Home ჯანმრთელობა რას ამჩნევს მამაკაცი, საყვარელი ქალის ფიგურის დანახვისას

რას ამჩნევს მამაკაცი, საყვარელი ქალის ფიგურის დანახვისას

by თ თოქმაძე
15 views

იცოდით, რომ ადამიანის ხასიათის გასაგებად, აუცილებელი არაა სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტესტის ჩატარება? განსაკუთრებით მაშინ თუ საუბარი ქალბატონზეა. ხშირად ქალის სილუეტმა მასზე ბევრად მეტი შეიძლება მოგითხროთ, ვიდრე ყველაზე გამოცდილმდა ფსიქოანალიტიკოსმა. და მეტიც, არა მხოლოდ ხასიათზე, არამედ ჩვევებსა და ფიზიოლოგიურ თავისებურებებზეც.

გსურთ გარშემომყოფების უკეთ გესმოდეთ? ან იქნებ უკვე დიდი ხანია შერლოკ ჰოლმსის როლის მორგება გსურთ?

დღევანდელ სტატიის დახმარებით ამის შესაძლებლობა ნამდვილად მოგეცემათ!

გთავაზობთ დაიხსომოთ ქალის ოთხი ტიპის სილუეტი და მათთვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები. გარწმუნებთ, რომ ამ ცოდნის ქონა დაგეხმარებათ ქალბატონებთან ურთიერთობის უფრო სწრაფად და მარტივად დამყარებაში.

ქალის სილუეტი

1. მჭლე ტიპი

ამ ტიპის ქალბატონის მთავარ ვიზუალურ მახასიათებელს მკვრივი კანი და კუნთების მასის ცხიმისაზე უპირატესობა წარმოადგენს. მსგავსი ადამიანები ლიდერის როლს სხვებზე მეტად შეეფერებიან. ისინი პასუხისმგებლობითა და დამოუკიდებლობით გამოირჩევიან.

რაც შეეხება კვებას, მათთვის ოპტიმალური ვეგეტარიანული დიეტაა. თუ სპორტს შევეხებით, ამ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანი ცურვაა. ხოლო მენტალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად კი, ამ ტიპის ქალბატონებისათვის მედიტაციური ტექნიკებია რეკომენდირებული, რათა ყოველდღიური საქმეებისაგან დასვენება და მოდუნება შეძლონ.

2. მოხდენილი ტიპი

მოხდენილი ტიპისათვის დამახასიათებელია კარგი აღნაგობა წვრილი თეძოებითა და არა გამოკვეთილი წელით. უმეტესად მსგავსი ადამიანები საკმაოდ ჩაკეტილები და მგრძნობიარენი არიან.

იმისათვის, რომ სხეულის კარგი აღნაგობა წლობით შეინარჩუნონ, მათთვის რეკომენდირებულია ისეთი საკვების მიღება, რომელიც ნაკლებ ნახშირწყლებს და მეტ ცილას შეიცავს, სასურველია დიდი რაოდენობით ბოსტნეულის მოხმარება. ფიზიკური დატვირთვა კი ლამაზმანებს არა მხოლოდ ფორმების შენარჩუნებაში დაეხმარება, არამედ მათ ფსიქოლოგიურადაც გააძლიერებს.

3. ხელოვანი ტიპი

ხელოვანი ტიპის ფიგურა თანამედროვე სამყაროში იდეალურად ითვლება. მოკლედ რომ ვთქვათ მათი ფიგურა ქვიშის საათს მოგვაგონებს. მსგავსი ტიპის ქალები მეტად აქტიურები და პოზიტიურები არიან.

მათთვის საუკეთესო რაციონი იქნება ის, რომელიც კარგად შეუთავსებს უცხიმო ხორცსა და მწვანე ბოსტნეულს, ასევე ცხიმგამოცლილ რძის პროდუქტებს. ვარჯიშის ამბებში კი საუკეთესო ჯგუფური ვარიანტებია (მაგალითაც, ცეკვა).

4. მადისაღმძვრელი ტიპი

რაც შეეხება მადისაღმძვრელ ტიპს, მათი ფიგურა მსხალს მოგვაგონებს. მათ კარგად გამოხატული წელი, ვიწრო მხრები და მრგვალი თეძოები აქვთ. ამ ტიპის ქალბატონებს უჭირს აგრესიულ ადამიანებთან კონტაქტი, რადგანაც თავად ისინი საკმაოდ მშვიდები და ემოციური არიან.

რეკომენდებული კვება მოიცავს დიდი რაოდენობით ახალ ბოსტნეულსა და ხილს, ხოლო, რაც შეეხება ვარჯიშს, მათთვის საუკეთესო ვარიანტი იოგით დაკავებაა.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე