Home ჰოროსკოპი ზოდიაქოს საუკეთესო კულინარი: თქვენ რომელ ადგილზე ხართ?

ზოდიაქოს საუკეთესო კულინარი: თქვენ რომელ ადგილზე ხართ?

by თ თოქმაძე
77 views

დღევანდელ სტატიაში ჩვენი მკითხველისათვის კულინარიული ჰოროსკოპი მოვამზადეთ. რომელი ზოდიაქოს ნიშანია სამზარეულოში ღმერთი და რომლისთვის კიდე საჭმლის მიტანის სერვისი საუკეთესო მეგობარია?

კულინარიული ჰოროსკოპი

მე-12 ადგილი – თხის რქა

სიმართლე რომ გითხრათ, ბოლო ადგილი თხის რქებს იმიტომ არ ერგოთ, რომ მომზადება არ გამოსდით, მაგრამ მათ თავად საჭმლის კეთების პროცესი არ უყვართ. რა თქმა უნდა, ძლიერი სურვილის შემთხვევაში მათ შეუძლიათ სტუმრების კულინარიული შედევრით გახარება, რომელიც სენდვიჩი ან შემწვარი კარტოფილი იქნება, მაგრამ ეს ათასში ერთხელ თუ მოხდება. ზოდიაქოს ამ ნიშანს სამზარეულოში ძალისხმევის გამოჩენა ეზარება.

მე-11 ადგილი – ქალწული

ზოგჯერ ქალწულებს უჭირთ ფაფის ისე მომზადება, რომ ქვაბის ძირს არ მიეკრას. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მდიდრული სუფრის გაშლის შთაგონება ეწვევათ. თუმცა უმეტესად ქალწულები ზედმეტად დაკავებულები არიან იმისათვის, რომ სამზარეულოში იტრიალონ, ამიტომაც საჭმლის მიტანის სერვისი მათი საუკეთესო მეგობარია.

მე-10 ადგილი – ტყუპები

ტყუპები კულინარიაზე დიდად არც ფიქრობენ. თუ მოშივდებათ, შეუძლიათ პელმენებიც მოიმზადონ ან პირდაპირ ადგილობრივ კვების ობიექტს ესტუმრონ. თუმცა მათ აუცილებლად ესაჭიროებათ მათი მომზადებული გემრიელი მაკარონისათვის კომპლიმენტები!

მე-9 ადგილი – ლომი

ლომები თავისებური ნატურები არიან. იმისათვის, რომ მათ სამზარეულოში ტრიალი მოინდომონ, შთაგონება ესაჭიროებათ.  ხშირად ისეც ხდება, რომ ლომებს საჭმლის მომზადება იტალიურ რესტორანში მდიდრული ვახშმის მერე უნდებათ.

მე-8 ადგილი – თევზები

თევზები უმეტესად მარტივები და არამომთხოვნები არიან. მათ ძალიან გაუხარდებათ თუ პარტნიორი შემწვარ კვერცხს ბეკონით მოუმზადებს. თვითონ თევზებსაც მოსწონთ ახლობელი ადამიანებისათვის მარტივი კერძების მომზადება.

მე-7 ადგილი – მშვილდოსანი

მშვილდოსნები ფაქტიურად არასდროს წავლენ სამზარეულოში, რათა საკუთარი თავისთვის რაიმე მოიმზადონ. თუმცა სხვებისთვის ძალისხმევას ნამდვილად არ დაიშურებს. მშვილდოსანს შეუძლია გაზქურასთან რამოდენიმე საათი გაატაროს იმისათვის, რომ საყვარელი ადამიანი გაახაროს.

მე-6 ადგილი – ვერძი

ცენტრალური ადგილი ვერძს ერგო. ეს ზოდიაქოს ნიშანი პრეტენზიულობით გამოირჩევა. თუ მან იცის, რომ მისი მომზადებული სტეიკი ათიანზე არ იქნება, ის რესტორანში გაემართება. სახლში კი სუპსა და ბორშს მოამზადებს, რათა სავარაუდოდ გემრიელი გამოვიდეს.

მე-5 ადგილი – სასწორი

სასწორებს მოსწონთ სამზარეულოში მყუდრო საღამოების გატარება. თუმცა ზოდიაქოს ამ ნიშანს ხშირად მარტოსულობა აწუხებს. მას არ ესაჭიროება, რომ ვინმემ მასთან ერთად მოამზადოს, სასწორს უბრალოდ სურს, რომ ვინმე უბრალოდ გვერდით იჯდეს და ატმოსფეროს ინარჩუნებდეს.

მე-4 ადგილი – მერწყული

მერწყული ეს ის ადამიანია, ვინც სამზარეულოში ტრიალით სიამოვნებას ნამდვილად იღებს. მათთვის მნიშვნელოვანი არაა თუ რა არის გასაკეთებელი: კონსერვი უნდა დახუროს თუ ფარშირებული კურდღელი მოამზადოს. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ მომზადებული კერძი ყოველთვის ისეთი არ გამოსდით, როგორც გეგმავდნენ, მაგრამ ამის გამო ოდნავაც არ დანაღვლიანდებიან.

მე-3 ადგილი – კირჩხიბი

კირჩხიბი ნამდვილი ექსპერიმენტატორია. ისინი მუდმივად ახალ გიჟურ რეცეპტებს იგონებენ! კირჩხიბებს მოსწონს ყველასი თავისი კულინარიული ქმნილებებით გაოცება და შოკში ჩაგდება.

მე-2 ადგილი – კურო

როგორც წესი, კუროებს სამზარეულოში ტრიალი ბავშვობიდან იზიდავს. მათთვის ბებოსთან ერთად ცომის მოზელვა უფრო საინტერესოა, ვიდრე მეგობრებთან ერთად ბურთით თამაში.

პირველი ადგილი – მორიელი

მორიელი ჩვენი კულინარიული ჰოროსკოპის ღირსეული გამარჯვებულია. ამბობენ, რომ მათ მომზადებულ კერძებს დიდი სიფრთხილით უნდა მოეპყროთ. არსებობს იმის საფრთხე, რომ მათი კულინარიული შედევრის გემოთი ისე მოიხიბლოთ, რომ თავად ნიჭიერ მზარეულს თქვენი გული სამუდამოდ აჩუქოთ.

ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, თქვენ უკვე გაქვთ საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ ცხოვრების თანამგზავრი გონივრულად აირჩიოთ. გირჩევდით აღნიშნულ საკითხს ყურადღებით მიუდგეთ, დროთა განმავლობაში სიყვარული ნელდება, გემრიელად ჭამა კი ყოველთვის გენდომებათ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე