Home ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც კომპრომისებზე არ მიდიან: მათთან ურთიერთობა კატორღაში ყოფნას ჰგავს

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც კომპრომისებზე არ მიდიან: მათთან ურთიერთობა კატორღაში ყოფნას ჰგავს

by თ თოქმაძე
106 views

“ადამიანების დაყოფა კარგ და ცუდ მოსაუბრეებადაა შესაძლებელი, მეტიც მოსაუბრის თვისებების განსაზღვრა ზოდიაქოს ნიშნითაა შესაძლებელი.” – ერთ-ერთი ტელეგადაცემაში ფსიქოლოგისაგან მოვისმინე. არსებობს მოსაზრება, რომ “რთული” პიროვნებები ძირითადად რამოდენიმე ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ იბადებიან. რთული ხასიათით გამოირჩევიან, როგორც მამაკაცები, ასევე ქალბატონები.

დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით იმ ზოდიაქოს ნიშნების შესახებ, რომლებთანაც კომპრომისის მიღწევა შეუძლებელია, საუბარი კი ნამდვილი კატორღა.

მოსაუბრის თვისებები

მორიელი

ამ ზოდიაქოს წარმომადგენლები საკმაოდ პირდაპირები და ეჭვიანები არიან. მათთან საუბარში საერთო აზრამდე მისვლა რთულია, მორიელები მხოლოდ საკუთარი თავის მოსმენას არიან მიჩვეულნი.

მორიელებს მწარე ენა აქვთ, სარკაზმული საუბარი ახასიათებთ. ამიტომაც ისინი მნიშვნელოვნად აზიანებენ ემოციურ კირჩხიბებსა და კუროებს. ჩხუბის შემდეგ, როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლები მორიელებთან ურთიერთობას საერთოდ წყვეტენ.

მერწყული

მერწყულები, როგორც წესი, მხოლოდ საკუთარ თავზე კონცენტრირდებიან.  სწორედ ამ მიზეზით მერწყულთან საუბარი ტანჯვას ემსავსება. აუტანელი მოსაუბრეები სიტყვას მუდმივად გაწყვეტინებენ!

თუმცა ისინი იმ დონეზე საინტერესო, ორიგინალურები და მახვილგონიერნი არიან, რომ ეს თვისებები მათ, როგორც მოსაუბრის, აუტანელ ხასიათზე თვალის დახუჭვას გვანდომებს.

ვერძი

ვერძები მეტად ენერგიულები და აქტიურები არიან. ასევე ჯიუტები! არსებობს მხოლოდ მათი მოსაზრება და სხვისი – ამიტომაც მათთან მოლაპარაკება ძალიან რთულია. თუ მათ უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, გადარწმუნება აღარ გამოგივათ.

ვერძი თითქმის ყოველთვის ცდილობს გარშემომყოფებთან უაღრესად გულახდილი იყოს. თუ ისინი დასახული მიზნისაკენ არ მიილტვიან, მათ ბევრი ნეგატიური აზრი უჩნდებათ. აქედან კი დეპრესიამდეც არც თუ ისე შორია!

რჩევა რედაქციისაგან

აღნიშნულ დახასიათებებთან გაცნობის შემდეგ, ის რეალურ ადამიანებს შევადარე და გარკვეული მსგავსება ნამდვილად აღმოვაჩინე. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჩემი ზოდიაქოთი ვერძი ვარ და როგორც ამ სიაში მოხვედრილ ადამიანს შემიძლია ვთქვა, რომ სიუჯეტე ნამდვილად სიმართლეა.

სწორედ ზოდიაქოს ეს სამი ნიშანია ისეთი თვისებების მატარებელი, რაც მათ ცუდ მოსაუბრედ აქცევს და კომპრომისის მიღწევას გამორიცხავს. თქვენ თუ ეთანხმებით, რომ სწორედ ისინი არიან ყველაზე რთულები?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე