რა უნდა გააკეთოს შუა ხნის ქალმა, საპირისპირო სქესისგან დაუღალავი კომპლიმენტები რომ მიიღოს

by თ თოქმაძე
26 views

“უბერებელი კლასიკა, ქუჩის სტილი, სპორტული სტილი, საფარი, ახალგაზრდული ქეჟუალი, რომანტიული სტილი, გრანჟი ან კომფორტული ბოხო. ქალის ტანსაცმლის სტილი რასაკვირველია მნიშვნელოვანია. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია შინაგანი მდგომარეობა და გარკვეული ქცევის ტიპი და ჩვევები!” – ერთ-ერთი საკმაოდ გავლენიანი და დიდებული კინოდივას ინტერვიუში მოვისმინე.

აღმოჩნდა, რომ არსებობს გარკვეული წესები, რომელთა დახმარებითაც ქალს ახალგაზრდა მამაკაცებისგან მარტივად შეუძლია კომპლიმენტებისა და სხვა შეტყობინებების მიღება. დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ სტილის წესებს, რომლებსაც ელეგენატური ქალბატონები დაბადებიდანვე მისდევენ. ასევე მცირე ექსკურსიას მოგიწყობთ და თქვენი გიდი გავხდებით ტანსაცლის განსხვავებულ სტილთა სამყაროში!

ქალის სტილი

1. დაგეგმეთ საღამოს

საღამოსვე დაგეგმეთ თუ რას ჩაიცვამთ დილას. ეს დროის ეკონომიის საშუალებას მოგცემთ, შედეგაც კი შეძლებთ დილას საყვარელი რიტუალებით დაკავდეთ: სახისა და თავის კანის მასაჟი, დილის ვარჯიში, ლამაზი მაკიაჟი და გემრიელი საუზმე. პლიუს ამას წინა დღით დაგეგმვა ხელს შეგიშლით იმაში, რომ შეხვედრაზე იმით შემოსილი წახვიდეთ, რაც პირველივე ხელში მოგხვდებათ. გახსოვდეთ, როგორ ამბობდა კლასიკოსი: “ტანსაცმლით ხვდებიან!”

2. თეთრეულიც მნიშვნელოვანია

ლამაზი და თქვენი შესაფერისი თეთრეული თვითდაჯერებულობას შეგმატებთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თეთრეული თქვენს ლუქს შეესაბამებოდეს, ასე მაგალითად, მისი მაქმანი მოტკეცილი ტანისამოსზე არ ეტყობოდეს. თუ გსურთ, რომ თეთრეული ოდნავ გამოაჩინოთ, ის მაშინ შესაფერისადაც უნდა იქნას შერჩეული.

3. ზომიერება და აქცენტების სწორად დასმა

ზომიერება – ეს კარგი გემოვნების მანიშნებელია. როგორც ამბობდა ჯერ კიდევ კოკო შანელი: “აქცესუართა შერჩევისას, მოიშორეთ ის, რაც ბოლოს გაიკეთეთ.” ელეგანტურმა ქალბატონებმა ზომა იციან!

და მათ კიდევ აქცენტების სწორად დასმა გამოსდით. უბრალო ბლუზა და კლასიკური ჯინსები, შემკული ძვირფასი ქამრითა და ლამაზი ჩანთით, – აი გემოვნებიანი ლუქიც მზადაა!

4. თავსაბურავები

გემოვნებიანი ქალბატონები თავსაბურავების გამოყენების ცოდნითაც გამოირჩევიან, ისინი მათ მხოლოდ პრაქტიკულობით როდი არჩევენ. გსურთ თქვენს ლუქში “სტილის გრადუსი” მოუმატოთ? ჩაატარეთ ექსპერიმენტი სხვადასხვა თავსაბურავებითა და შარფებით!

5. სწორად იკვებეთ და თავს მოუარეთ

მართალია ამ რჩევით ამერიკას არ აღმოაჩენთ, თუმცა მაინც შეგახსენებთ, რადგანაც ეს მეტად მნიშვნელოვანი წესია! არ შეიძლება დაუბანელი თავითა და გაფუჭებული მანიკურით სიარული. საუზმეს ვერ ასწრებთ, სამსახურში კი ფასფუდს მიირთმევთ, ამბობთ, დრო არ გაქვთ. სისულელე! დრო საკმარისზე მეტია. უბრალოდ ორგანიზმის სიჯანსაღე და ჯანმრთელი კუჭი თქვენს პრიორიტეტში არაა.

გთხოვთ, გადახედეთ თქვენი დღის რეჟიმს. დაე მასში მუდმივად იყოს დრო თქვენი თავისათვის. სხვა შემთხვევაში ნეგატიურ შედეგებს ვერ გაექცევით!

ჩაცმის სტილი ქალბატონებისათვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგანაც სწორედ მისი საშუალებით ისინი სამყაროს თავის დამოკიდებულებას ანახებენ ცხოვრებისადმი, ხასიათისადმი, პრიორიტეტებსა და ღირებულებებს. თუ თქვენს სტილს იპოვით, აღარ მოგიწევთ მაღაზიაში უსასრულო რიგებში დგომა და როცა გეცოდინებათ თუ ზუსტად რა გსურთ, შოპონგიც ბევრად უფრო მარტივი გახდება. საყიდლებზე სიარულისას გონივრულობის გამოჩენა და ნივთების სწორად შერჩევის ცოდნა, ნივთები, რომლებიც სწორედ რომ თქვენი შესაფერისია, ნამდვილად ელეგანტურ ქალბატონად გაქცევთ.

ეთანხმებით თუ არა ელეგანტური ქალბატონების ამ წესებს თუ თვლით, რომ ეს ყოველივე ერთი დიდი აბსურდია? გაგვიზიარეთ კომენტარებში და ასევე მოგვიყევით გაქვთ თუ არა ტანსაცმელში თქვენი საყვარელი სტილი, რომელსაც მისდევთ?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე