Home ჯანმრთელობა მეცნიერებმა 14 ტიპის პირბადე ერთმანეთს შეადარეს და საუკეთესო აირჩიეს

მეცნიერებმა 14 ტიპის პირბადე ერთმანეთს შეადარეს და საუკეთესო აირჩიეს

by თ თოქმაძე
45 views

რომელი პირბადე იცავს უკეთ

ითვლება, რომ პირბადის ტარების შემთხვევაში ვირუსის ნაწილაკების გავრცელების არეალი საგრძნობლად მცირდება. თუმცა, თავდაცვისათვის გამოყენებულ საშუალებათა უმეტესობა პრაქტიკაში გამოცდილი არაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ეფექტურობაზე მხოლოდ ვარაუდს თუ გამოვთქვამთ.

შეერთებულ შტატებში, დუკის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ გამოქვეყნებული კვლევა ამერიკის მეცნიერების განვითარების ასოციაციაში, მიზნად სიტუაციას გამოსწორებას ისახავდა.

ემა ფიშერმა და მისმა კოლეგებმა მოიფიქრეს 14სახეობის ნიღბის შემოწმების სწრაფი და იაფი მეთოდი. ამისათვის გამოიყენეს მუყაოს ყუთი, საიზოლაციო ლენტი, ოპტიკური ლაზერი და ობიექტივი.

ექსპერიმენტის სქემა მარტივია: ოპერატორი ირგებს ნიღაბს და ბნელ ოთახში გაფართოებული ლაზერული სხივის მიმართულებით საუბრობს. წვეთები ლაზერული სხივის გასწვრივ მოძრაობს და შუქს ანაწილებს, რასაც კამერა აფიქსირებს.

“ჩვენ დავამტკიცეთ, რომ, როცა ადამიანები საუბრობენ, ისინი პატარა წვეთებს ისვრიან. ასე, რომ დაავადება საუბრის დროსაც შეიძლება გავრცელდეს, ხველისა და ცემინების გარეშე.” – გვიყვება ფიშერი – “ჩვენ, აგრეთვე, დავადგინეთ, რომ პირბადის ზოგი სახეობა გამოყოფილ ნაწილაკებს სხვებზე უკეთ ბლოკავს.”

ეფექტური ნიღბების რეიტინგი

1. პირველი ადგილზე, როგორც ველოდით, რესპირატორული ნიღაბი N95 გავიდა, რომელსაც სარქველი არ აქვს. ის მიკროწვეთების მხოლოდ 0,1% პროცენტს ატარებს.

მისი სარქველიანი ვარიანტი ტოპ საუკეთესოში ვერ მოხვდა. ფიშერი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი პირბადეები მფლობელს კარგად იცავს, თუმცა, სარქველიდან გამოსული ჰაერის ნაკადი გარშემომყოფებისათვის სახიფათოა.

2. მეორე ადგილი ერთჯერადმა სამედიცინო ნიღაბმა დაიკავა.

3. მესამეზე კი რამოდენიმე ფენისგან დამზადებული ბამბის ნიღაბი გავიდა, რომელიც მიკროელემენტების მხოლოდ 8%-ს ატარებს.

ყველაზე ცუდი პირბადეები

1. თვითნაკეთ ნიღაბთა უმეტესობა ეფექტურით განსხვავდება. პრინციპში ეს გასაკვირიც არაა თუ მათი დამზადებისას გამოყენებულ მასალასა და ტექნიკას გავითვალისწინებთ.

2. ბენდენები და ნაქსოვი ნიღები პრაქტიკულად უსარგებლოა, რადგანაც მიკროელემენტთა 50%-ს თავისუფლად ატარებს.

3. ყველაზე ცუდი შედეგი კი მრავალფუნქციურმა BUFF-ის სახვევებმა გამოავლინეს, რომელიც ქსოვილისაგან დამზადებულ მილს ჰგავს და განსაკუთრებით პოპულარული სპორტცმენებსა და ტურისტებს შორისაა.

თავდაცვის მსგავსი საშუალება ინფექცირების რისკს პირიქით ზრდის(105%). გამოკვლევის ავტორთა მტკიცებით “მსგავსი საყელოს შემთხვევაში, წვეთების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია, ვიდრე მაშინ, როდესაც ადამიანს ნიღაბი საერთოდ არ უკეთია.”

ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ ტიპის მასალა მსხვილ წვეთებს წვრილებად შლის და შესაბამისად ისინი უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, რადგანაც ჰაერში გაჩერება უფრო დიდხანს შეუძლიათ. უმეტესობა ფიქრობს, რომ სულ არაფერს, რაიმე სახის პირბადე მაინც სჯობს, თუმცა როგორც კვლევებმა აჩვენა, ამ წესიდან გამონაკლისებიც არსებობს.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე