Home რჩევები 9 სიმპტომი: როგორ აღმოვაჩინოთ ღვიძლის პრობლემები

9 სიმპტომი: როგორ აღმოვაჩინოთ ღვიძლის პრობლემები

by ნ კობერიძე
6253 views

ღვიძლი ორგანიზმში ყველაზე დიდი ჯირკვალია, რომელიც ასინთეზირებს ჰორმონებსა და ფერმენტებს, ანეიტრალებს ტოქსინებს და მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით, დროთა განმავლობაში, ის ტოქსიკური ნივთიერებებით “ბინძურდება”. ღვიძლი ასევე წარმოქმნის ნაღველს, რომელიც მონაწილეობს საჭმლის მონელების პროცესში. ზოგიერთ შემთხვევაში, ის შეიძლება ცხიმით აივსოს. ამის გამო ვითარდება ცხიმოვანი ჰეპატოზი. ამ შემთხვევაში მეტი დატვირთვა ეკისრება, ამიტომაც ყოველთვის ვერ უმკლავდება თავის ფუნქციებს. დაზიანებული ღვიძლის მცირედი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ 9 ნიშანი, პირველ რიგში რომელზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება.

ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების ნიშნები

1. ტკივილი ან სიმძიმე მუცლის ზედა ნაწილში

თუ ძალიან ბევრ ცხიმს მიირთმევთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის გადიდება. ამის შედეგად იმატებს ზეწოლა გულმკერდსა და მუცლის ზედა ნაწილზე. ასევე შესაძლო სიმპტომია მუცლის შებერილობა.

2. გულისრევა

გულისრევა არის შესაძლო ნიშანი იმისა, რომ ღვიძლში რაღაც პრობლემა გაქვთ. ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ შესაძლოა თავი ცუდად იგრძნოთ, ყურადღება მიაქციეთ სიმპტომებს, როგორებიცაა სიმძიმე ნაწლავებში, გულისრევა, თავბრუსხვევა, ზოგჯერ პირღებინება და დიარეა.

3. მგრძნობიარე კანი და თვალის გარსის გაყვითლება

თუ თქვენი ღვიძლი ტოქსინებითაა სავსე, ეს თქვენს კანზეც აისახება გაღიზიანებისა და გამონაყარის სახით. თვალის თეთრი გარსიც კი შეიძლება გაგიყვითლდეთ. ეს ხდება მაშინ, როდესაც სისხლში ძალიან ბევრია ბილირუბინი, რომელსაც ღვიძლი უსაფრთხო ნაერთებად ვერ გარდაქმნის.

4. დაღლილობა და სისუსტე

ღვიძლის პრობლემების მქონე ადამიანები ხშირად გრძნობენ დაღლილობას და მადა არ აქვთ. როდესაც ეს ნიშნები მუდმივია და ნორმალურ დაღლილობას არ უკავშირდება, ექიმს უნდა მიმართოთ.

5. სიცხე

ზოგიერთ შემთხვევაში ამ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პაციენტებს მუცლის ტკივილი აღენიშნებათ, ისინი ძალიან სწრაფად იღლებიან. თუ იგივე სიმპტომები გაქვთ, აუცილებლად გააკონტროლეთ თქვენი სხეულის ტემპერატურა. თუ მომატებულია, სავარაუდოდ თქვენს ღვიძლში ანთებითი ან ინფექციური პროცესი ვითარდება.

6. კუნთების ტკივილი

თუ კუნთები და სახსრები მუდმივად გტკივათ ან კანზე გაქვთ სისხლჩაქცევები, ხოლო ფეხები გისივდებათ, შესაძლოა დარღვეული გქონდეთ ღვიძლის ფუნქციონალური აქტივობა.

7. შარდისა და განავლის ფერის ცვლილება

თქვენი შარდი შეიძლება გამუქდეს და განავალი გაღიავდეს, თუკი ღვიძლი ვეღარ გაუმკლავდება მასზე დაკისრებულ ფუნქციებს: თუ ნაღვლის გადინება დარღვეულია (ნეოპლაზმა, მათ შორის პანკრეასის წამონაზარდები, ქვები).

8. სხეულის ქავილი

კანის ქავილი შეიძლება ნაღვლის შეშუპების გამო დაგეწყოთ. ასე რეაგირებს სხეული ყველა დაგროვილ ტოქსინზე, რომელთა დეტოქსიკაციაც ღვიძლმა ვერ მოახერხა.

9. სისხლდენა

იშვიათი სიმპტომია, მაგრამ მაინც. ცხვირში ხშირი სისხლდენა ან უმიზეზო სისხლჩაქცევები დაკავშირებულია ღვიძლის არასწორი ფუნქციონირების გამო შედედების ფაქტორების ნაკლებობასთან.

თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, ღვიძლის ტოქსინებით გადატვირთვისა და ამ ტოქსიკური ნივთიერებების ხასიათის მიზეზებიდან გამომდინარე სიმპტომები შეიძლება შეიცვალოს კიდეც, ამიტომაც საჭიროა ექიმის კონსულტაცია!

რისგან უნდა იყოს დაცული ღვიძლი

ღვიძლი არის ფილტრი, რომელიც მუდმივად ასუფთავებს ადამიანის სისხლს ორგანიზმისთვის საზიანო ნივთიერებებისგან. მას უამრავი “მტერი” ჰყავს, რომელთაგან თავის დაცვაც აუცილებელია ამ ორგანოს სწორად ფუნქციონირებისთვის. სწორედ ამისგან უნდა იქნას ღვიძლი დაცული!

  • ალკოჰოლი;
  • ცხიმიანი საკვები;
  • არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა;
  • დანამატის მიღება წონის დასაკლებად;
  • ტკივილგამაყუჩებლების უსაფუძვლოდ ხშირი გამოყენება;
  • ზოგიერთი მედიკამენტი.

საკვები ჯანმრთელი ღვიძლისათვის

ღვიძლის ჯანმრთელობისათვის საჭიროა არა მხოლოდ ცუდი ჩვევების მიტოვება და მისი ყველა “მტრის” დამარცხება, არამედ სწორი კვებაც. სასურველია ჭამოთ უფრო ხშირად, მაგრამ ცოტ-ცოტა – ნაღვლის გადინების შეფერხების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ შევადგინეთ თქვენთი ღვიძლის ჯანმრთელობისათვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტების ჩამონათვალი.

  • წყლის საკმარისი რაოდენობა;
  • ხაჭო;
  • კურკუმა;
  • თაფლი;
  • მთლიანი მარცვლების ფაფა;
  • ხილი: გამომცხვარი ვაშლი, ბანანი, ატამი, გარგარი და მსხალი;
  • ბოსტნეული: გოგრა, სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო, ყაბაყი.

შეინახეთ ეს სტატია და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს. ასეთი ინფორმაცია შესაძლოა ვინმეს გამოადგეს!

ეს სტატია მხოლოდ ინფორმაციული მიზნებისთვისაა. არ დაკავდეთ თვითმკურნალობით და, ნებისმიერ შემთხვევაში, კონსულტაცია გაიარეთ კვალიფიციურ სამედიცინო სპეციალისტთან, სანამ სტატიაში მოცემული ნებისმიერი ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენებას გადაწყვეტთ. რედაქცია არ იძლევა გარანტიას რაიმე შედეგზე და არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება გამოწვეულ იქნეს სტატიაში მოცემული ინფორმაციის გამოყენების შედეგად.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე