7 პროდუქტი, რომლებსაც ისე კარგად აყალბებენ, ნამდვილისგან ძლივს გაარჩევთ

by თ თოქმაძე
19 views

თანამედროვე ადამიანთა უმეტესობა სურს, რომ სუფრაზე მხოლოდ ყველაზე სასარგებლო და ნატურალური პროდუქტები მოხვდეს. სუპერმარკეტებში საკვებ პროდუქტთა დიდი არჩევანია, თუმცა ყველა მათგანი ხარისხიანი და ნატურალური სამწუხაროდ არაა. მათი უმეტესობა გადამუშავების ხანგრძლივ გზას გადის, რათა შედეგაც შენახვის ვადა გაიზარდოს, გემო კი უფრო მკვეთრი გახდეს. ის პროდუქციაც კი, რომელზეც მითითებულია, რომ სრულიად ნატურალურია, რეალურად ასეთი არაა.

1. ყავა

შეწვამდე ყავა გემოს გასაუმჯობესებლად ფერმენტაციას გადის და ასევე ხდება მისი მარცვლების ზოგიერთი ფენის მოცილება. Forbes-ის მიხედვით, მომხმარებელი ყავის მიმართ რაც უფრო მომთხოვნი ხდება, მით უფრო მეტად ხდება მისი მარცვლების დამუშავება. ფერმენტაციის პროცესი მიმდინარეობს ყავის გემოსა და სიმძაფრის გასაძლიერებლად. არსებობს ე.წ.ნატურალური ყავა, მას უბრალოდ გასაშრობად ტოვებენ, შემდეგ კი ექსპორტზე აგზავნიან. ეს ბრაზილიული ყავაა. მაგრამ გარეცხილი და დამუშავებული ყავის ფერმენტიზაცია ერთ კვირას გრძელდება და ის მხოლოდ მოჩვენებით ბუნებრიობას ინარჩუნებს. ასე რომ სავსებით შესაძლებელია ის, რომ ყავის ის მარცვლები, რომელსაც მოიხმართ, სინთეტიკური კოფეინით იყოს გაჯერებული. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ მწარმოებლებს არ აქვთ ამ ინფორმაციის შეფუთვაზე მითითების ვალდებულება.

2. რძე

რასაკვირველია, რძის დიდხანს შენახვისათვის საჭიროა მისი დამუშავება და პასტერიზაცია, რათა ის მოხმარებისათვის უსაფრთო გახდეს. თუმცა ცვლილებების შედეგაც ნატურალური პროდუქტისაგან ფაქტიურად არაფერი დარჩება. მას შემდეგ, რაც რძე რძის გადამამუშავებელ ქარხანაში შედის, ყველა სახის რძისთვის, თუნდაც ის, რომელსაც ყველის ან იოგურტის დასამზადებლად გამოიყენება, სეპერატორს იყენებენ. ეს პროცედურა რძეს აშორებს ზედმეტ კომპონენტებს, ნალექსა და ცხიმს. შედეგად რძე უცხიმო ხდება, შემდგომ კი მას საჭირო რაოდენობის ცხიმი ემატება, რაც სამომავლო შეფუთვაზე მითითებულ ცხიმის რაოდენობაზეა დამოკიდებული.

ნატურალურ რძეში ცხიმის რაოდენობა ძლიერ ვარირებს და ის შემდეგ ფაქტორებზეა დამოკიდებული: წელიწადის დროზე, კლიმატზე, ძროხის საკვებსა და თავად ძროხის სახეობაზე, რომლისგანაც ის იქნა მიღებული. პროდუქტიდან მთელი ცხიმის მოშორება და შემდეგ მისი საჭირო რაოდენობით დაბრუნება არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ერთგვაროვანი პროდუქტის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

3. თაფლი

თაფლი მეტად სასარგებლო და გემრიელი პროდუქტია, რომელიც ორგანიზმს აჯანსაღებს და იმუნიტეტს აძლიერებს. უმეტესად მაღაზიაში არა ნატურალური, არამედ გადამუშავებული თაფლი ხვდება. პროდუქტთა უმეტესობა ფიჭას არ შეიცავს. გარდა ამისა ზოგი მწარმოებელი თაფლში შაქრის სიროფს ამატებს, რათა მისი მოცულობა გაიზარდოს და მეტი მოგება მიიღოს. იმისათვის, რომ ნამდვილად ნატურალური პროდუქტი მიიღოთ, საჭიროა თაფლის შემადგენლობა დეტალურად შეისწავლოთ ან კიდევ მეფუტკრისაგან შეიძინოთ.

4. ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთი მეტად პოპულარული პროდუქტია, ამიტომაც ზოგჯერ მისი ფასი მეტად გაზრდილია. Forbes-ის თანახმად, ზეითუნის ზეთი წლების მანძილზე ყველაზე ხშირად ფარსიფიცირებული პროდუქტი იყო, უკიდურესს შემთხვევაში 1980წლის შემდეგ მაინც. Oliver Center-ის 2011წელს ჩატარებული კვლევის თანახმად გამოვლიდა, რომ ბრენდების უმეტესობის მიერ წარმოებულ პროდუქტთა საერთო რაოდენობის 73% ნატურალური არაა. 2014წელს იტალიაში ჩამორთმეული იქნა 95სახეობის ყალბი ზეითუნის ზეთი. ძირითადად ზეითუნის ზეთის ნაცვლად იყიდება ჩვეულებრივი რაფინირებული ან სხვა დაბალი ხარისხის ზეთი, რომელსაც მცირე რაოდენობით აქვს შერეული ზეითუნის ზეთი. ასევე ნატურალურ პროდუქტში ლოგიკურია არ შეიძლება ისეთი დანამატების გამოყენება, როგორიცაა ცვილი, სტეროლი და სპირტი.

5. შაქარი

ნატურალური შაქარი ბოსტნეულისა და ხილის შემადგენლობაში შედის. მასთან ერთად ორგანიზმში ხვდება ვიტამინები და ბოჭკოები, რომლის წყალობითაც შაქარი გაცილებით სწრაფად და უკეთ შეიწოვება. რაფინირებული შაქარი მიუხედავად იმისა, რომ ნატურალური პროდუქტისაგან მიიღება, შაქრის ჭარხალი და ლერწამი არა მხოლოდ ღრმა გადამუშავებას ექვემდებარება, არამედ ფრუქტოზასა და გლუკოზის სამრეწველო ვარიანტს წარმოდგენს, მოპოვებული და კომბინირებული საქაროზას წარმოქმნით. ეს სავსებით სხვა პროდუქტია, რომლის ნატურალურად ჩათვლა ძალიან რთულია, ამიტომაც ორგანიზმი მასზე განსხვავებულად და არაბუნებრივად რეაგირებს.

6. მაწონი

ჟურნალ Los Angeles Magazine-ის მიხედვით, მაწვნის ინდუსტრია უზარმაზარი უფსკრულია, რომელშიც მრავალი კომპანია ერთმანეთს კონკურენციას უწევს, თუ რომელი შეძლებს უფრო კარგი შენარევის, გემოსა და სახელის მოფიქრებას. რასაკვირველია, არსებობს კლასიკური ბერძნული იოგურტი, თუმცა მის გარდა ვხვდებით ფერმის, უცხიმოს, ისლანდიურსა და კიდევ ბევრ ვარიანტს, ყველა საკუთარი თავისთვის მისთვის უფრო შესაფერისს ირჩევს. ამასთანავე ყველა იოგურტი ერთნაირად გაკეთებული არაა, ზოგიერთი მათგანი დანარჩენთან შედარებით უფრო ნატურალურია. საბედნიეროდ არსებობს რამოდენიმე ხრიკი, რომელიც შესაფერისი პროდუქტის შერჩევაში დაგეხმარებათ. პირველ რიგში საჭიროა იოგურტში ფრუქტოზას მაღალი შემცველობის სიმინდის სიროფის, ხელოვნური არომატიზატორებისა და საღებავების შემოწმება. თუ ისინი შემადგენლობაშია, იოგურტი აშკარად არანატურალურია. უცხიმო იოგურტიც არაა სასარგებლო პროდუქტი. უმჯობესია ყოველთვის ჩვეულებრივი იოგურტი შეარჩიოთ, ის უცხიმოსთან შედარებით ორგანიზმისთვის სასარგებლო მაინცაა.

სასარგებლო ინფორმაცია: უცხიმო იოგურტში მწარმოებლები ამატებენ დიდი რაოდენობით შაქარსა და ნაკლებ ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა ცილა და ვიტამინები.

7. ატამი

ამ პროდუქტის ყველა სახეობა, რომელიც ბაზარზეა, ნატურალურად არაა მიღებული. ჯეიმს კენედიმ, ავსტრალიის ჰეილებერის ინსტიტუტის ქიმიის პროფესორმა შეისწავლა ზუსტად რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ატამი, რომ ის 100%-ით ბუნებრივად ჩაითვალოს. ატმის ნატურალური შინაური სახეობა მხოლოდ სამი სახის არსებობდა და ყველა მათგანი ჩინეთში იქნა აღმოჩენილი. ჩვ.წ. 4ათასი წლის წინ ჩინელმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობაში ატმის მოყვანა დაიწყეს, ამისათვის ისინი ყველაზე დიდი ზომისა და ტკბილ ნაყოფიან ხეებს აგროვებდნენ. სრულიად ნატურალური ატმის მხოლოდ 64% გამოდგება საკვებად, მაშინ როცა თანამედროვე ატმის 90% იჭმევა. დროთა განმავლობაში სელექციის მეთოდის გამოყენებით 200-ზე მეტი სახეობის ატამი იქნა გამოყვანილი, რომლებიც გემოთი, წვენითა და ზომით ნატურალურზე უკეთესი გამოვიდა.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე