Home ახალი ამბები ჯანმო: “შემოდგომაზე ბავშვებში დამბლის გამომწვევი დაავადება შეიძლება გავრცელდეს”

ჯანმო: “შემოდგომაზე ბავშვებში დამბლის გამომწვევი დაავადება შეიძლება გავრცელდეს”

124 views

კორონავირუსის მიერ მიყენებული ზიანის მიუხედავად ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლების თქმით შემოდომაზე პოლიოს მსგავსი დაავადება შეიძლება გავრცელდეს ბავშვებში.

აღნიშნული დაავადების შემთხვევების რაოდენობამ პიკს 2014, 2016 და 2018 წლის შემოდგომის პერიოდში მიაღწია და ამიტომ მის დაბრუნებას მეცნიერები 2020 წლის შემოდგომაზეც ვარაუდობენ. ეს სინდრომი ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და იწვევს კუნთების შესუსტებას, კონკრეტულად ხელების და ფეხების არეში. პროცესი სწრაფად პროგრესირებს და შეიძლება სამუდამო დამბლის გამომწვევი გამოდგეს.

უახლესი კვლევების მიხედვით მსგავსი დაავადების გამოწვევას ენტეროვირუსები ახდენენ. ექიმების თქმით კორონავირუსის გამო გავრცელებულ სოციალური დისტანციის დაცვის წესები შესაძლოა ენტეროვირუსების გავრცელების შენელების გამომწვევი გახდეს, რამაც ზემოთ აღნიშნული სერიოზული ვირუსის შემთხვევების გახშირებას შეიძლება შეუშალოს ხელი. თუმცა, პანდემიამ პროფესიონალებს ამ დაავადების დიაგნოზის დასმა და მისი შემთხვევების დროულად აღმოჩენაც შეიძლება გაურთულოს.

მეცნიერების თქმით მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვების ჯანმრთელობას განსაკთრებით აგვისტოს დასაწყისიდან ნოემბრის დასრულებამდე და კიდურებში გაჩენილი ნებისმიერი სახის სისუსტის შემჩნევისას მიმართონ ექიმს. მსგავსი სიმპტომის წინ ასევე პაციენტებს აღენიშნებათ კისრის და ზურგის ტკივილები სასუნთქი სისტემის პრობლემებთან ერთად.

დაავადების სიმპტომების შესამსუბუქებლად თერაპიული მკურნალობის დაწყება ადრეულ სტადიაშია საჭირო, რის გამოც დაავადების დროულად შემჩნევა აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ბოლო წლებში ამერიკაში აღნიშნული დაავადების 633 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2020 წელს იგი უკვე 16 პაციენტს დაუდგინდა. გასულ წლებში მისი შემთხვევების რაოდენობის ზრდა არ დაწყებულა აგვისტომდე, რის გამოც პრობლემების რიცხვის გაზრდას მეცნიერები სწორედ წლევანდელი შემოდგომის პერიოდში ვარაუდობენ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე