Home კულინარია შემწვარი ხორცის ბოშური რეცეპტი კარტოფილითა და კვახით

შემწვარი ხორცის ბოშური რეცეპტი კარტოფილითა და კვახით

by თ თოქმაძე
10 views

რეცეპტი მათთვის, ვინც უგემური დიეტებით დაიღალა: შემწვარი ხორცი კარტოფილითა და გოგრით.

ინგრედიენტები

  • 600 გ ხორცი
  • 0,5 კგ გასუფთავებული კარტოფილი
  • 200 გ ხახვი
  • 0,5 კგ გოგრა
  • 4-5 ს.კ. მცენაურელი ზეთი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. წიწაკა
  • 0,5 ჩ.კ. შავი პილპილი
  • 2 კბილი ნიორი (ბოლოს დაუმატეთ)

მომზადების წესი

1. კარგი ვარიანტია სტეიკის გამოყენება. დაჭერით ის მსხვილ ნაჭრებად, ნაჭრის სისქე დაახლოებით 1სმ უნდა იყოს, შემდეგ კი ორივე მხრიდან შეწვით, ცალ მხარეს დაახლოებით 5წუთი დასჭირდება. შეგიძლიათ ოდნავ დაამარილოთ და მცირეოდენი წიწაკა მოაყაროთ.

2. ტაფაზე ზეთი დაასხით და კარგად გაახურეთ. ტაფაზე ცივ ხორცს ნუ დადებთ, ეს ხელს შეგიშლით გაიგოთ თუ როდის უნდა დააბრუნოთ, თან ამასთანავე შეიძლება ხორცი ნაკლებ წვნიანი გამოვიდეს.

3. დაჭერით ხახვი რკალის ფორმაზე, შემდეგ გოგრა ისე, რომ ნაჭრის სისქე 1სმ იყოს. კარტოფილის დაჭრა უფრო მსხვილ ნაჭრებადაც შეგიძლიათ.

4. როცა ხორცი ორივე მხრიდან შეიწვება, გადადეთ ტაფიდან და მის ადგილას კარტოფილი და გოგრა დაყარეთ. შეგიძლიათ ისინი ერთმანეთს წინასწარ შეურიოთ. ტაფიდან ცხიმს ნუ მოაშორებთ. კარტოფილსა და გოგრას 2-3წუთში ერთხელ მოურიეთ. მათ მოსამზადებლად ჯამში დაახლოებით 10წუთი დაგჭირდებათ.

5. შემდეგ ტაფაზე დაამატეთ სუნელები, მარილი და ხახვი. განაგრძეთ მორევა და ყურადღება მიაქციეთ, რომ ტაფამ რაიმე არ მიიკრას. შემდეგ ტაფას 10წუთით თავსახური დააფარეთ და ცეცხლს ჩაუწიეთ.

6. აუცილებლად დარწმუნდით, რომ კარტოფილი გამზადდა. თუ შეწვა აკლია, ტაფას სახურავი კვლავ დააფარეთ 2-3წუთით, წესით უნდა ეყოს. კვლავ მოურიეთ და ზემოდან ხორცი დაადეთ და 5წუთი დაინიშნეთ. ნიორის დამატება არ დაგავიწყდეთ!

რედაქციისაგან

გირჩევდით მომზადებული კერძი მწვანილით შეკაზმოთ, რათა უფრო გემრიელი გამოვიდეს. კომენტარებში დატოვეთ თქვენი აზრით თუ როგორ შეიძლება ამ არაჩვეულებრივი რეცეპტის კიდევ უფრო გაუმჯობესება.

შემწვარი ხორცი კარტოფილითა და გოგრით მსუყე კერძია. თუ გოგრა ხელთ არ გაქვთ, შეგიძლიათ სტაფილოთი ჩაანაცვლოთ. გემრიელად მიირთვით!

 

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე