როგორ აღმოვაჩინოთ ჯადო, ქათმის კვერცხის გამოყენებით

by ნ კობერიძე
6.6k views

სახლთან ახლოს ცუდი შემთხვევების, უცნაური ამბების მთელი კასკადი და ჯანმრთელობის გაუარესება იძლევა სერიოზული ფიქრის საბაბს იმაზე, წყევლის და ბოროტი თვალის მსხვერპლი ხარ თუ არა. შესაძლოა იყო მსოფლიოში ყველაზე დიდსულოვანი ადამიანი და საერთოდაც არ დაიჯერო ეს გრძნეულებასთან დაკავშირებული სისულელე, მაგრამ ვაი, რომ!…არსებობენ ადამიანები, რომელთაც არა მხოლოდ შურთ შენი ან ბოროტებას გისურვებენ, არამედ წინასწარი განზრახვით სტუმრობენ “გრძნეულებს” შენს შესაბორკად. და ეს საშინელი საქმიანობაა, რომელიც ჯანმრთელობას, სიყვარულს და კარიერას ძირს უთხრის.

წყევლის ამოსაცნობად მრავალი გზა არსებობს. მაგრამ ყველაზე ძველი და ცნობილია კვერცხების დახმარებით. გრძნეულები ამბობენ, რომ კვერცხი უნდა იყოს ახალი (2დღეზე მეტის არ უნდა იყოს)  და ხელნაკეთი. ჩვენი რედაქცია გასწავლით დამოუკიდებლად იმის აღმოჩენას, ხართ თუ არა უარყოფითი ძალების მსხვერპლი.

როგორ უნდა გაიგო წყევლის შესახებ

ხელში აიღე ხელნაკეთი კვერცხი და 3-4 წუთის განმავლობაში ისე აგორავე ხელის გულებს შორის ისე, რომ დამსხვრევის თავიდან ასაცილებლად ზედმეტად არ მოუჭირო ხელი. ჩაასხი წყალი ცარიელ მინის ჭიქაში. სუფთა, ბასრი დანის გამოყენებით ფრთხილად გატეხე კვერცხი და ჩაასხი წყლიან ჭიქაში. იხილე შედეგი რამდენიმე წუთში.

შედეგი

1. წყალი სუფთაა, კვერცხის გული არ შეცვლილა და კვლავინდებურად ცილაშია, ხოლო ცილას ფორმა არ დაუკარგავს – ჯადო არ არსებობს.

2. თუ კვერცხის გული მთლიანია, ხოლო ცილა ამოზრდილი გრძელი, წვრილი ზოლებით მედუზას გამოსახავს, მაშინ შენზე წყევლაა. ეს შედეგი მიანიშნებს საოჯახო ცხოვრებაში წარუმატებლობის გამომწვევ წყევლაზე, მარტოობასა და მუდმივ სევდიან განწყობაზე.

3. ცილისცალკეულ სვეტებზე ბუშტებია-წყევლა ძლიერია და განხორციელებულია პროფესიონალი გრძნეულის მიერ. ის ხშირ წარუმატებლობასა და ავადობაში ვლინდება.

4. თუკი ბუშტებთან ერთად ცილის სვეტებზე შავი წერტილებია, მაშინ წყევლა განხორციელებულია სიკვდილზე ან საფლავის მიწის გამოყენებით.

5. ცილის სვეტებზე ბუშტებია, ხოლო კვერცხის გული კიდეების გარშემო გასქელებულია-წყევლა ისეა გაკეთებული, რომ პიროვნებამ მთელი ცხოვრება იტანჯოს. ასევე, შეიძლება კვერცხის გულის გარშემო სხვადასხვა ლაქები გამოიკვეთოს.

წყევლის ვერაღმოჩენის შემთხვევაში უბრალოდ ტვალეტში ჩაასხი შიგთავსები და ჭიქა გარეცხეთ, ხოლო პოვნის შემთხვევაში სახლიდან მოაშორე იგი. ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლოა აღმოაჩინო, არის თუ არა რაიმე წყევლა შენზე ავისმოსურნეების მხრიდან. ძალიან ხშირად ცხოვრებაში დგება რთული პერიოდები, რომლებიც ზოგჯერ შენს ქმედებასა და უმოქმედობაზე არაა დამოკიდებული. ასევე შესაძლებელია წყევლის ჩვეულებრივი ასანთის ღერების დახმარებით დადგენა.

ავისმოსურნეებისგან უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ღირს დროდადრო ეკლესიაში შესვლა და უმჯობესია ცხოვრების დეტალებში ნაკლებად ახლობელი ადამიანები არ ჩაახედო.

ადრე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორი ქვები უნდა ატარო თილისმის მაგიერ წყევლისაგან და ბოროტი თვალისგან დასაცავად.

მოგვიყევი კომენტარებში, გამხდარხარ თუ არა ოდესმე წყევლის მსხვერპლი. და ასევე გაუზიარე საინტერესო სტატია სოციალურ ქსელებში საკუთარ მეგობრებს!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე