7 თანამედროვე გამოგონება, რომელთა შეძენას ყველა დიასახლისი ისურვებდა

by თ თოქმაძე
12 views

შეიძლება ფიქრობთ, რომ რაც უნდა გამოეგონათ, უკვე შექმნილია, თუმცა მსოფლიო ბაზარზე ყოველწლიურად უამრავი საინტერესო სიახლე ჩნდება, რომლებიც ცხოვრების გამარტივებასა და გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდნეთ შვიდ თანამედროვე გამოგონებას, რომელიც თქვენს სამყაროს თავდაყირა დააყენებს.

1. პერანგი, რომელიც მუდმივად სუფთა რჩება

რაოდენ ხშირად გიწევთ ტანისამოსის გადაგდება იმ მიზეზით, რომ გაიწელა, ფერმა სიხასხასე დაკარგა ან დალაქავდა. ნათელი მაგალითია შარვალზე გადასხმული ყავა, სოიოს სოუსით დალაქავებული პერანგი, ღვინოს ლაქა კაბაზე. მათი მოშორება მარტივი ნამდვილად არაა, მით უფრო თუ ტანსაცმელს უმალვე არ გარეცხავთ, არამედ აღნიშნულ პროცედურას შემდეგი დღისა თუ კვირისთვის გადადებთ.

ჰოლანდიურმა კომპანიამ Labfresh-მა ჩვენი ცხოვრების გამარტივება გადაწყვიტა, ამიტომაც მისმა თანამშრომლებმა შექმნეს პერანგი, რომელიც არ ისვრება. ეს შესაძლებელი გახდა იმის წყალობით, რომ მსგავსი ტიპის პერანგი დამზადებულია 98% ბამბით, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიით INDUO არის დამუშავებული და 2%ელასტანისაგან. ის არა მხოლოდ მდგრადია ნებისმიერი ჭუჭყის მიმართ, არამედ არ შთანთქავს სუნს, კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს და გაუთოებას არ საჭიროებს. სამწუხაროდ ჯერჯერობით მწარმოებლებმა მხოლოდ მამაკაცის პერანგები გამოუშვეს, თუმცა თუ გოგონას ოვერსაიზი სტილი მოსწონს, მასაც შეუძლია გარდერობის ეს ზღაპრული ნივთი მოირგოს.

2. სავარჯიშო სარკე

თუ ფიფქია და შვიდი ჯუჯის სარკეზე ოცნებობდით, შეგვიძლია ალტერნატივა შემოგთავაზოთ. ჭკვიანი სარკე Mirror, მართალია არ გაგცემთ პასუხს თუ ვინაა მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი, თუმცა ის ბევრად მეტს იზამს, ის დაგეხმარებათ სხეულის ფორმაში მოყვანა და ტონუსის შენარჩუნებაში თუ უკვე დიდი ხანია სპორტით ხართ დაკავებულები. ვარჯიშის სტატისტიკა ეკრანზე ჩანს, რაც დაგეხმარებათ გააკონტროლოთ ფიზიკური დატვირთვის ინტენსივობა და ის თუ რაოდენ კარგად ვარჯიშობთ.

3. ტანსაცმელი, რომელიც ბავშვთან ერთად იზრდება

იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვები საკმაოდ მალე იზრდებიან და ამასთანავე მათი ტანსაცმელი არც თუ ისე იაფია, მათ ჩაცმაზე საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება. ლონდონელმა დიზაინერმა რაიან იასინმა იმისათვის, რომ ბავშვებიანი ოჯახების ცხოვრება შეემსუბუქებინა. გამოიგონა ნივთები, რომლებიც პატარასთან ერთად იზრდებიან. კოლექცია პლეტირებული ქსოვილისგანაა დამზადებული, პლეტის სიგანე 5-დან 50მმ-მდეა, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ბავშვის ზრდასთან ერთად ტანსაცმელიც გაიჭიმოს, შესაბამისად კი მისი ზომაც გაიზარდოს. რაინის თქმით ბავშვი ამ ტანსაცმლის მორგებას ნახევარი წლიდან სამ წლამდე შეძლებს.

ლონდონელი დიზაინერის გამოგონების სხვა პლიუსი კიდევ ისაა, რომ ტანსაცმელი არ იკუჭება, მისი გარეცხვა ჩვეულებრივ სარეცხ მანქანაში შეგიძლიათ. ოფიციალურ საიტზე იასინი წერს, რომ “მე ვფიქრობ, რომ ბავშვები ექსტრემალური სპორტსმენები არიან და ისინი ზუსტად შეძლებენ ნივთის მდგრადობის შემოწმებას.”

4. კოლგოტები, რომლებიც არ იხევა

ამერიკულმა ტექსტილის კომპანიამ Sheerly Genius პლანეტის ყველა გოგონას გასაოცარი საჩუქარი გაუკეთა, მან შექმნა სამყაროში ყველაზე გამძლე კოლგოტი. დამზადებისას გამოყენებული იქნა ტყვიაგაუმტარი ჟილეტის მასალა, ამიტომაც გასაკვირი იმაში ნამდვილად არაფერია, რომ მსგავსი კოლგოტი ჩვეულებრივზე 50-ჯერ გამძლეა. უკვე შეგიძლიათ აღარ გეშინოდეთ, რომ კოლგოტს ფრჩხილს, ბეჭედს ან წებოვან ლენტას გამოსდებთ, ის მათ ნამდვილად გაუძლებს და არა მხოლოდ მათ.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, მთავარი მიზეზი იმისა თუ რატომ შექმნეს მსგავსი გამძლე კოლგოტი იყო ის, რომ ისინი ცდილობდნენ სანაგვეში ნაკლები ნარჩენი ყოფილიყო. ამის ნაცვლად კი მათ უამრავი ქალბატონის ფინანსებსა და ნერვებს სერიოზული ეკონომია გაუკეთეს.

5. “დამაძინებელი” საბანი

თუ უძილობა გაწუხებთ და ღამე შფოთვის გამო ხშირად გეღვიძებათ, დროა იფიქროთ Gravity Blankets-ის დამაძინებელი საბნის ყიდვაზე. აღნიშნული გამოგონება ჯონ ფიორენტინოსა და მაიკ გრილოს ეკუთვნის. საბნის მთავარია ფუნქციაა არა მხოლოდ გაათბოს პატრონი, არამედ დაეხმაროს სწრაფად ჩაძინებასა და ჯანმრთელ ძილში. გამოგონებას, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციის შესრულებაში მისი წონა ეხმარება. დამძიმებული საბანი მთელ სხეულზე თანაბრად ნაწილდება, რის შედეგადაც ადამიანს დამშვიდებასა და მოდუნებაში ეხმარება. შედეგად ადამიანი ისე იძინებს, რომ ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს მას ვიღაც ეხუტებოდეს. ამ საბნის ყიდვისას, საჭიროა ყურადღება მის წონას მიაქციოთ, რომელიც ინდივიდუალური მახასიათებლებით შეირჩევა. იმისათვის, რომ თერაპიულმა ეფექტმა იმოქმედოს, მისი წონა თქვენი სხეულის 7-12%-ს უნდა წარმოადგენდეს.

საინტერესო ფაქტი: სამეცნიერო მონაცემებით ძილის დროს სხეული ისვენებს, ტვინი კი მუშაობს, რათა გაანალიზოს, მოაწესრიგოს და დაალაგოს მთელი დღის მანძილზე დაგროვილი ინფორმაცია. ბევრმა მეცნიერმა აღიარა, რომ გენიალური აზრი მას სწორედ ძილის დროს მოსვლია. მსგავსად პოლ მაკარტიმ სწორედ რომ ძილში მოისმინა ცნობილი სიმღერის Yesterday მელოდია, ხოლო ლარი პეიჯს კი საძიებო სისტემა Google დაესიზმრა.

6. სპრეი-ენერგეტიკი

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოგონება აშშ-ს ბიოქიმიკოსმა ბენ იუმ შემოგვთავაზა. მან შექმნა სპრეი-ენერგეტიკი კოფეინით, რომლის ანალოგი ჯერჯერობით არ არსებობს. ბენმა თავისს ქმნილებას “Sprayable Energy” უწოდა. მის შემადგენლობაში არაა კალორიები ან ხელოვნური ინგრედიენტები, მხოლოდ კოფეინი, რომელიც ჰაერში იფანტება. რამოდენიმე საათის შემდეგ, მას მერე, რაც სპრეის შემადგენლობა სისხლში ხვდება, ადამიანი მხნეობისა და ენერგიის მოზღვავებას გრძნობს, თითქოს მას ფინჯანი ყავა დაელიოს.

მოქმედების ტიპით ის რაღაცით ნიკოტინის პლასტირს მოგვაგონებს, კოფეინსაც შეუძლია ადამიანის ორგანიზმში უჯრედებიდან შეაღწიოს. შუეცვლელი გამოგონებაა მათთვის, ვინც ყავის ფანია, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო მისი მირთმევა არ შეუძლია.

7. ფინჯანი, რომელიც სასმელს საჭირო ტემპარატურამდე ათბობს

ადამიანები, რომლებიც ყავასა და ჩაის იმზადებენ, შემდეგ კი ავიწყდებათ, შეუძლიათ მშვიდად ამოისუნთქონ. Ember Technologies გენერალურმა დირექტორმა კლეი ალექსანდრმა გამოიგონა ჭიქა, რომელსაც სასმლის საჭირო ტემპარატურის შენარჩუნება შეუძლია. თუ გაჯეტს სპეციალურ დამტენ ლარნაკზე დადებთ, ჩაი იქამდე იქნება ცხელი, სანამ მოისურვებთ. შეგიძლიათ ნებისმიერი ტემპერატურა აირჩიოთ 49-დან 63°С-მდე. შესაძლოა, რომ ჭკვიანი ფინჯანი გაყიდვების ნამდვილ ჰიტად იქცეს, დღეს უკვე მისი შეძენა Starbucks-ის 5000-ზე მეტ ობიექტშია შესაძლებელი.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე