Home ახალი ამბები რატომ არ ღირს ნიჟარის სარეცხი მანქანის ზემოთ დაყენება

რატომ არ ღირს ნიჟარის სარეცხი მანქანის ზემოთ დაყენება

by ნ კობერიძე
140 views

ტევადი სააბაზანო ოთახი-ყველა ქალის ოცნებაა. თუმცა, მხოლოდ ზოგიერთ ადამიანს შეუძლია თავს ასეთი სიამოვნების უფლება მისცეს. და მაინც, როგორ გსურთ აღჭურვოთ თქვენი აბაზანა ისე, რომ ის კომფორტული და ლამაზი იყოს?

პირსაბანი ნიჟარა სარეცხი მანქანის ზემოთ

ბევრს სურს სივრცხის დაზოგვა ტუალეტის და სააბაზანო ოთახის გაერთიანებით, მაგრამ ეს ყველა ოჯახისთვის გამოსავალი არაა. ამრიგად, საჭიროა სხვა გზების ძიება. მაგალითად, ნიჟარის სარეცხი მანქანის ზემოთ დაყენება.

ეს იდეა ბევრს მოსდის თავში, რადგან ერთი შეხედვით, ნიჟარის ეს ადგილმდებარეობა ძალიან მოსახერხებელი ჩანს. პირსაბანი ნიჟარის ზემოთ ადგილი ხშირად ცარიელია, რატომ არ უნდა გამოიყენოთ?

თუმცა, ასეთ გამოსავალს თან შეიძლება ახლდეს ბევრი უარყოფითი მხარე, რომელთა შესახებაც დღეს გესაუბრებით. პირსაბანი ნიჟარის სარეცხი მანქანის ზემოთ დაყენება საერთოდ არაა რთული, მაგრამ ასეთი პირსაბანი ნიჟარის მოსახერხებლად და უსაფრთხოდ გამოყენებისათვის საჭიროა მრავალი წესის დაცვა.

რა პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას იმ შემთხვევაში, თუ ნიჟარა სარეცხ მანქანასთან მიმართებაში არასწორადაა დაყენებული?

  1. საკმაოდ დიდი სარეცხი მანქანა შეიძლება ზედმეტად წინ იყოს გამოწეული. შესაბამისად, პირსაბანი ნიჟარის გამოყენება ძალიან მოუხერხებელი იქნება.
  2. პირსაბანი ნიჟარის არასწორად არჩეულმამ ფორმამ შესაძლოა ინტერიერი დაამახინჯოს. თუ დააყენებთ მრგვალ ნიჟარას,  როგორც წესი, თქვენი სააბაზანო ოთახის ესთეტიკა სერიოზულად დაირღვევა. კვადრატული სამაგიდო პირსაბანი ნიჟარა სარეცხი მანქანის ზემოთ საუკეთესოდ გამოიყურება.
  3. დაყენებისას დარწმუნდით, რომ ითვალისწინებთ მთელი ოჯახის მახასიათებლებს. მაგალითად, ბავშვებისთვის ზედმეტად არაკომფორტულია ხელების დაბანა ნიჟარის პირდაპირ სარეცხი მანქანის ზემოთ დაყენების შემთხვევაში.
  4. ნიჟარა უნდა დაყენდეს სარეცხი მანქანისგან მცირე დაშორებით, რამდენადაც ბევრ მცირე ზომის სარეცხ მანქანას შეუძლია ძლიერად ვიბრირება და ნიჟარის ქვედა ნაწილის დაზიანება.
  5. სარეცხი მანქანისადმი განკუთვნილი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნებია: იყოს ვიწრო და დაბალი. თუ გყავთ დიდი ოჯახი და მრავალი რამის გარეცხვა გიწევთ, უმჯობესია მის ამგვარად დაყენებაზე უარი თქვათ.

ამას გარდა კიდევ როგორ შეიძლება სააბაზანო ოთახის სივრცის დაზოგვა? აქ მოცემულია რამდენიმე შესანიშნავი გამოსავალი!

ჩვენი სტატია კაპიტალურ რემონტთან დაკავშირებული რჩევებითურთ დაგეხმარებათ სააბაზანო ოთახის სრულად გარდაქმნაში.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე