ჩაალბეთ სელის თესლი მთელი ღამით წყალში და კანი მთლიანად გარდაისახება

by ნ კობერიძე
829 views

სელი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი სამკურნალო თვისებებით. ლათინური სახელიც კი – Linum Usitatissimum, რაც “ყველაზე სასარგებლო სელს” ნიშნავს, სწორედ ამაზე მეტყველებს. დღეს ჩვენ გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა მიიღოთ სელის თესლი ისე, რომ მაქსიმალური სარგებელი მოგიტანოთ.

როგორ მივიღოთ სელის თესლი

სელის პატარა თესლები ვიტამინების ნაკრების, სელენისა და კალიუმის მნიშვნელოვანი წყაროა. ისინი მდიდარია ბოჭკოთი და შეიცავს სამი სახის სასარგებლო პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავას.

სწორი კვების მომხრეები მას დამსახურებულად უმატებენ პურს, სალათებს, ბურღულეულსა და სმუზის. მაგრამ, “ყველაზე სასარგებლო სელის” პოტენციალის სრულად ათვისება მხოლოდ ჩვენი რეცეპტის დახმარებით შეიძლება.

სელის ნამდვილი თესლი

სელის თესლის გარსზე არსებულ პოლისაქარიდებს შეუძლია დიდი რაოდენობით წყლის შეწოვა, ამიტომ თესლის გაჟღენთისას წარმოიქმნება ბლანტი ჟელე, რომელსაც სამკურნალოდ პირის ღრუში ათავსებენ.

საღამოს დაასხით 1 ს.კ. სელის თესლს ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული ადუღებული წყალი. სითხემ მთლიანად უნდა დაფაროს თესლი.

დილით უზმოზე დალიეთ ნაყენი და დააყოლეთ თესლები.

თუ სელის თესლს ასე გამოიყენებთ, მის სასარჰებლო თვისებებს მაქსიმალურად შეინარჩუნებთ.

სელის თესლის ნახარში

სელის თესლების მოხარშვა არაა რეკომენდებული, ვინაიდან, მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედებით, მათში შემავალი ცხიმოვანი მჟავები მჟავდება და კარგავს თვისებებს.

თუმცა, გაცხელება აჩქარებს ლორწოს წარმოქმნას. ამიტომ, უმჯობესია მდუღარე წყალი ჩაასხათ თერმოსში ან თასში. 3 ს.კ. თესლისთვის საჭიროა 1 ლ მდუღარე წყალი.

მასა გააგრილეთ 3 საათით, შედგით მაცივარში და მიიღეთ 1 ტოლჩა ყოველ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

სელის თესლები კეფირით

სელის თესლი უნდა დაიფქვას. ამ გზით იგი უკეთ შეიწოვება. ამის შემდეგ, 100 მლ უცხიმო კეფირს დაუმატეთ 1 ს.კ. დაფქვილი თესლი და დალიეთ საუზმემდე.

ასეთი ნარევის მიღება რეკომენდებულია 3 კვირის განმავლობაში დისბაქტერიოზის, კუჭში სიმძიმის, ჭარბი წონის დროს. დროთა განმავლობაში, თესლის დოზის გაზრდა შეგეძლებათ. ერთი კვირის განმავლობაში, კეფირს დაუმატეთ ჯერ ერთი, შემდეგ ორი ს.კ. თესლი.

არ დაგეზაროთ დილით სელის თესლის მიღება და ძალიან მალე შეიგრძნობთ ცვლილებას. საჭმლის მონელება გაუმჯობესდება, ზედმეტი კილოგრამები გაქრება, კანი გაიწმინდება. შეგახსენებთ, რომ სრულყოფილი შედეგის მისაღწევად, დღეში ორ ლიტრამდე წყალი უნდა დალიოთ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე