როგორ მოვაშოროთ ლაქები ტყავის ქურთუკს ისე, რომ ახალივით ბრწყინავდეს

by ნ კობერიძე
755 views

ნამდვილი ტყავის ქურთუკები ფასდება მათი პრაქტიკულობითა და გამძლეობით. პროდუქტის ტარება შეიძლება წლების განმავლობაში და სათანადო მოვლით, თუნდაც ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, ჟაკეტზე დროდადრო ჩნდება ლაქები, ნაკაწრები და სხვა სახის ჭუჭყი. ამ სტატიაში გაეცნობით, თუ სხვადასხვა სიტუაციაში სწორად როგორ უნდა გაწმინდოთ ტყავის ქურთუკი.

რეგულარული მოვლის წესები

ქურთუკის იერის განახლებისათვის საკმარისია ზედაპირული დამუშავება. დაგჭირდებათ 1 ჭიქა წყალი, 10 გრ სარეცხის ან საბავშვო საპონი, 1 ს.კ. ამიაკი. გახსენით საპნის ხსნარი და დაუმატეთ ამიაკი. რბილი ქსოვილი სითხეში დაასველეთ და მთელ სამოსზე გადაატარეთ. შემდეგ დაამუშავეთ ქურთუკი ნესტიანი, სუფთა ქსოვილით, რათა საპნის ნარჩენები მოაშოროთ. შემდგომ სამოსს კანის კრემი ან აბუსალათინის ზეთი წაუსვით. თუ მასალა თხელია, ტილოს ნაცვლად გამოიყენეთ ღრუბელი ან ფლანელის ქსოვილი.

შეეცადეთ არ დაისველოთ პიჯაკი, რადგანაც ტყავი ტენიანობას ვერ იტანს. თუ ეს მაინც მოხდება, გაასწორეთ სამოსი და განათავსეთ ჰორიზონტალურ ზედაპირზე, სანამ მთლიანად ბუნებრივად არ გაშრება. არ გამოიყენოთ ფენი ან სხვა საშრობი საშუალებები. სამოსი უნდა მოათავსოთ გამათბობელი მოწყობილობებისგან მოშორებით.

ცხიმმოდებული საყელო, ნაკეცები, სახელოები

თუ ხშირად გაცვიათ პიჯაკი შიშველ კისერზე, საყელოზე ცხიმიანი კვალი რჩება. ამ შემთხვევაში, ტყავის ქურთუკის დანარჩენი ნაწილი შესაძლოა აბსოლუტურად სუფთა იყოს. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ კვირაში ერთხელ გაიხეხოთ პიჯაკის საყელო. პრევენციის მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი საპნის ხსნარი.

თუ ქურთუკი ძალიან ცხიმმოდებულია, მანჟეტებისა და ჯიბეების ჩათვლით, ცხიმიანი ადგილები ნაზად შეიწმინდეთ სპირტში ჩაწობილი ბამბის საფენით. შემდეგ წაისვით ლიმონის წვენი ლაქებზე და ბოლოს დაამუშავეთ გლიცერინით. კიდევ ერთი ვარიანტია 100 გრ თბილი ცვილის, 30 გრ აბუსალათინის ზეთის, 50 მლ სკიპიდარის და 10 გრ გამდნარი ფისის შერევა. მიღებული ხსნარი დროთა განმავლობაში მოაშორებს ცხიმიან ლაქებს.

მელნიანი და მარილიანი ლაქები

თუ ტყავის პიჯაკზე შემთხვევით მელანი მიგესხათ, ბამბის საფენი სპირტში დაასველეთ და ლაქას მიხედეთ. ასევე შეგიძლიათ მელნის ლაქის გასწვრივ სკოჩი გადააკრათ და მკვეთრად ააგლიჯოთ. გაიმეორეთ პროცედურა მანამ, სანამ კვალი არ გაქრება. კიდევ ერთი ვარიანტია გლიცერინის გამოყენება. გაათბეთ პროდუქტი წყალში და დაამუშავეთ მელნის ლაქები. მარილის ლაქების მოსაშორებლად, ლაქებს ძმარი წაუსვით. ასევე შესაფერისია საპნის ხსნარი, რომელიც უნდა ჩამოირეცხოს.

ცხიმის და საღებავის ლაქები

უკვე მეტად რთულდება ასეთი ლაქების მოცილება, მაგრამ გამხსნელი საკმაოდ გამოსადეგია. დისტილირებული ან საავიაციო ბენზინი, სკიპიდარი საქმეს შესანიშნავად გაართმევს თავს. წაუსვით ხსნარი ბამბის საფენზე ან ქსოვილზე და ნაზად მოაცილეთ ლაქა. შემდეგ დაამუშავეთ გაწმენდილი ადგილი გლიცერინით, აბუსალათინის ზეთით ან კანის კრემით. ნივთიერებები ხელს შეუწყობს სამოსის გაშრობას. მნიშვნელოვანია: თუ მასალა თხელი და რბილია, გამხსნელების გამოყენება არ შეიძლება. ამ შემთხვევაში, ცარცი ან სახამებელი შეურიეთ წყალს, სანამ ფაფისმაგვარ მასას არ მიიღებთ. წაუსვით ნარევი ლაქებზე, დატოვეთ რამდენიმე საათის განმავლობაში და შემდეგ ჩამორეცხეთ.

ლაქები ტყავის პიჯაკზე

თუ გსურთ ღია ფერის პიჯაკის იერი განაახლოთ, გამოიყენეთ საქვეყნოდ ცნობილი საპნის ხსნარი. ალტერნატიული ვარიანტია რძე. პირველ რიგში, ოდნავ უნდა შეათბოთ პროდუქტი, დაასველოთ რბილი ტექსტილის ხელსახოცი და გადაატაროთ ტყავის ზედაპირს. თუკი პიჯაკზე გაყვითლებული ადგილები დაგრჩებათ, დაამუშავეთ პრობლემური ადგილები ლიმონის წვენით. პროდუქტი დელიკატურად გაათეთრებს გაუფერულებულ ადგილებს.

სამოსისთვის თავდაპირველი ბრწყინვალების დასაბრუნებლად გამოიყენეთ გატეხილი კვერცხის ცილა. წაუსვით ქაფი ქურთუკს ორიოდე წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამორეცხეთ ნესტიანი ქსოვილით და გააშრეთ სამოსი.

რთულად ამოსაყვანი ლაქები თეთრ ქურთუკზე

თუ თეთრი ტყავის ქურთუკზე მელნის ან სხვა რთულად ამოსაყვან ლაქებს წააწყდებით, ნუ გამოიყენებთ გასუფთავების აგრესიულ მეთოდებს. მელნით დასვრილი ადგილის გასუფთავება შესაძლებელია ჩვეულებრივი საშლელით. აიღეთ სუფთა, ან სასურველია ახალი საშლელი და ნაზად გადაუსვით მელნის ნაკვალევზე.

განსხვავებული ხასიათის რთულად ამოსაყვანი ლაქებისათვის უმჯობესია გამოიყენოთ თანაბარი პროპორციით შერეული რძისა და სკიპიდარის ხსნარი. წაუსვით ხსნარი ჯერ პიჯაკის შეუმჩნეველ ნაწილს, მასალაზე რეაქციის შესამოწმებლად. გლუვი ტყავის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ საავტომობილო ლოსიონი, რომელიც განკუთვნილია იმავე მასალისგან დამზადებული სალონისთვის.

თუ თეთრი ტყავის ქურთუკზე ნაკაწრები წარმოიქმნა, მოამზადეთ სპეციალური კრემი. დაგჭირდებათ 9 გ ფუტკრის ცვილი, 1,5 გ კალიუმის კარბონატი, 16 მლ სკიპიდარი და 40 მლ წყალი. დაადნეთ ცვილი ემალის თასში, დაამატეთ კალიუმი და სკიპიდარი. მიღებული სითხე გაათბეთ 70 გრადუსამდე და დაასხით 40 მლ მდუღარე წყალი. ჩაასხით ნარევი მჭიდრო კონტეინერში და ტყავის სამოსი დაამუშავეთ.

სარჩული

როგორ შეგიძლიათ გაასუფთაოთ სარჩული პიჯაკის დასველების გარეშე? წაუსვით საპნიანი წყალი და ნაზად დაასველეთ ქსოვილის ზედაპირი, თითებით გამოყავით სარჩული ტყავის ნაწილისგან. განსაკუთრებით ბინძურ ადგილებზე გახეხეთ ღრუბელის ან რბილი ჯაგრისის გამოყენებით. დაბოლოს, სარჩული დაამუშავეთ ცოტაოდენ ძმარში გაზავებული სუფთა წყლით.

ლაკის ტყავი

ამ სახეობის მოვლა ძალზე საფრთხილოა. ლაკის ტყავის ქურთუკისა და აქსესუარების ტარების ოპტიმალური დროა -15-დან +25 გრადუსამდე. უფრო მაღალმა ან დაბალმა ტემპერატურამ შეიძლება დააზიანოს პროდუქტი. მარტივი გასუფთავების მიზნით, უბრალოდ გაწმინდეთ ტყავის ქურთუკი ნესტიანი ფლანელის ქსოვილით და შემდეგ მშრალად გაწმინდეთ. ასევე იყიდება ლაკის ტყავისათვის სპეციალური დამცავი საშუალებები.

მანქანით რეცხვა

ნატურალური ტყავისგან დამზადებული ტანსაცმლის გარეცხვა შესაძლებელია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ვინაიდან მანქანამ შესაძლოა შეცვალოს პროდუქტის გარეგნული იერი და სტრუქტურა. თუ ამას მაინც გადაწყვეტთ, დაიცავით შემდეგი რეკომენდაციები. აირჩიეთ დელიკატური რეჟიმი (თუ არ არსებობს, მაშინ “შალის”), ტემპერატურა 30 გრადუსამდე. ბრუნვის ოპტიმალური რაოდენობაა 300-600. რეცხვისათვის თხევადი საპონი უკეთესია, ვიდრე ფხვნილი, რადგანაც ნატურალურ ტყავზე ფრთხილად ზემოქმედებს. ქურთუკი გააშრეთ ბუნევრივი გზით, ჰორიზონტალურ ზედაპირზე განთავსებით. გაშრობის შემდეგ დაამუშავეთ სამოსი გლიცერინით ან უფერო კრემით.


ტყავის ქურთუკის ფრთხილი მოვლის წყალობით იგი მოგემსახურებათ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. სახლის პირობებში გაწმენდა მარტივია და სპეციალურ უნარებს არ საჭიროებს.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე