Home კულინარია უგემრიელესი ტორტის რეცეპტი, ცხობის გარეშე

უგემრიელესი ტორტის რეცეპტი, ცხობის გარეშე

by თ თოქმაძე
20 views

პეროგები და ტორტები, რომელთა რეცეპტი თაფლაკვერისას წააგავს, მეტად პოპულარულია. თუმცა თაფლაკვერის კლასიკური რეცეპტიც კი დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ინგრედიენტებიც ბლომადაა საჭირო. უმეტესობას დროის ამბავში ნაკლებად სცალია, ასე რომ გასაკვირი სავსებით არაა, რომ უფრო მარტივ რეცეპტებს ვეძებთ და თან ისე, რომ გემოს ხარისხი შენარჩუნებული იქნას. მაგალითად, ორცხობილასგან დამზადებული ტორტი დიდ დროს არ მოითხოვს, იგნრედიენტებზეც ეკონომიის გაკეთებასაც მოახერხებთ.

ორცხობილების ტორტი

მსგავსი პეროგის მომზადება ფაქტიურად ყოველ კვირას შეგიძლიათ. მისი სამსახურში წაღება თუ ბავშვისთვის სკოლაში გატანებაც მარტივია. ან კიდევ საღამოს სერიალის ყურებისას საკუთარი თავის განებივრება. მოდით მისი მომზადების ამბავში გავერკვეთ.

ინგრედიენტები

  • 250გ ორცხობილა
  • 100გ კარაქი
  • 900გ იოგურტი
  • 4ჩ.კ. თაფლი
  • 1ც ლიმონი
  • 400გ მოცხარის მურაბა
  • 3გ ჟელატინი

მომზადების წესი

1. ჩვენი პეროგის საფუძველი დაფშვინილი ორცხობილაა. ის შეგიძლიათ ბლენდერში დააქუცმაცოთ. ასევე შეგიძლიათ სქელი ცელოფანი გამოიყენოთ და ორცხობილა გამაბრტყელებით დაფშვნათ. ამ ძველებულ მეთოდს ჯერ არასდროს უღალატია.

2. ჟელატინი წყალში უნდა გახსნათ და ორთქლზე გაადნოთ. როცა გაფუვდება, შეგიძლით ჯემი თამამად შეურიოთ.

3. ოთრქლზე უნდა გაალღვოთ კარაქი. ის ორცხობილას უნდა დაუმატოთ. კარგად შეურიეთ და ნაწილი გამოსაცხობი ფორმის ძირზე წაუსვით. ზედაპირის გასასწორებლად კოვზი ან ფინჯანი გამოიყენეთ.

4. მეორე ფენად იოგურტი გამოიყენება. ის თაფლთან უნდა შეურიოთ. მასშივე უნდა ჩაამატოთ 1ც ლიმონის ცედრა. მიღებული კრემის ნახევარი პეროგის პირველ ფენაზე წაუსვით. ზემოდან კი კარაქიანი ორცხობილას მეორე ფენა გააკეთეთ და კრემის მორჩენილი ნაწილი კი მასზე გადაუსვით. ზედა ფენა აკურატულად გაასწორეთ.

5. ახლა შეგიძლიათ პეროგი 2საათით მაცივარში მოათავსოთ. მთელი ღამითაც თუ დატოვებთ, პირიქით უკეთესი იქნება. გემრიელად მიირთვით!

მოცხარის ჯემის ჩანაცვლება სხვა ალტერნატივითაც შეგიძლიათ. პეროგი აბსოლუტურად განსხვავებულ გემოს შეიძენს! კერძი ძალიან ლამაზად გამოიყუება, ასე რომ მისი სადღესასწაულო სუფრაზე მიტანაც სავსებით შესაძლებელია. სტუმრებს ნამდვილად მოეწონებათ!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე