Home კულინარია შეიძლება თუ არა გაღვივებული კარტოფილის საკვებად მოხმარება?

შეიძლება თუ არა გაღვივებული კარტოფილის საკვებად მოხმარება?

by თ თოქმაძე
262 views

კარტოფილის შენახვამდე აუცილებელია მისი გადახარისხება. კარტოფილი, რომელსაც მწვანე გვერდები აქვს, აუცილებლად უნდა გადაყაროთ. ყველა მიწათმოქმედმა იცის, რომ მსგავსი პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. თუმცა, ზოგიერთი დიასახლისი ფიქრობს, რომ გაღვივებული კარტოფილიც მავნეა ჯანმრთელობისთვის. დროა, სიმართლე გავიგოთ.

მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, ტოქსიკურია თუ არა კარტოფილზე გაჩენილი წანაზარდები ადამიანისთვის? აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, პირველ რიგში, უნდა გავერკვეთ მათი წარმოშობის მიზეზში. საქმე ისაა, რომ კარტოფილი გამწვანებას მაშინ იწყებს და წანაზარდებიც უჩნდება, როცა ის თბილ და ტენიან გარემოში ხვდება. ასეთ პირობებში მცენარე “ფიქრობს”, რომ გაზაფხული მოვიდა და დროა, ზრდა დაიწყოს. თუ კარტოფილს მზეზე დატოვებთ, პროცესი უფრო სწრაფად წარიმართება.

ყოველივე ზემოთ აღწერილი ბუნებრივი ფაქტორების გამო ხდება. ჩვეულებრივ პირობებში კარტოფილი გასაზრდელად აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს ნიადაგიდან იღებს, სხვა შემთხვევაში კი მასზე გაჩენილი წანაზარდები კარტოფილის შიგნით არსებული სასარგებლო ნივთიერებებით იკვებება. დროთა განმავლობაში კარტოფილში არსებული ყველა სასარგებლო ნივთიერება იფიტება და შედეგად კი საკმაოდ ნეგატიური პროცესები იწყება. ამის კარგი მაგალითია, ის რომ გამოფიტული კარტოფილის შიგნით ნივთიერება სოლანინი გროვდება.

სოლანინის მცირე რაოდენობასაც კი შეუძლია ადამიანის მოწამვლა. აღნიშნული ნივთიერების კუჭში დიდი რაოდენობით მოხვედრა ინტოქსიკაციასთან ერთად იწვევს ღებინებას, სპაზმებსა და წვას. მას ასევე შეუძლია ტემპერატურის მატება და თავის ტკივილი გამოიწვიოს. კარტოფილში სოლანინის გამომუშავება მასზე წარმოქმნილ წანაზარდებთან პირდაპირ კავშირში იმყოფება. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ გამწვანებული ან წანაზარდებიანი კარტოფილი ადამიანის ჯანმრთელობისათვის ნამდვილად საფრთხის შემცელია და საჭმლის მომზადებისას უმჯობესია არ გამოიყენოთ.

მოგეწონათ სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებსაც.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე