Home ახალი ამბები როგორ გაახარეს 9 წლის გოგონა, რომელიც მწოლიარე დედასა და ბებიას უვლიდა

როგორ გაახარეს 9 წლის გოგონა, რომელიც მწოლიარე დედასა და ბებიას უვლიდა

by თ თოქმაძე
73 views

ზოგიერთ ადამიანს ცხოვრება ისეთ გამოცდას უმზადებს, რომელიც სხვას არავის შეხვდებოდა. ზოგჯერ ხდება ისე, რომ შვილები მშობლებზე ადრეული ასაკიდანვე ზრუნავენ. ეს საკმაოდ რთულია და ხშირად დახმარების გარეშე შეუძლებელიც კია. ცხოვრებას უნიკალური შემთხვევები სჩვევია.

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრეთ უკრაინულ სოფელში მცხოვრები ჩვეულებრივი გოგონას შესახებ. ის ყველასთვის ნამდვილი მაგალითია: მისმა სიყვარულმა ნამდვილად არ იცის საზღვრები.

შვილები ზრუნავენ მშობლებზე

ცხოვრებამ ჩიხში ყველა ასაკში შეიძლება შეგვიყვანოს. ბაგდანა, ჯერ კიდევ 9წლის ასაკში, დედისა და ბებიის ანაბარა დარჩა. ორივე ქალი საწოლს იყო მიჯაჭვული. მატერიალური შესაძლებლობები არ იძლეოდა არც ინვალიდის სავარძლის ყიდვისა და არც იმისა, რომ სახლი მათ საჭიროებებზე მორგებული გამხდარიყო.

გოგონამ სახლის ყველა საქმე საკუთარ თავზე აიღო. ის ძველ ელექტრო ქურაზე ამზადებდა საჭმელს, უვლიდა ბოსტანს და ხელით რეცხავდა. რა თქმა უნდა, ის ამავდროულად უვლიდა დედასა და ბებიას. ყველა საზრუნავი მის სუსტ ბავშვურ მხრებს დააწვა.

ამ ყველაფერთან ერთად ის არც სკოლაში სწავლას ივიწყებდა. ის ფრიადოსანი გახლდათ. მთელი ეს პერიოდი გოგონას იატაკზე ეძინა. ისტორია ჭკუის სასწავლია და შეგვახსენებს, რომ ადამიანები ყველგან კარგად ნამდვილად არ ცხოვრობენ. ღმერთს კი მადლობა უნდა შევწიროთ ყველა იმ წყალობისთვის, რაც ყოველდღიურად გვეძლევა.

ყველა გამოცდის შემდეგ ცხოვრებამ გოგონა დააჯილდოვა. სულისშემძვრელ ისტორიას ზღაპრული მხარეს აღმოაჩნდა. მოხალისეებმა მისი ცხოვრების შესახებ შეიტყვეს. მთელი მსოფლიო დაეხმარა მას და საბოლოოდ შეგროვდა საკმარისი ფინანსები იმისათვის, რომ სახლი ინვალიდთა ცხოვრებაზე მოერგოთ, გაეკეთებინათ რემონტი, დედისთვის კი სავარძელი შეეძინათ. ასევე პატარა ხელების ნაცვლად ახლა სარეცხი მანქანა მუშაობს.

რედაქციისაგან

ზოგჯერ გვგონია რომ ბედისწერამ ზურგი გვაქცია, მაგრამ არ ღირს დამწუხრება. ახლობლებზე ზრუნვითა და ყოველდღიური შრომით ბოგდანა ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს. ჩვენ ვიაზრებთ, რომ სადღაც არსებობს ვიღაც, ვისაც ჩვენი დახმარება ესაჭიროება. ასევე გვასწავლის იმას, რომ ხელების ჩამოშვება არ შეიძლება, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს. მსგავსი ისტორიები შთაგვაგონებენ. გაგვიზიარეთ თქვენი ისტორიებიც და გახსოვდეთ, რომ ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე