Home კულინარია თევზს სულ ერთნაირად ამზადებთ? სცადეთ ამ 5 ახალი რეცეპტიდან ერთ-ერთი

თევზს სულ ერთნაირად ამზადებთ? სცადეთ ამ 5 ახალი რეცეპტიდან ერთ-ერთი

by თ თოქმაძე
12 views

ხორცის კერძებმა თუ დაგღალათ და არ იცით რა მოამზადოთ, შეგიძლიათ გორდონ რამზის რეცეპტები დაიხმაროთ.

1. ვირთევზა კლიარში

ვირთევზა ლუდის კლიარში – კერძი, რომელიც შეგიძლიათ ცივი წასახსემსებელი, ასევე კარტოფილის, ბრინჯის ან ახალ ბოსტნეულთან ერთად მიირთვათ.

ინგრედიენტები

  • 3ც ვირთევზას თხელი ფილა
  • 120გ ფქვილი
  • 100გ ბრინჯის ფქვილი
  • 1ჩ.კ. საფუარი
  • 130მლ მინერალური წყალი
  • 170მლ ლუდი ლაგერი
  • ზღვის მარილი გემოვნებით
  • პილპილი გემოვნებით
  • 100გ კარაქი
  • 400გ გაყინული ბარდა
  • ზეითუნის ზეთი ფრიტიურისათვის

მომზადების წესი

  1. ხორბლის ფქვილს შეურიეთ ბრინჯის ფქვილი, შაქარი და საფუარი;
  2. ლუდი მინერალურ წყალსა და მარილს შეურიეთ;
  3. ჩაასხით ფქვილში და კარგად მოურიეთ;
  4. ფილეში შეამოწმეთ ძვლების არსებობა და აღმოჩენის შემთხვევაში მოაცილეთ;
  5. შემდეგ თითოეული ფილა მარილითა და პილპილით დაამუშავეთ;
  6. ოდნავ მოაყარეთ გაცრილი ფქვილი;
  7. შემდეგ თითოეული ფილე კლიარში ამოავლეთ;
  8. ღრმა ქვაბში ზეითუნის ზეთი ჩაასხით და კარგად გაახურეთ;
  9. გაცხელებულ ზეთში ფილე აკურატულად ჩადეთ;
  10. მოსამზადებლად დატოვეთ 8-10წუთი ან იქამდე, სანამ თევზი მზად არ იქნება;
  11. მომზადებული თევზი ქაღალდის ხელსახოცებით დაფარულ თეფშზე გადადეთ;
  12. კარაქი ქვაბში მარილიან წყალში გაადნეთ;
  13. შემდეგ ჩაამატეთ ბარდა და ბოლომდე გაამზადეთ;
  14. ჩაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით;
  15. აურიეთ და გადადეთ თასში;
  16. თევზის ფილე კლიარში სუფრასთან პიურესა და ბარდასთან ერთად მიიტანეთ.

2. გამომცხვარი ორაგული

ღუმელში მომზადებული წვნიანი, არომატული, ნაზი და უგემრიელესი ორაგულის ფილე გამომშრალი პომიდორითა და ბაზილიკას ცოცხალი ფოთლებით.

ინგრედიენტები

  • 800გ ორაგულის ფილე
  • 9ც გამომხმარი პომიდორი
  • 18ც შავი უკურკო ზეთისხილი
  • 18ფოთოლი ბაზილიკა
  • 6ჩ.კ ზეითუნის ზეთი
  • ზღვის მარილი გემოვნებით
  • დაფქვილი შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

  1. ორაგულის ფილეში 18ჩაღრმავება გააკეთეთ;
  2. პომიდორი შუაზე გაჭერით;
  3. ბაზილიკას ფოთოლში თითო ზეთისხილი და პომიდვრის ნაჭერი გაახვიეთ;
  4. მიღებული კონვერტები ფილეს ჩაღრმავებებში ჩააწყვეთ;
  5. საცხობს ფოლგა დააფარეთ და ზეითუნის ზეთი წაუსვით;
  6. ფილე ფოლგაზე მოათავსეთ;
  7. მოაყარეთ მარილი, პილპილი და ზეითუნის ზეთით დაატენიანეთ;
  8. 200გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25წუთით მოათავსეთ;
  9. სუფრაზე მიტანამდე აუცილებლად გააგრილეთ.

3. კაპარჭინა მწვანილითა და პომიდვრებით

კიდევ ერთი ფანტასტიკური კერძი – ზეითუნის ზეთში შემწვარი კაპარჭინა არომატული მწვანილითა და პომიდორი ჩერით.

ინგრედიენტები

  • 2ც ზღვის კაპარჭინას ფილე
  • 200გ პომიდორი ჩერი
  • 60გ შავი უკურკო ზეთისხილი
  • 0,5შეკვრა ქინძი
  • 0,5შეკვრა ბაზილიკა
  • 1ც ლიმონი
  • 6-8ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • ზღვის მარილი გემოვნებით
  • დაფქვილი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

  1. პომიდორები და ზეთისხილი შუაზე გაჭერით;
  2. მოაყარეთ მარილი და პილპილი;
  3. 1-2წუთით ზეითუნის ზეთში შეწვით;
  4. მწვანილი გარეცხეთ;
  5. გააშრეთ;
  6. წვრილად დაჭერით და პომიდორსა და ზეთისხილს დაუმატეთ;
  7. მოურიეთ და კიდევ 2-3წუთი მოამზადეთ;
  8. შემდეგ 1/2ლიმონი გაწურეთ;
  9. კიდევ შეურიეთ და 2-3წუთი მოამზადეთ;
  10. ფილე რამოდენიმე ადგილას დიაგონალურად გაჭერით;
  11. სქელ ძირიან ტაფაზე ზეითუნის ზეთი გააცხელეთ;
  12. ტაფაზე თევზი კანით დაბლა მოათავსეთ;
  13. დატოვეთ 3-4წუთი ან იქამდე, სანამ ფილე ოქროსფერ-მოყავისფრო ფერს არ მიიღებს;
  14. შემდეგ ფილე გადაატრიელთ და კიდევ 1-2წუთი დატოვეთ, ამასთანავე ტაფიდან ზეთი თანდათანობით გადმოღვარეთ;
  15. სუფრაზე შემწვარი ზეთისხილითა და პომიდორი ჩერით მიიტანეთ, ზემოდან შეგიძლიათ სილამაზისთვის მწვანილიც მოაყაროთ.

4. სკუმბრია ნივრითა და წიწაკით

ღუმელში მომზადებული სკუმბრია გემრიელი რომ გამოვიდეს, გამოიყენეთ ნიორი და წიწაკა. ეს იგრედიენტები დაგეხმარებათ საჭირო ეფექტის მიღწევასა და კერძს პიკანტურ გემოს მიანიჭებს.

ინგრედიენტები

  • 8ც სკუბრიას ფილე
  • 2კბილი ნიორი
  • 1ს.კ. წიწაკა
  • 1ს.კ. ზღვის მარილი
  • 3-4ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1შეკვრა შაფრანი
  • 2ჩ.კ. თეთრი ღვინის ძმარი
  • 1ჩ.კ. დიჟონის მდოგვი
  • 450გ კარტოფილი
  • 3-4შეკვრა მწვანე ხახვი

მომზადების წესი

  1. ნიორი გაჭყლიტეთ წიწაკასა და მარილთან ერთად (1ჩ.კ.);
  2. რამოდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი ჩაუმატეთ;
  3. მოურიეთ;
  4. მიღებული ნარევი ფილეს შიდა მხარეს წაუსვით;
  5. საცხობი დაფა ზეითუნის ზეთში დასველებული პერგამენტით დაფარეთ;
  6. მასზე ფილე კანით ქვემოთ დადეთ;
  7. მოაყარეთ მარილი და პილპილი;
  8. 180გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 8-10წუთით მოათავსეთ;
  9. კარტოფილი ბოლომდე მომზადებამდე ხარშეთ;
  10. მოამზადეთ პიურე, შეკაზმეთ ზეითუნის ზეთით, მარილითა და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვით;
  11. კარგად მოურიეთ;
  12. ჯამში შეურიეთ ზეითუნის ზეთი, მდგოგვი, მარილი, პილპილი და შაფრანი;
  13. კარგად მოურიეთ და პიურეში რამოდენიმე კოვზი ჩაუმატეთ;
  14. სუფრაზე მიტანამდე თეფზე მოათავსეთ კარტოფილის პიურე, ზემოდან თევზის ფილა და ზემოდან ბლომად არომატული შესაკაზმი მოასხით.

5. კასეროლი

დასასრულს თეთრი თევზის კასეროლი შებოლილი პიქშათი, ნივრითა და სანელებლებით.

ინგრედიეტები

  • 400გ თეთრი თევზის ფილე
  • 400გ შებოლილი პიქშას ფილე
  • 1ც ხახვი
  • 3კბილი ნიორი
  • 1ც დაფნის ფოთოლი
  • 250მლ ცხიმიანი ნაღები
  • 300მლ რძე
  • 100გ კარაქი
  • 2შეკვრა პრასი
  • 1,5ს.კ. ხორბლის ფქვილი
  • დაფქვილი შავი პილპილი გემოვნებით
  • ზღვის მარილი გემოვნებით
  • რამოდენიმე შეკვრა ახალი მწვანილი
  • 750გ კარტოფილი
  • 2ც უმი კვერცხის გული
  • 300გ გასუფთავებული კრევეტები
  • 100გ ყველი (ჩედერი)

მომზადების წესი

  1. ხახვი ოთხად გაჭერით;
  2. მოათავსეთ ტაფაზე;
  3. დაუმატეთ ნიორი და დაფნის ფოთოლი;
  4. დაასხით ნაღები და რძე (250მლ);
  5. დაბალ ცეცხლზე რამოდენიმე წუთით თუშეთ;
  6. შემდეგ თევზის ფილე დაამატეთ;
  7. დატოვეთ 3-4წუთი;
  8. შემდეგ ფილე თეფშზე გადადეთ;
  9. ტაფაზე დარჩენილი მასა წვრილ საცერში ჯამში გაცერით;
  10. ქვაბში კარაქი გაადნეთ;
  11. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი პრასი;
  12. ამზადეთ 4-6წუთი;
  13. ფქვილი გაცერით და ტაფაზე ხახვს დაუმატეთ;
  14. ამზადეთ კიდევ 2-3წუთი;
  15. შემდეგ ჯამში არსებული მასა ჩაუმატეთ;
  16. თუშეთ დაბალ ცეცხლზე 10-15წუთის მანძილზე, პერიოდულად ურიეთ, სანამ არ შესქელდება;
  17. მომზადების პროცესში სოუსი მოაყარეთ მარილი, პილპილი და წვრილად დაჭრილი მწვანილი;
  18. კარტოფილი კუბიკებად დაჭერით და ოდნავ დამარილებულ წყალში მოხარშეთ;
  19. შემდეგ მათგან პიურე მოამზადეთ;
  20. დაუმატეთ კარაქი და თბილი რძე;
  21. პიურე ოდნავ გააციეთ და შემდეგ კვერცხის გული ჩაამატეთ;
  22. კარგად მოურიეთ;
  23. კვლავ დაამარილეთ;
  24. თევზის ფილე ტოლ ნაწილებად დაჭერით;
  25. გადადეთ ჯამში, ხახვის სოუსით შეკაზმეთ, დაუმატეთ კრევეტები და მოურიეთ;
  26. მოათავსეთ საცხობ ფორმაში;
  27. ზემოდან პიურე თანაბრად გადაანაწილეთ;
  28. მოაყარეთ მყარი ყველი;
  29. 200გრადუსამდე გახურებულ ღყმელში 25-35წუთით მოათავსეთ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე