რა და როგორ მოვამზადოთ შინდით

by თ თოქმაძე
248 views

დიასახლისთა უმეტესობისთვის შინდის სასარგებლო თვისებების შესახებ კარგადაა ცნობილი. თუმცა ბევრი მათგანი კურკის გამო უფრთხის მისგან კერძების მომზადებას. დღევანდელ სტატიაში გადავწყვიტეთ გავაქარვოთ აღნიშნული შფოთვა და გასწავლოთ თუ როგორ დაამზადოთ შინდისგან გემრიელოებები მარტივად.

დავიწყოთ ტრადიული ტკბილი კომპოტებითა და მურაბებით, დასასრულს კი მოვშორდებით სტერეოტიპებს და გასწავლით თუ როგორ უნდა დაამზადოთ შინდისაგან უგემრიელესი სოუზი, რომლის შემადგენლობაში ასევე შედიოდეს იქნება: მწარე წიწაკა, მწვანილი, ნიორი და სანელებლები.

რა მოვზამდოთ შინდით

შინდის მურაბა მოხარშვის გარეშე

იგრედიენტები
  • 3 კგ მწიფე შინდი
  • 3 კგ შაქარი
მომზადების წესი
  1. დადუღრეთ შინდი მდუღარე წყლით. გადაღვარეთ წყალი.
  2. შინდი და შაქარი დიდ ჯამში აურიეთ.
  3. მოზილეთ ხელებით, კენკრა ფაფად აქციეთ.
  4. დააფარეთ პოლიეთილენის ფირი და დატოვეთ 2-3საათის მანძილზე, რათა შაქარი გადნეს. ყოველ ნახევარ საათში მოურიეთ სუფთა კოვზით.
  5. გაცერით წვრილ საცერში. ამ პროცესში შეგიძლიათ კენკრა ხილის მეშვეობით შეაზილოთ საცერს, რათა საცერმა რბილობი და დანარჩენი მასა გააცალკევოს.
  6. რაც დარჩება, ნუ გადააგდებთ. ნარჩენები ცალკე ჯამში შეინახეთ, დაუმატეთ ცოტაოდენი შაქარი და ვიტამინებით სავსე კომფორტი მოხარშეთ.
  7. მიღებული მურაბა გაანაწილეთ სტერილურ ქილებში და სტერილური თავსახურებივე დააფარეთ.
  8. მათი შენახვა, როგორც სამზარეულოს კარადაში, ასევე მაცივარშიც შეგიძლიათ.
  9. გემრიელად მიირთვით!

შინდის სწრაფად მომზადებადი კომპოტი

ინგრედიენტები
  • შინდი
  • 100გ შაქარი 1ლ კომპოტზე
მომზადების წესი
  1. ქილების მეოთხედი ამოავსეთ კენკრით.
  2. აადუღეთ წყალი. გაავსეთ კენკრიანი ქილები ცხელი წყლით. დააფარეთ თავსახური და დატოვეთ 30წუთით.
  3. სითხე ქვაბში გადაასხით, კენკრა კი ქილებში დატოვეთ.
  4. დააყარეთ შაქარი. დაახლოებით 100გ დაგჭირდებათ ლიტრიან ქილაზე. ხოლო თუ შინდი უკიდურესად მჟავეა ან თავად ხართ სიტკბოს მოყვარული, ცოტა მეტი შაქარიც შეიძლება.
  5. ქვაბებში ჩასხმული წვენი დუღილამდე მიიყვანეთ და შემდეგ დააბრუნეთ ქილებში.
  6. მოხუფეთ. თუ გეშინიათ, რომ ქილები შეიძლება გასკდეს, დაუმატეთ ლიმონმჟავა. ლიტრზე საკმარისი იქნება 1/4ჩ.კ.

შინდის კისელი

იგრედიენტები
  • 125გ შინდი
  • 125გ შაქარი
  • 3ს.კ სიმინდის სახამებელი
  • 1ლ წყალი
მომზადების წესი
  1. ჩაყარეთ შინდი ქვაბში და დაასხით წყალი.
  2. მოათავსეთ ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. ხარშეთ 10წუთი დაბალ ცეცხლზე.
  3. გაცერით. მიიყვანეთ ფაფის მდგომარეობამდე. კურკები გადაყარეთ.
  4. დააბრუნეთ ნახარშ წყლიან ქვაბში. კვლავ მიიყვანეთ დუღილამდე.
  5. დაუმატეთ შაქარი, ხარშეთ კიდევ 2წუთი.
  6. გორგლები რომ არ წარმოიშვას, სახამებელი წყალში გახსენით.
  7. სახამებელი დაუმატეთ შინდის ნახარშს. ხარშეთ კიდევ ერთი წუთით, მოაგროვეთ ქაფი და გამორთეთ.
  8. გაციებისას ურიეთ, შემდეგ ბინტით გაცერით.
  9. გემრიელად მიირთვით!

შინდის მარინადი

ტკბილ-მჟავე შინდის მარინადი ტრადიციული ვარიანტის კარგი ალტერნატივაა. რეცეპტში იგრედიენტები მითითებულია ნახევარ ლიტრიან ქილაზე.

იგრედიენტები
  • მსხვილი შინდი
  • 1ც დაფნის ფოთოლი
  • 5-6ც შავი პილპილის მარცვალი
  • 2-3ც მიხაკის კვირტი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1ჩ.ს. მარილი
  • 2ჩ.კ. 9%-იანი ძმარი
მომზადების წესი
  1. დაჭერით ნიორი თხელ ფეხენებად.
  2. ქილის ძირში დააწყვეთ დაფნის ფოთოლი, პილპილი, მიხაკი და ნიორი.
  3. ზემოდან განათავსეთ გარეცხილი კენკრა.
  4. ჩაასხით მდუღარე წყალი და დატოვეთ 20წუთი.
  5. შემდგომ გადაასხით სითხე ქვაბში. მიიყვანეთ დუღილამდე და ხარშეთ კიდევ 5წუთი.
  6. პარალელურად ქილებში დაუმატეთ მარილი, შაქარი და ძმარი.
  7. დაასხით მდუღარე წყალი და დააფარეთ თავსახური.
  8. გადააბრუნეთ ქილები და გასაგრილებლად პლედის ქვეშ დატოვეთ.
  9. შეინახეთ მაცივარში. გემრიელად მიირთვით!

შინდის ცხარე სოუსი

იგრედიენტები
  • 3კგ მწიფე შინდი
  • 100გ ქინძი
  • 2 თავი ნიორი
  • 1ჩ.კ. ქინძის თესლი
  • 100გ წითელი წიწაკა
  • 1ჩ.კ. შავი წიწაკის ბურთულები
  • 1ჩ.კ. სანელებლებიანი წიწაკის ბურთულები
  • 3ჩ.კ. სვია სუნელები
  • 3ჩ.კ. გამხმარი ბაზილიკა
  • შაქარი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • 30-40მლ ღვინის ძმარი
მომზადების წესი

1. გარეცხეთ შინდი, დაასხით წყალი და მიიყვანეთ დუღილამდე.

2. ხარშეთ 10-15წუთი.

3. გადადეთ კენკრა ჯამში. დაელოდეთ გაციებას. ნახარშს ნუ გადაასხამთ, კიდევ გამოგადგებათ.

4. შინდი მსხვილ საცერზე გაცერით. კურკები გადაყარეთ.

5. მიღებული მასა ნახარში დააბრუნეთ, ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

6. დაადგით ცეცხლზე. მიიყვანეთ დუღილამდე და ნელ ცეცხლზე 15წუთის მანძილზე ხარშეთ, თან მუდმივად ურიეთ. დაუმატეთ შაქარი და მარილი გემოვნებით.

7. დაფქცით შავი პილპილი, გამხმარი ბაზილიკა, სუნელებიანი პილპილი და ქინძი ყავის საფქვავში.

8. ჩაყარეთ ბლენდერში მწვანილი, ნიორი და ცხარე პილპილი, დაუმატეთ ყავის საფქვავში დაფქული სანელებლები, სვია სუნელები, ღვინიზ ძმარი და 1ჭიქა შინდის ნახარში.

9. დააბლენდერეთ ერთვაროვან მასამდე.

10. მიღებული მასა დაუმატეთ იმ ქვაბში, რომელშიც შინდი იხარშება.

11. მოურიეთ და კიდევ 15წუთი ხარშეთ.

12. პარარელურად გაასტერილეთ ქილები და თავსახურები.

13. ცხელი სოუსი ქილებში გადაანაწილეთ, დააფარეთ თავსახური. ქილები გადააბრუნეთ და დატოვეთ სითბოში ბოლომდე გაციებამდე.

14. მზა სოუცი ოთახის ტემპერატურაზე დიდხანს შეინახება.

როგორც ხედავთ, შინდისაგან უამრავი რამის მომზადებაა შესაძლებელი. წარმატებული მზარეულობა და გემრიელად მიირთვით!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე