6 პროდუქტი, რომლებიც სასარგებლო არაა. (არადა ყველა მათზე ლაპარაკობს)

by თ თოქმაძე
25 views

ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებს კვების საკითხისათვის გვერდის ჩავლა უბრალოდ არ შეუძლიათ, ინტერნეტ სივრცეში კი ასეულობით რეცეპტი მოიპოვება, სადაც მითითებულია, რომ სწორედ ეს კერძი ყველაზე სწორი ინგრედიენტებისგან შედგება. თუმცა ყოველივე ესე სწორხაზოვნად არაა: პროდუქტები, რომლებიც თავისი განსაზღვრებით სასარგებლო უნდა იყოს, უმეტესობა მათგანმა ეს სტატუსი სხვადასხვა მიზეზით დაკარგა. წარმოების ტექნოლოგიების რღვევა, მარკეტინგული ხრიკები ან უბრალოდ დრო – ყოველივე ეს კი პროდუქტის ხარისხზე ნამდვილად აისახება და მათი საკვებში გამოყენება ორგანიზმისთვის დამატებითი სარგებლის მომტანი ვეღარ იქნება. თქვენი ყურადღება 6 სახეობის პროდუქტისაკენ უნდა მივმართოთ, რომლებსაც დღესდღეობით “სასარგებლოს” რთულად თუ ვუწოდებთ.

1. ორაგული

ლამაზად დაჭრილი წითელი ორაგულისა და კალმახის სტეიკები, რომლებსაც თითოეული ჩვენთაგანი მაღაზიის თაროებზე ათვალიერებს, სინამდვილეში შეიძლება ჩვენთვის ასე საჭირო ომეგა-3-ს საერთოდ არ შეიცავდეს. საქმე იმაშია, რომ ამ ტიპის თევზი ძირითადად ფერმის პირობებში გამოყავთ, სადაც მათ უმეტესად მარცვეულით კვებავენ. ბუნებრივ პირობებში გამოზრდილი ორაგული წესისამებრ უფრო ძვირი ღირს, ამიტომაც მისი შოვნა არც ისე მარტივია. უმეტესად, მაქსიმალური სარგებელი, რაც მაღაზიაში ნაყიდი თევზისგან შეიძლება მიიღოთ არის მხოლოდ ის, რომ ის დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს.

რჩევა რედაქციისაგან: დიდი სიფრთხილით უნდა შეიძინოთ დიდი ზომის თევზის სახეობები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა თინუსი. სამწუხაროდ, რაც უფრო დიდხანს ცხოვრობს თევზი ოკეანეში, რომელსაც დღესდღეობით ეკოლოგიურად სუფთას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, მასში მით უფრო იზრდება მასში მძიმე მეტალისა და სხვა ტოქსინების კონცენტრაცია. ამ კუთხით ყველაზე უსაფრთო შემდეგი თევზის სახეობებია: სკუმბრია, კაპელინი და სარდინები.

2. დანამატები ომეგა-3-ით

დღესდღეობით ონლაინ მაღაზიები გადატვირთულია სხვადასხვა დიეტური ბიოდანამატებით, მაგრამ მათ შორის პოპულარულობით ნაკლებად სარგებლობს ომეგა-3-ის შემცველი პროდუქტები. თევზის ქონი, რომელიც ამ ნივთიერების ყველაზე ხელმისაწვდომი წყაროა, წარმოების დროს სინათლესთან ურთიერთქმედებს, შედეგად კი იჟანგება, ეს კი იწვევს იმას, რომ იგი სასარგებლო ნივთიერებებიდან სრულიად იცლება. ამიტომაც უმჯობესია არჩევანი ჩვეულებრივ, თუმცა აუცილებლად ხარისხიან თევზზე შეაჩეროთ. ომეგა-3-ის პირველწყარო ყოველთვის უკეთესია ვიდრე რაღაც გადამუშავებული დანამატი.

3. სპორტული კვება

ბოლო წლებში სპორტული კვება ფიტნესს დარბაზებს იქითაც პოპულარული გახდა, თუმცა ამ ტიპის პროდუქტის შესახებ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი უნდა იცოდეთ. პირველ რიგში, სპორტული კვების რაობა: რაფინირებული სამრეწველო პროდუქტი, რომლის მთავარი ამოცანა ორგანიზმში ინსულინის მკვეთრი მომატებაა – ასე ეს პროდუქტები კუნთხების ზრდას ასტიმულირებენ. თუ ახალგაზრდა ჯანმრთელი ბიჭი ან გოგონა, რომელსაც აქვს ინსულინისადმი კარგი მგრძნობელობა, ასეთ საკვებს მიიღებს, ეს ნამდვილად გამოიწვევს კუნთების მომატებას, მაგრამ ჭარბწონიანი ან მეტაბოლიზმის პრობლემების მქონე ადამიანთა შემთხვევაში, ის მხოლოდ ზიანის მომტანი გახდება.

გარდა ამისა, დღესდღეობით სპორტულ საკვებად წოდებული ყველა პროდუქტი სასარგებლო არაა. მწარმოებლებს პროდუქტში შეიძლება დაამატონ არა მხოლოდ ის ინგრედიენტები, რომლებიც ცალსახად უსარგებლონი არიან წონის დაკლების საკითხსა და კუნთოვანი მასის ზრდისათვის, არამედ ისეთებიც, რომელთა გამოყენებამაც შესაძლოა არაერთი უსიამოვნო მოვლენა გამოიწვიოს: ინსულინისადმი მდგრადობა, მომატებული მადა და ზედმეტი წონა. ამიტომაც ამა თუ იმ პროდუქტის ყიდვის წინ აუცილებელია მისი შემადგენლობა დეტალურად შეისწავლოთ.

4. მწვანილი

გაგიკვირდებათ, მაგრამ მწვანილის შემთხვევაშიც ყოველივე ისე ერთგვაროვნად არაა, როგორც წარმოგედგინათ. უდაოა, მწვანილი ბოჭკოების კარგი წყაროა და ვერც იმას ვუარყოფთ, რომ მას განსაკუთრებულად სასარგებლოდ მასში არსებული მაგნიუმი აქცევს. აი სწორედ აქ ჩნდება პრობლემები. საქმე იმაშია, რომ დღესდღეობით მწვანილი ხშირად ჰიდროპონიკაში მოჰყავთ, რის გამოც ის პრაქტიკულად მაგნიუმით გამდიდრებული საერთოდ არაა, ამიტომაც შესაბამისად ოხრახუშსა და კამაში მისი რაოდენობა ბევრად მცირეა, ვიდრე უნდა იყოს. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ მსგავსი მწვანილის მოხმარება მაინც ღირს, რადგანაც ის ბოჭკოთა რაოდენობას კვლავინდებურად ინარჩუნებს.

5. ჭვავის პური

სამართლიანია აღინიშნოს ისიც, რომ სხვა სახეობებზე მეტად სწორედ ამ ტიპის პური ჯობს. თუმცა, სანამ მაღაზიაში არჩევანს ჭვავის პურზე შეაჩერებდით, უნდა გაითვალისწინოთ ის რომ ხომ არ გაქვთ გლუტენის აუტანლობის პრობლემა. მაგრამ თუნდაც ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში იყოს, ჯერ კიდევ ძნელია დარწმუნება იმაში, რომ მისი წარმოებისას ტექნოლოგიური პროცესი სწორად წარიმართა. ამიტომაც საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების ხარისხიანი პურით უზრუნველყოფისათვის საუკეთესო ხერხი მისი საკუთარი ხელით მომზადებაა. საბედნიეროდ, პურის გამოცხობისათვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც ყველა დიასახლისის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას შეძლებს, ბაზარზე საკმაოდაა წარმოდგენილი.

ჭვავის პურის კიდევ ერთი მნიშნველოვანი ასპექტი მისი რკინით გამდიდრებაა. საქმე იმაშია, რომ მის შემადგენლობაში არ შედის ის რკინა, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვისაა საჭირო. მეტიც, მისგან შეიძლება ღვიძლისა და ნაწლავის მიკროფლორაც კი დაირღვეს. ამიტომაც თუ გჭირდებათ ორგანიზმში რკინის ბალანსის შენარჩუნება, ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია წითელი ხორცისა და სუბპროდუქტების გამოყენება.

6. სმუზი

რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, ზედმეტად დიდი რაოდენობით ხილი და განსაკუთრებით სმუზი არც ისე სასარგებლოა, როგორც გგონიათ. საქმე იმაშია, რომ ამ ტიპის პროდუქტებში ფრუქტოზის უზარმაზარი კონცენტრაციაა ისევე, როგორც ახლადგამოწურულ წვენში. მართალია ჯანმრთელი ადამიანისთვის სმუზის პორცია უსაფრთხოა, თუმცა ხანდაზმულთათვის ის შეიძლება მავნებელი აღმოჩნდეს.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე