Home საინტერესო კრეატიული გამოგონებები, რომელთა გამოცდასაც ისურვებდით

კრეატიული გამოგონებები, რომელთა გამოცდასაც ისურვებდით

by თ თოქმაძე
9 views

ცხოვრება სავსეა საყოფაცხოვრებო საქმიანობითა და რუტინით. თუმცა, თანამედროვე გამოგონებათა წყალობით, მისი გახალისება ნამდვილად შესაძლებელია. დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ რამოდენიმე მოწყობილობას, რომელიც ჩვეულებრივ საქმიანობას გაამარტივებს, რაც მეტ თავისუფალ დროს დაგიტოვებთ და დასვენებასაც შეძლებთ.

1. Beard Bend Plus

მამაკაცისასთვის სქელი წვერი შესაძლოა სატანჯველად იქცეს, რადგანაც მისი მოვლა მარტივი ნამდვილად არაა. რასაკვირველია მაღაზიაში წვერის მოვლის არაერთი საშუალება შეგიძლიათ მოიძიოთ, თუმცა მათი უმეტესობა ძვირადღირებულია და რთულ კონსტრუქციას წარმოადგენს. Beard Bend Plus – სიტუაციიდან მარტივი გამოსავალია. ის მარტივი, პრაქტიკული და ფუნქციონალური სავარცხელია, რომელიც ყოველდღიურ რუტინას უფრო მარტივსა და სასიამოვნოს გახდის. პლასტმასის სავარცხელი საშუალებას იძლევა წვერი კარგად დაივარცხნოთ, ხოლო მისი არასტანდარტული ფორმა კი გაპარსვაში დაგეხმარებათ. სავარცხელზე სპეციალური ამონაზნექებია განთავსებული, რომელიც მხოლოდ არასაჭირო ადგილებში ამოსული წვერის მოპარსვის საშუალებას იძლევა.

2. Lua

Lua – ეს მხიარული ყვავილის ქოთანია, რომელიც ნაწილობრივ შინაურ ცხოველს შეგიცვლით. ამასთანავე ის მეტად უპრეტენზიოა მოვლის ამბებში და მინიმალურ ყურადღებას მოითხოვს. ქოთანს ანიმაციური ეკრანი აქვს, რომელზეც 15სახეობის სხვადასხვა სმაილი და სახის გამომეტყველება შეიძლება იქნას წარმოდგენილი. ინოვაციური ტექნოლოგია აღჭურვილია სენსორებით, რომლებიც გარემოში არსებულ სიტუაციას აფასებს: ნიადაგის ტენიანობა, მჟავიანობა, განათება და ჰაერის ტემპრატურა. იმისათვის, რომ მორწყვა უფრო იშვიათად მოგიწიოთ, “ცოცხალ” ქოთანს აქვს წყლის რეზერვუარი, რომელიც ნიადაგს ეტაპობრივად ატენიანებს.

3. Hitable

საყოფაცხოვრებო ტექნიკა ყოველწლიურად უფრო ინოვაციური და ორიგინალური ხდება. საერთო ტენდეციას არც ყავის მაგიდები ჩამორჩება. Hitable-ს სენსორული ეკრანი აქვს, რომელზეც კომპიუტერის გამოსახულების გამოჩენა შეგიძლიათ. მაგიდის გამოყენებით შეგიძლიათ ნებისმიერი გაჯეტი კაბელის გამოყენების გარეშე დატენოთ. მას ასევე აქვს მოდური დიოდის სანათი, რომელიც ინტერიერის კარგი დეკორი გახდება და ამასთანავე ღამის საათებში მაგიდის გამოყენებას უფრო კომფორტულს გახდის. Hitable ასევე აღჭურვილია გამათბობელი ეფექტით, რომლის წყალობითაც ცხელი სასმელები დროზე ადრე არ გაცივდება. კომფორტული ტემპერატურის დაყენება თავად შეგიძლიათ.

4. Townew

ნაგვის შეგროვება და უტილიზირება – ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო რუტინაა, რომელსაც ადამიანი ეჯახება. თანამედროვე გამოგონება Townew დაგეხმარებათ ნაგავთან კონტაქტი მინიმუმამდე შეამციროს. ინოვაციური სანაგვე ურნის თავსახური სენსორულია, იმისათვის, რომ ის გაიხსნას, არაა საჭირო რაიმეს აწევა ან დაჭერა, საკმარისია მის ზემოთ ხელის გატარება და ურნა თავად გაიხსნება და თავადვე დაიკეტება. მას მერე რაც ნაგავი გადაყრილია, თავსახური ავტომატურად იკეთება. ამასთანავე ის იმ დონეზე მჭიდროდ ეხურება, რომ არანაირი უსიამოვნო სუნი გარეთ ვეღარ გამოაღწევს.

სასარგებლო ინფორმაცია: იმისათვის, რომ ყოველდღიურად არ მოგიწიოთ სანაგვე ცელოფნების გამოცვლა, Townew სპეციალური პლასტინა უნდა ჩაამაგროთ, რომელშიც 25 ცელოფანია. ურნის დაცარიელების შემდეგ ახალი სანაგვე ცელოფანი ავტომატურად გაიშლება.

5. Roidmi Nex Storm

სახლის დალაგებას დიდი დრო მიაქვს და აუცილებელ წინასწარ მომზადებას მოითხოვს. როგორც წესი გჭირდებათ მტვერსასრუტი, ჩვრებისა და იატაკის ჯოხთა განსხვავებული სახეობები, რათა წესრიგი მალე და ხარისხიანად დაამყაროთ. მაგრამ თუ თქვენ Roidmi Nex Storm გექნებათ, ეს ფინანსების ეკონომიაში დაგეხმარებათ. ხელსაწყო აკუმილიატორზე მუშაობს, რაც რაიმე სახის მავთულების არარასებობაზე მიუთითებს. დატენილი ბატარეის მუშაობის ხანგრძლოვობა 1საათია. მიკროფიბრის ჩამოსაცმელთა ნაკრები სახლის იდეალურ სისუფთავეს უზრუნველყოფს, ის კარგად იწვოს წყალს, იატაკს კი სუფთასა და ლამაზას ტოვებს. მრავალფუნციური ხელსაწყო ჩამოსაცმელთა დიდი ნაირგვარობით გამოირჩევა. ექსფენიანი ფილტრი კი ჰაერის ხარისხიან გაწმენდას უზრუნველყოფს.

6. Cleanstep

ბახილები სასარგებლო გამოგონებაა, თუმცა ამასთანავე არც ისე კომფორტული და თანამედროვე, როგორც ვისურვებდით. სასურველი იქნებოდა ყველა საჯარო დაწესებულებაში ყოფილიყო ისეთი ხელსაწყო, როგორიცაა Cleanstep. მას სპეციალური პლათფრომა გააჩნია, რომელზეც ფეხსაცმლიანი ფეხი უნდა დაადგათ, ამის შემდეგ სპეციალური ლენტი ფეხსაცმლის ძირს მჭიდროდ მიეკვრება. ბახილების ჩასაცმელად ზედმეტი ძალისხმევა თუ ადგილის მოძიება, სად ჩამოჯდეთ, აღარ დაგჭირდებათ.

7. Dishcraft

Dishcraft – მსოფლიოში პირველი რობოტი-ჭურჭლის მრეცხავია. ის ადამიანს დაეხმარება იმ არასასიამოვნო რუტინასთან გამკლავებაში, რომელიც უმეტესობას ნამდვილად არ უყვარს. რობოტს შეუძლია დიდი რაოდენობის სამუშაოს მალევე გაუმკლავდეს. ამასთანავე თითოეული თეფში დამოუკიდებელად ირეცხება და დეზინფიცირდება, რაც გაწმენდის კარგ ხარისხს უზრუნველყოფს. რესტორენში ასეთი დამხმარით მუშაობა ნამდვილად გაუმჯობესდება.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე