Home კულინარია 6 საყვარელი დესერტი, რომლებშიც კალორიებს შეამცირებთ, გემოს კი არ შეცვლით

6 საყვარელი დესერტი, რომლებშიც კალორიებს შეამცირებთ, გემოს კი არ შეცვლით

by თ თოქმაძე
9 views

უხასიათოდ ყოფნისას, არაერთი ჩვენთაგანი მაშინვე მაღაზიაში ტკბილეულის შესაძენად მიემართება. შოკოლადის ფილა, ნაყინი, ნაპოლეონის ნაჭერი მოხარშული კრემით პრობლემებს მეორე პლანზე გადაწევს და პრობლემაზე განსხვავებული თვალით შეხედვაში დაგეხმარებათ. თუმცა შედეგად ყველა ეს ნუგბარი წელისა და თეძოს მიდამოებში კვალს ტოვებს. დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ თუ როგორ შეამციროთ გემრიელობებში კალორიულობის რაოდენობა, რათა საკუთარი თავის შეზღუდვა არ მოგიწიოთ.

დესერტი 1: ტორტი კრემით

ნებისმიერი ტორტის კალორიულობა შემცირდება თუ ნაღების კრემს ავოკადოთი ჩაანაცვლებთ. თუ მწვანე ფერი არ მოგწონთ, შეგიძლიათ კაკაო ჩაამატოთ და მცირეოდენი გოგრა. თქვენი მიზანი – მუქი შოკოლადის ფერია? ამ შემთხვევაში დამხმარედ ძლიერი ყავა მოგევლინებათ, რომელიც კაკაოს უნდა შეურიოთ.

ნაღების კიდევ ერთი ალტერნატივა თეთრი ყველია. მისი გამოყენების შემთხვევაში არა მხოლოდ კალორიულობას შეამცირებთ, არამედ შეძლებთ სტანდარტული რეცეპტის შენარჩუნებას. მათთვის, ვინც მკაცრ დიეტაზეა ან ვეგეტარიანელია, შესაძლოა მოეწონოს ტორტი ვაშლით, ყაბაყითა და სტაფილოს პიურეთი, რომლითაც ასევე შეგიძლიათ ზეთი ჩაანაცვლოთ.

დესერტი 2: შოკოლადი

ბედნიერების ჰორმონზე ფიქრისას პირველი, რაც გვახსენდება შოკოლადია. სამწუხაროდ, ის სიამოვნება, რასაც შოკოლადის ფილის მირთმევისას ვიღებთ, რამოდენიმე თვეში იმედგაცრუებად გადაიქცევა, რადგანაც თეძოების არეში ზედმეტი კილოგრამები დაგროვდება. მსგავსი შედეგი სავსებით რეკომენდირებულია – შოკოლადის 100გრამზე 500კალორია მოდის. გთავაზობთ შემდეგი ხრიკი გამოიყენოთ: გაადნეთ მცირეოდენი შოკოლადი და ხილზე მოასხით. ნუგბარი განსაკუთრებით უხდება ბანანსა და ანანასს, ასევე ზოგს მოსწონს ატამთან, ფორთოხალთან და ვაშლთან კომბინაცია. ასეთი დესერტისგან სიამოვნებას ნამდვილად მიიღებთ, კალორიულობა კი 500-ის ნაცვლად 70-80 იქნება.

დესერტი 3: პიროგები

ეს დესერტი განსაკუთრებით პოპულარული შემოდგომით ხდება, როცავაშლის მოსავალი მოდის. შარლოტას არაერთი რეცეპტი არსებობს, თუმცა შაქარი ყველა მათგანში ფიგურირებს. ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს იმისა თუ როგორ მოიშოროთ შაქრის ბომბა. პირველ რიგში შეგიძლიათ თავად შაქრის რაოდენობა მესამედამდე შეამციროთ, გემოზე ეს ცვლილება არ აისახება. დაუშვათ თუ 150გრამის მაგიერ 50გრამს გამოიყენებთ, 400კალორიით ნაკლები გამოვა.

ასევე ალტერნატივად შეგიძლიათ ლერწმის შაქარი ან საბავშვო ვაშლის პიურე გამოიყენოთ, რომელშიც დაახლოებით 70კალორიაა. არსებობს კიდევ რამოდენიმე შაქრის შემცვლელი ვარიანტი: თაფლი, ნეკერჩხლის სიროპი.

ყურადღება გაამახვილეთ: დამატკბობელების გამოყენებით შეძლებთ დესერტის კალორიულობის შემცირებას და ამასთანავე მისი გემოს შენარჩუნებას. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შაქარმა შეიძლება დესერტის ტექსტურა შეცვალოს.

დესერტი 4: მაფინი

ბევრს მაფინი არა მხოლოდ უმშვენიერესი გემოს, არამედ შიგთავსთა მრავალფეროვნებისა და მარტივად მომზადების გამოც იზიდავს. ერთი კექსი ხასიათსაც აუმჯობესებს და დანაყრების შეგრძნებას იძლევა. განსაკუთრებით ეს დესერტი სტუმრებს მოსწონთ! იმისათვის, რომ მერე ოჯახის წევრებმა და სტუმრებმა არ იწუწუნონ, რომ წონაში მოიმატეს, მაფინები შემდეგი რეცეპტით მოამზადეთ: არაჟნის ნაცვლად, რომელშიც დაახლოებით 190კალორიაა, გამოიყენეთ უცხიმო იოგურტი, რომლის კალორიულობაც ორჯერ ნაკლებია.

ასევე ცომში შესაძლებელია ნაკლები ფქვილის ჩამატება, რაოდენობის უმეტესობა შეგიძლიათ შვრიის ფაფითა და სახამებლით ჩაანაცვლოთ. ამ მეთოდს ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდნენ და დღევანდელობაშიც აქტუალურია. სიმინდის სახამებელი კალორიულობით ფქვილისნაირია, თუმცა კონსისტენციიდან გამომდინარე ის ნაკლები რაოდენობითაა საჭირო. ასე მაგალითად, 100გ ფქვილის ჩანაცვლება 60გ სახამებლით შეიძლება, რითაც კალორიულობა 150კალორიით შემცირდება.

დესერტი 5: პეროგი

რა შედის კლასიკური პეროგის შემადგენლობაში? ფქვილი, კვერცხი, შაქარი, მარილი, ზოგჯერ რძე და კარაქი, ხოლო შიგთავსისათვის კი მურაბა გამოიყენება. როგორც ხედავთ, ერთ რეცეპტში თავს ყველაზე კალორიული ინგრედიენტები იყრის. მართალია შედეგად მიღებული გემო ყველა ჩვენს მოლოდინს აჭარბებს, თუმცა გასუქებაც გვაშინებს. ამიტომაც ტრადიციული და კარორიული ვარიანტის ნაცვლად, ჩვენ გთავაზობთ სწრაფი და დიეტური პეროგის რეცეპტს.

ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ თხილი, კაკაოს ფხვნილი, ცოტაოდენი მარილი, მშრალი ხილი, ფინიკი და თაფლი, პროდუქტები ბლენდერში მოათავსეთ დაა იქამდე თქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასად არ გადაიქცევა. მიღებული მასა გასამაგრებლად მაცივარში 20-30წუთით მოათავსეთ. პარარელურ რეჟიმში საჭიროა მინანქარი მოამზადოთ, ამისათვის უნდა გამოიყენოთ წყალში დამბალი ფინიკი, ავოკადო, კაკაო, თაფლი, ზეითუნის ზეთი. როცა პეროგის ფუძე გამაგრდება, ის მინანქრით უნდა დაფაროთ და შემდეგ კვლავ მაცივარში რამოდენიმე საათით მოათავსოთ. არანაირი გამოცხობა! შედეგად გამოდის არაჩვეულებრივად გემრიელი და სასარგებლო დესერტი.

დესერტი 6: ჩიზქეიქი

ჰაეროვანი და აღმაფრთოვანებელი ჩიზქეიქი უდაო პოპულარულობით სარგებლობს. დღესდღეობით იგი რესპორნებში ყველაზე მოთხოვნადი დესერტია, ამასთანავე მას დიასახლისებიც ხშირად ამზადებენ. სამწუხაროდ მისი კალორიულობა 100გრამზე 320კალორიას შეადგენს. თუ გსურთ, რომ ეს ციფრი ორჯერ შემცირდეს, ფხვიერი ძირის არა ორცხობილას, კარაქის, ფქვილისა და არაჟნის დახმარებით მოამზადეთ, არამედ უფრო დაბალკალორიული პროდუქტები გამოიყენეთ: შვრიის ფაფა, კეფირი, კვერხი და ნებისმიერი შაქრის შემცვლელი, რომელიც თქვენს გემოვნებაში ჯდება.

რაც შეეხება ზედა ფენას, აქ ნაღების ყველის მაგიერ გამოიყენეთ უცხიმო ხაჭო. ის ნატურალურ იოგურტს, კვერცხსა და ნებისმიერ შაქრის შემცვლელს უნდა შეურიოთ. მსგავსი დესერტის პორცია საშუალოდ 150-160კალორიას შეიცავდეს იქნება.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე