Home საინტერესო რატომ არ უნდა ენდოთ ყველაზე ახლო ადამიანებსაც კი

რატომ არ უნდა ენდოთ ყველაზე ახლო ადამიანებსაც კი

by თ თოქმაძე
15 views

ადამიანის ბუნება მრავალფეროვანია. სადხგურუსათვის ეს ისე ცნობილია, როგორც სხვა არავისთვის. მას ხშირად უსვამენ მორალთან დაკავშირებულ შეკითხვებს. ღირს თუ არა ადამიანის მისი ქმედებებით შეფასება? რა უფრო მნიშვნელოვანია: ქმედება თუ შინაგანი ბუნება? მორალის თავისებურებები ადამიანთათვის ყოველთვის საინტერესო იქნება. კარგია, რომ არსებობს გურუ, რომელიც ამ საკითხის გარკვევაში დაგვეხმარება.

მორალის თავისებურებები

სადხგურუ გვირჩევს კარგად განვასხვავოთ ადამიანის შინაგანი და გარეგანი მხარეები. ეს ეხება არა მხოლოდ იმათ, ვინც გარშემოა, არამედ საკუთარ თავსაც. ჩვენი ქმედებები და ის თუ რეალურად რას ვფიქრობთ, ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეს ყოველთვის კარგი არაა.

გურუ გვირჩევს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმას თუ რას ვლაპარაკობთ. განსაკუთრებით კი ზრდილობის სამ სიტყვას: “მადლობა”, “თუ შეიძლება” და “ბოდიში”. სწორედ ეს სიტყვები წარმოადგენს ჩვენი გულწრფელობის მთავარ ინდიკატორს და ჩვენი შინაგანი და გარეგანი სამყაროს შეგრძნების ურთიერთობას.

გურუ დარწმუნებულია, რომ ჩვენი უმეტესობა ამ სიტყვებს ავტომატურად იყენებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ესე კეთებას მიეჩვივნენ. სიტყვები ჩვენი სიღრმიდან არ მოდის, მხოლოდ საუბრისას ჩნდება, როგორც სიტყვა-პარაზიტები. სადხგურუ ამბობს, რომ არ ღირს ამ სიტყვების თქმა თუ ისინი შიგნიდან არ მოდის.

ასე მაგალითად არ შეიძლება მუდმივად ბოდიშის მოხდა. ასე ზოგიერთი ადამიანი იქცევა და მათი ამ სიტყვისადმი მსგავსი გაუფრთხილებლობით მოპყრობა, მისი აზრისა და ფასის დაკარგვას იწვევს. იგივე შეიძლება ითქვას “მადლობისა” და “თუ შეიძლებას” შესახებაც.

ადამიანის სულიერი ზრდა და მისი ქმედებები

ადამიანები ხშირად იყენებენ ზემოთ ნახსენებ სიტყვებს, მათი ქმედებები კი საწინააღმდეგო მიმართულებით წარიმართება. მაგალითად, ჩვენ ვამბობთ “თუ შეიძლება ამას ავიღებთ” და პასუხს არ ველოდებით ისე, უმალვე სასურველ ნივთს ხელში ვიღებთ.

გურუ ფიქრობს, რომ მორალზე დაფუძნებული საზოგადოება თავისი არსით არასწორია, რადგანაც სწორედ ასეთ შემთხვევებში ადამიანები თითქოს მართებულად იქცევიან, თუმცა შინაგანად ყველა ადამიანს იგივე არ აქვს.

როგორ განვსაზღვროთ ადამიანის მორალური განვითარების დონე? ეს რთული საერთოდ არაა. შინაგანი განვითარება ადამიანს უფრო რბილად და მგრძნობიარედ აქცევს, ის ყველაფერს და ყოველივეს აღარ აკრიტიკებს. თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიტყვები მსგავსი ადამიანის მოსიყვარულე და რბილი ბუნებიდან მოდის, მაშინ თამამად შეგიძლიათ მისი მაღალი მორალური განვითარების შესახებ საუბარი.

განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი მიღების სწავლაა. სადხგურუს თქმით, მიღება ჩვენი ტრანსფორმაციის ნაწილია. როცა ადამიანი გარშემომყოფებს განცალკევებულად აღარ აღიქვამს და მის ირგვლივ ყველაფერს საკუთარ ნაწილად შეიგრძნობს, მას სურვილი ეკარგება ამ სიტყვების მუდმივი გამეორების.

სადხგურუ ამბობს, რომ მსგავსი ადამიანი ყველაფერს მკაცრად უყურებს, რადგანაც ის საკუთარ თავსაც სწორედ ესე ექცევა. ის არ ითვალისწინებს გარკვეულ მორალურ ნორმებს, არამედ მოქმედებს მხოლოდ ისე, როგორც უშუალოდ სიტუაცია მოითხოვს. ქცევის სწორედ ესეთი პარადიგმა არის ნამდვილად მუშა და მართებული.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე