Home იუმორი როგორ აკეთებენ რემონტს ზოდიაქოს ნიშნები

როგორ აკეთებენ რემონტს ზოდიაქოს ნიშნები

by თ თოქმაძე
24 views

ამბობენ “უმჯობესია ორი ხანძარი, ვიდრე ერთი რემონტი.” დეიდა როზა ფიქრობს ეს სიბრძე ყველა ზოდიაქოს ნიშნისათვის სწორია, როცა საქმე სარემონტო სამუშაოების წარმოებას ეხება. ის მსგავსს საკითხებში ნამდვილად ერკვევა, თითქმის ყოველდღე ასტროლოგიურ შეხვედრებს ატარებს.

ზოგი ზოდიაქო უფრო შორს მიდის და ზემოთ ნათქვამ აფორიზმში სიტყვა ხანძარს აპოკალიფსით ანაცვლებენ. თუმცა ზოგჯერ რემონტის ნამდვილი მოყვარულებიც გხვდება, რომლებიც ყველაფერს გონივრულად აკეთებენ. თუმცა ასეთი ერთეულებია!

დღევანდელ სტატიაში კომიკური ფორმით მოგითხრობთ იმის შესახებ თუ თითოეული ზოდიაქოს ნიშანი როგორ აკეთებს რემონტს. მორიელებო, თქვენგან ნამდვილად არ მოველოდი!

ბინის კარგი რემონტი

ვერძი

ვერძები ნამდვილი პერფექციონისტები არიან, მათ ყველაფერი იდეალურად უნდა ჰქონდეთ. ამიტომაც ისინი რემონტს საუკუნე ვერ აკეთებენ, მუდმივად რაღაცის გადაკეთებას ან გაუმჯობესებას მოითხოვენ.

დაუმორჩილებელ და აქტიურ ვერძებს თვალთახედვიდან სულ რაღაც ეპარებათ. უპირატესობას ხარისხიან მასალას ანიჭებენ, თუმცა არც მეტად ძვირადღირებულს. ვერძები ფასდაკლებათა მონიტორინგს აწარმოებენ და მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ სამშენებლო და დეკორის მასალის ყიდვის გადაწყვეტილებას.

კურო

ნამდვილი დილემაა! “რემონტი მინდა, თან რომ ხარისხიანი იყოს, თან საუკუნოდ ვარგოდეს. მაგრამ რემონტი ფინანსებთანაა დაკავშირებული, ფულთან განშორება კი არ მსურს!” – უტრიალებს კუროს თავში. სწორედ ამ მიზეზით ეს ნიშანი რემონტის დაწყებაზე დიდხანს ორჭოფობს.

კიდევ ერთი სირთულე: კუროებს მოსწონთ, რომ ბინაში კარგი რემონტი იყოს და ყველაფერი ძვირფასად გამოიყურებოდეს. ისინი უბრალოდ ვერ იტანენ მოძველებულ რემონტსა და არაკომფორტულ გარემოს. მაგრამ ისევ და ისევ, რემონტის გასაკეთებლად ფულია საჭირო, კუროს კი ის ენანება. ჩაკეტილი წრე გამოდის, რომლის გამოც თავად კუროც დისკომფორტშია და ისინიც, ვინც მის გარშემო იმყოფება.

ტყუპები

რემონტის საკითხში ტყუპები ამოუცნობები არიან. ახალი ლარნაკი კედლებს არ უხდება? დროა სამზარეულო გადაიღებოს! ტყუპები თავად სპონტანურობაა, ეს ერთის მხრივ სახალისოა, მათთან ვერ მოიწყენ, თუმცა მეორეს მხრივ მსგავსი იმპულსურობისაგან შესაძლოა დაიღალო.

კირჩხიბი

კირჩხიბი დაგეგმარების ნამდვილი მეფეა. რემონტი ჯერ კიდევ დემონტაჟის ეტაპზე რომაა, მათ უკვე დეტალურად იციან საბოლოოდ რა და როგორ უნდა იყოს, სად იქნება თითოეული დენცქვიტა, გამომრთველი, როგორი იქნება შპალერის ფერი და ისიც კი, დივნის ბალიშები რა ტექსტურის იქნება!

ტექნიკური დავალება რამოდენიმე ათეულ ფურცელს მოიცავდეს იქნება, პლიუს დამატებული რამოდენიმე შენიშვნა წებოვან ქაღალზე, ეს კი ხელოსნებს გააღიზიანებთ. თუმცა რემონტის შედეგით ყველა კმაყოფილი აღმოჩნდება და კირჩხიბისადმი მადლიერნი, რომ მაგ თავიდან აიცილა ყოველგვარი გაუგებრობა, შეცდომა და ზედმეტი ხარჯი.

ლომი

რემონტი ეს არაჩვეულებრივი მეთოდია ახალ მორჩილთა მოსაძიებლად. ზუსტი დროა იმისათვის, რომ სხვები მართო რა და როგორ უნდა გააკეთონ. ლომებს შეუძლიათ გაუჩერებლად სამ რამეს უყურონ: ცეცხლი, წყალი და ვიღაც, ვინც მათი ძვირფასი მითითების მიხედვით მუშაობს.

სამაგიეროდ ამ ზოდიაქოს წარმომადგენლები მზად არიან ორჯერ მეტი გადაიხადონ. სამჯერ მეტიც კი! და რაც მთავარია, ლომს ეს ახარებს.

ქალწული

რაც არ უნდა თქვათ იმის შესახებ, რომ ქალწულებს რემონტი ღლით, გულის სიღრმეში მათ ის ძალიან უყვართ, რადგანაც ამ დროს ზღვა ემოციებს განიცდიან, ხოლო გონება კი მუდმივად მნიშვნელოვანი საქმითაა დაკავებული.

ბინის კარგი რემონტი ხელოსნებს მოითხოვს, თუმცა ქალწული შეეცდება ყველაფერი თავად გააკეთოს. ვერავინ ხომ მათზე უკეთ ვერ იზამს. თუნდაც ამ ყოველივეს გამო ძალიან დაიღალნონ!

სასწორი

სასწორები ყოველივეს გაკონტროლებას ცდილობენ. სანამ მათი პარტნიორი კედელს შეღებავს, სასწორი გვერდით ედგება და შედეგს ლუპით დააკვირდება, იქნებ სადმე ფერი ცუდადაა დამჯდარი.

თვითონ რაიმეს კეთება სასწორებს არ მოსწონთ, რადგანაც ამ შემთხვევაში იმის დრო აღარ დარჩებათ, რომ რაიმე აკონტროლონ. რაც შეეხება სამშენებლო მასალების ყიდვას, ამ საკითხში სასწორი მეტად პრეტენზიულია, შეუძლია მთელ დღე მაღაზიაში ისე გაატაროს, რომ ბოლოს არც არაფერი იყიდოს.

მორიელი

მორიელებს მოსწონთ ისე გაკეთება, როგორც სხვებს არ ექნებათ. კედლების დანგრევა, რათა აბაზანა აივანზე დადგან? რატომაც არა! ქაფში წოლა და ვარკვლავებიანი ცის ყურება – ზუსტადაც რომ მორიელებისთვისაა.

ეს ნიშანი სტანდარტულ ევრორემონტს არ გააკეთებს. ის ყოველივეს უმცირესს დეტალებამდე გათვლის, სახლს ველური აღმოსავლეთის, სამურას, ბერის სამყოფელის ან ზიმბაბვეს პრინცის სამეფო კარის მსგავსაც მოაწყობს. ან კიდევ რამე უფრო ველური. ოღონდ ისე არა, როგორც სხვებს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი მეტად ინტელიგენტი მშენებლია. თუმცა აქ ორი უკიდურესობაა – “ყველაფერს თავად გავაკეთებ” ან “მინდა, მაგრამ შესაბამისი უნარ-ჩვევები არ მაქვს”. პირველი კატეგორია რემონტს თავად იზამს, არავის დაიხმარებს, რადგანაც დაბადებიდან ფაქტიურად ოქროს ხელები აქვთ.

მეორე კატეგორია კი მშენებელთა ბრიგადას კი არ აიყვანს, არამედ ვინმე ბიძია ტოლიას, რომელმაც მეზობელს კარგი რემონტი გაუკეთა და ასე ხომ უფრო იაფი გამოვა. ბიძია ტოლიას მსგავსს ინტელიგენტებზე ძაღლის ყნოსვა აქვს, ამიტომაც რემონტს ასეც არაუშავს დონეზე იზამს და რემონტი მალევე აქა-იქ გაფუჭებას დაიწყებს. მშვილდოსანი ორი წელი მოითმენს და ახლა უკვე ბიძია გოშას აიყვანს და სთხოვს რომ რემონტი უხმაუროდ გააკეთოს, რათა მეზობლები არ შეაწუხოს.

თხის რქა

თხის რქა მის ბიუჯეტზეა ორიენტირებული. სანამ საჭირო თანხა შეგროვებული არ იქნება, რემონტი არ დაიწყება. ამასთანავე ის იყიდის მხოლოდ იმას, რაც თავად მოიფიქრა, თუნდაც მსგავსი რამე ხსენებაშიც არ არსებობდეს.

და რაც მთავარია, თხის რქა ძალიან ჯიუტია. ამიტომაც, როდესაც თხის რქა ალმასებისგან დამზადებულ აბაზანას მოინდომებს, მას აუცილებლად უპოვიან. თხის რქას ხომ ესე სურს!

მერწყული

მერწყული რემონტს თვითონ არ დაიწყებს. მაგრამ აი საუკეთესო მეგობარი თუ სახლის ინტერიერს განაახლებს, მასაც აუცილებლად მოუნდება. და აქ გაოცდებით ყველა, რემონტი ზუსტად მეორე დღესვე დაიწყება, თუნდაც ამისათვის საჭირო ფინანსები ფაქტიურად არც ჰქონდეს.

საბედნიეროდ, მერწყულებს არც მოთმინება აქვთ და არც ფინანსები, ამიტომაც მაქსიმუმს, რასაც იზამს არის ის, რომ უნიტაზზე ჩასარეცხ ღილაკს გამოცვლის. შემდეგ კი დროებით დამშვიდდება, სანამ კიდევ რომელიმე მეგობარი რემონტს არ გააკეთებს.

თევზები

აქ გავაფართოვებთ, იქ დავამტვრებთ, იქ კიდე გადავაკეთებთ. დერეფანში შეუმჩეველ აკვარიუმს გავაკეთებთ. ზვიგენებით! აი ვინ აკეთებს მაშტაბურ რემონტს.

თევზებს ფინანსების გათვლა არ გამოსდით, ამიტომაც ლოგიკურია რომ მათ ყველა ფანტაზიას ფული ნამდვილად ვერ ეყოფა. მათ შესაძლოა დერეფნის იატაკი წელიწადი ნახევრად გაკეთებული ჰქონდეთ. და ამის ყურებისას, ისინი საკუთარ თავს ფულის შეგროვებასა და რემონტის დასრულებას დაპირდებიან. მანამდე კი სტუმრებს აუხსნიან რომ დაუმთავრებელი იატაკი, ეს ესეთი დიზაინერული მოდური ტრენდია.

რჩევა რედაქციისაგან

კარგი რემონტი არა მხოლოდ ფინანსებს საჭიროებს, არამედ ნერვებსაც, რომელიც რომ იცოდეთ არ აღდგება!

გინდა გაიცნო ადამიანი? გააკეთე მასთან ერთად რემონტი! ვფიქრობ ეს დახასიათება დაეხმარება იმათ, ვინც ახლო მომავალში რემონტის გაკეთებას გეგმავს, რადგანაც ეცოდინება პარტნიორისაგან თუ რას უნდა მოელოდოს.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე