკვირვებული ხართ. მეტად უნდა იხაროთ ცხოვრებით.

თუ ჯერ გემი დაინახეთ, ძალიან ყურადღებიანი ხართ და ეს თქვენი ძლიერი მხარეა. შეგიძლიათ არასტანდარტული გადაწყვეტილებები მოიფიქროთ და რთულ სიტუაციებშიც კრეატიული ხართ.

 

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე