პიროვნების უზუსტესი ტესტი: სწორია თუ მოხრილი ხელის ცერა თითი?

by თ თოქმაძე
315 views

მისწრაფება გავიცნოთ საკუთარი თავი უძველესი პერიოდიდან მოდის. ქირომანტია ჯერ კიდევ ჩვ.წ 2000 წლით თარიღდება. დღეს ამ მეცნიერების მიმართ ინტერესი არ გაციებულა.

ჩვენ მარტივ ტესტს გთავაზობთ, რომელიც ხელის გარეგნულ იერს შეისწავლის.

თუ ცერა თითი ოდნავ უკანაა გადახრილი და რკალს გვაგონებს, ეს მისი მფლობელის მგრძნობიარე ნატურაზე მიგვანიშნებს. ასეთი ადამიანები შემოქმედებითები არიან, დადებითი ხასიათით და დიდი მოთმინებით გამოირჩევიან.

თუ თითი სწორია, გადახრის გარეშე, ეს ადამიანის მკაცრ და ჯიუტ ხასიათს მიუთითებს. ისინი ლიდერები არიან, რომლებიც ყოველთვის მზად არიან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ.

ყველა ადამიანს აქვს ძლიერი და სუსტი თითები. თანაბარი, მაღლა მიმართული – ძლიერი თითია. გადახრილი კი სუსტი.

ძლიერი ცერა თითი პროფესიული წარმატებებისკენ სწრაფვას მიუთითებს.

ძლიერი საჩვენებელი თითი ძალაუფლებისკენ სწრაფვას აღნიშნავს.

ძლიერი შუა თითი პასუხისმგებლიან ადამიანებს აქვთ.

ძლიერი არათითი შემოქმედებითობაზე და თვითგამოხატვაზე აგებს პასუხს.

ძლიერი ნეკა თითი კომუნიკაბელურობის ნიშანია.

ყურადღებით დააკვირდით თითებზე ფრჩხილების ფორმას. მომრგვალებული ფორმა ჰარმონიის მიღწევაზე და გარშემომყოფებთან კარგი ურთიერთბის არსებობაზე მიუთითებს.

კვადრატული ფორმა სიზუსტის სიყვარულს განსაზღვრავს. მათ გაუგებარი სიტუაციები არ მოსწონთ. ნიჩბის მსგავსი ფრჩხილების მქონე ადამიანებს კი უყვართ შემოქმედებითი დავალებების გადაჭრა და ვერ იტანენ რუტინას.

მახვილი ფრჩხილის ფორმა აქვთ მათ, ვინც სრულყოფილებისკენ მიისწრაფვის. ასეთი ფრჩხილების ადამიანი შრომისმოყვარე და მხიარულია, მაგრამ ხანდახან მოუთმენელი.

გჯერათ ქირომანტიის?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე