რატომაა თეთრეულის დაუთოვება ჯანმრთელობისთვის ცუდი

33 views

საწოლის თეთრეულის დაუთოება ხანგრძლივი და მოსაწყენი პროცესია, რომელთან გამკლავებაც დიასახლისებს რეგულარულად უწევთ. საღამოობით ზეწრისა და გადასაფარებლის გაუთოებაზე რამდენიმე საათი გეხარჯებათ, ხოლო დილით, ძილის შემდეგ, მათ ისევ ნაკეცები ეტყობათ. საერთოდ ღირს თუ არა ამ საქმით დაკავება? მეცნიერები იმასაც კი ამბობენ, რომ გარეცხვის შემდეგ საწოლის თეთრეულის დაუთოება საზიანოც კია. რატომ? ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ.

თეთრეულის დაუთოების უპირატესობები

დიასახლისები ორ ბანაკად იყოფიან. ზოგის მტკიცებით, დაუთოება აუცილებელი პროცესია. სხვების თქმით კი, ეს დროისა და ენერგიის ფუჭი ხარჯვაა. განვიხილოთ, თუ რა უპირატესობები გააჩნია თეთრეულის დაუთოებას.

1. ესთეტიკურობა-დაუთოებული თეთრეული ბევრად უფრო მოხდენილად გამოიყურება და მათზე დაძინება ბევრად სასიამოვნოა.

2. კომპაქტურობა – თეთრეულის შენახვა უფრო ადვილია, რადგან ნაკეცებიანზე ნაკლებ ადგილს იკავებს.

3. დეზინფექცია – თუ თეთრეულზე რაიმე მიკრობია, ცხელი ორთქლი ყველა პათოგენს გაანადგურებს.

4. კომფორტი – დაუთოების შემდეგ თეთრეული რბილდება, თბება, ასეთ საწოლში ბევრად უფრო მარტივად დაისვენებთ.

5. ვარგისიანობა – მაღალი ტემპერატურის გავლენით ბამბის თეთრეულის სიმკვრივე იზრდება, ამიტომ თეთრეული მეტხანს ძლებს.

ზეწრის დაუთოების უარყოფითი მხარეები

მეცნიერთა მთავარი არგუმენტი გადაჭარბებული სიმკვრივეა. უთოთი მოქმედების შემდეგ ქსოვილები “იკეტება”, რა მიზეზითაც მათში ჰაერის მიმოცვლა ირღვევა. მაგალითად, თუ ადამიანი ძილის დროს ოფლიანობს, დაუთოებული ზეწრები ტენიანობას საჭირო დონეზე ვერ აითვისებენ. სხეულზე ოფლი დარჩება, რამაც ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს.

დამატებითი არგუმენტები

1. ეკონომია – თუ საათობით არ დააუთოებთ ახლად გარეცხილ ზეწრებს, გაცილებით ნაკლები ენერგიის გამოყენება მოგიწევთ.

2. უსარგებლოობა – საწოლში დაწოლიდან ფაქტიურად 5 წუთის შემდეგ თეთრეული ისევ იჭმუჭნება, თუმცა დაუთოების ნაცვლად სხვა საშინაო საქმეებით დაკავება შეგიძლიათ.

3. სტატიკური ელექტროენერგია – უთოთი მოქმედების დროს ქსოვილის ზედაპირზე მცირე ძაბვა გროვდება. ამან შესაძლოა უძილობა, შფოთვა გამოიწვიოს და ადამიანმა დასვენების შემდეგაც დაღლილობის შეგრძნებით გაიღვიძოს.

რისი გაკეთება შეიძლება?

აწონ-დაწონეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები და გადაწყვიტეთ, თუ რომელი ვარიანტი შეგეფერებათ ყველაზე მეტად. თეთრეულის დაუთოება მხოლოდ ორ შემთხვევაშია შესაძლებელი. პირველი: 3 თვემდე ჩვილების თეთრეული, რათა მათი ნაზი კანის ნაკეცებით დაზიანება არ მოხდეს. მეორე: ავადმყოფობის დროს სანიტარიული და ჰიგიენურ მოვლიდან გამომდინარე. სხვა შემთხვევებში – დიასახლისის შეხედულებისამებრ.

თუ შიშობთ, რომ გაუუთოებელი თეთრეული უხეში და უსიამოვნო იქნება, რეცხვის დროს დამარბილებელი კონდიციონერები დაამატეთ, ხოლო მანქანით რეცხვის შემთხვევაში “მარტივი დაუთოების” რეჟიმი ჩართეთ. გადახედეთ საოჯახო საქმეებს და დაფიქრდით იმაზე, ცუდია თუ არა დაუუთოებელი ზეწრები.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე