Home ახალი ამბები ვინ იყო 35 წლის ქალბატონი, რომელიც მშობიარობისას გარდაიცვალა
35 წლის ნატალია აბრამიშვილი

ვინ იყო 35 წლის ქალბატონი, რომელიც მშობიარობისას გარდაიცვალა

by თ თოქმაძე
4253 views

რა გახდა ახალგაზრდა ქალის – 35 წლის ნატალია აბრამიშვილის მშობიარობის შემდეგ გარდაცვალების მიზეზი, ამას რეგულირების სააგენტო შეისწავლის. უწყება სამშობიარო სახლ “ნინოსა” და ღუდუშაურის კლინიკაში შესვლას გეგმავს…

საუბრისას, ნატალიას ახლობლები მშობიარის გარდაცვალებას კლინიკის დაუდევრობას უკავშირებენ… ოჯახის ახლობელი ექსკლუზიურად გვესაუბრა მომხდარის შესახებ. მან გასაგები მიზეზების გამო ანონიმურად დარჩენა არჩია.

– ეს დღეები სულ სამშობიაროში ვარ და თავად ვიცი, რა როგორ იყო… ქალბატონი ნინო კაკულია რომ პასუხისმგებლობის თავიდან

არიდებას ცდილობს, ეს არის ყველაზე აუტანელი! აცხადებს, სტაბილური მდგომარეობა იყო, ღუდუშაურის კლინიკაში რომ გადაიყვანეს და იქ რა დაემართა, ჩვენ არ ვიცითო… მშობიარე სტაბილურ მდგომარეობაში კი არა, სისხლისგან დაცლილი შეიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში! ყველაზე მეტად მაგიჟებს, რომ მესმის, მშობიარე ახლობლებს გადაეყვანათ, თუ ასე მძიმედ იყოო… საღ-სალამათი გოგო ჯერ მშობიარობას არ ელოდებოდა, უბრალოდ ბოლო კონსულტაციაზე მივიდა. ალბათ შეეშინდათ, სხვაგან არ იმშობიაროსო და შეაშინეს, ბავშვი ძალიან დიდია და სასწრაფოდ უნდა გამშობიაროთო. ამ დროს ბავშვი ჩვეულებრივ, ნორმალური წონისაა… სასწრაფოდ გაუკეთეს დამაჩქარებლები. გახსნაც კი არ იყო დაწყებული, ერთ თითზეც არ იყო გახსნილი, ისე დაუწყეს ძალით მშობიარობა… მეან-გინეკოლოგი ნინო კაკულიას

შვილი იყო. წყლები ხომ უნდა დაეღვარა და ეტყობა ძალით გაუხეთქეს ბუშტი და მაგ დროს გაიხა საშვილოსნოს უკანა კედელი.

ბავშვი დაიბადა, ნატალიამ ნახა კიდეც, ჭამა და მერე თავი ცუდად იგრძნო… უთხრეს, ჩვეულებრივი ამბავიაო და როცა გონება დაკარგა, მაშინ გაუზომეს წნევვა. ძალიან დაბალი წნევა ჰქონდა და ეჭვიც არ გასჩენიათ, მშობიარეს სადმე სისხლდენა ხომ არ ჰქონდა, რომ შეემოწმებინათ. გლუკოზა გადაუსხეს, ამის ფონზე აუწიეს წნევა და გოგო გონზე მოვიდა, თავად უთხრა ექიმებს, ცუდად ვარო… ისევ გაუმეორეს, განსაკუთრებული არაფერიაო და ისევ გლუკოზა გადაუსხეს… სანამ გარედენა არ დაეწყო, მანამდე აზრად არ მოსვლიათ, რომ გოგოს შინაგანი სისხლდენა ჰქონდა. კლინიკას არ ჰყოლია სპეცალისტი, სისხლდენა რომ დაიწყო, შეეყვანათ და საშვილოსნო ამოეღოთ. ამით მშობიარეს გადაარჩენდნენ! შემდეგ კატასტროფის ბრიგადა რომ გამოეძახათ, სისხლით მოვიდოდნენ და ადგილზე უშველიდნენ, მაგრამ ჩვეულებრივი სასწრაფო გამოიძახეს, რომელსაც ნახევარი საათი დააგვიანდა… საწყალი გოგო თვითონ კითხულობდა, სასწრაფო როდის მოვა, ძალიან ცუდად ვარო…  გააგრძელეთ კითხვა

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე