Home ჰოროსკოპი რას გიწინასწარმეტყველებთ მაიას ტომის ჩანაწერები, დაბადების თარიღის მიხედვით

რას გიწინასწარმეტყველებთ მაიას ტომის ჩანაწერები, დაბადების თარიღის მიხედვით

by თ თოქმაძე
64 views

მაიას ტომის წინასწარმეტყველებათა უმეტესობამ ჩვენამდეც მოაღწია. მათ არა მხოლოდ გლობალური მოვლენების წინასწარმეტყველება, არამედ ადამიანის პიროვნული თავისებურებების განსაზღვრაც შეეძლოთ.

დღევანდელ სტატიაში კი გაგიზიარებთ მაიას ტომის მიერ ბედისწერის წინასწარმეტყველების ხერხს, რომელიც ადამიანის დაბადების თარიღს უკავშირდება.

მაიას ტომის წინასწარმეტყველება

ერთადერთი რაც დაგჭირდებათ დაბადების ზუსტი თარიღია. ახლა კი დროა ჩვენი დახასიათება სიაში ვიპოვოთ.

ნიანგი

დაბადების თარიღი: 16 ან 21 მარტი, 10 ან 30 აპრილი, 20მაისი, 9 ან 29 ივნისი, 19 ივლისი, 8 ან 28 აგვისტო, 17 სექტემბერი, 7 ან 27 ოქტომბერი, 16 ნოემბერი, 6 ან 26 დეკემბერი, 15 იანვარი, 4 ან 24 თებერვალი.

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გრძნობენ განუყოფელ კავშირს ბუნების ღრმა ძალებთან. მათ შეიძლება არც კი იცოდნენ ამ კავშირის შესახებ, თუმცა ის არსებობს და მთელი ცხოვრების მანძილზე გასტანს.

ასეთი ადამიანები ცოტათი დიდ ბავშვს ჰგვანან, რომელთანაც ადვილი არაა, მაგრამ მათზე დიდხანს გაბრაზებაც არ გამოდის. მათთვის უმჯობესია ისეთი სამუშაო აირჩიონ, რომელიც ხელოვნებას ან სხვების დახმარებას უკავშირდება.

ქარი

დაბადების თარიღი: 17 ან 22 მარტი, 11 აპრილი, 1 ან 21 მაისი, 10 ან 30 ივნისი, 20 ივლისი, 9 ან 29 აგვისტო, 18 სექტემბერი, 8 ან 28 ოქტომბერი, 17 ნომებერი, 7 ან 27 დეკემებერი, 16 იანვარი, 5 ან 25 თებერვალი.

ამ ნიშნის წარმომადგენლებთათვის მთავარი თემა გარშემომყოფთა სამყაროზე გავლენის გამოვლინების სურვილია. მათ სურთ ის უკეთესობისაკენ შეცვალონ.

ამ ნიშნის ხალხი ისეთივე ორაზროვანია, როგორც თავად ქარი. მათ აქვთ პირვეყოფილი აღვირახსნილი ენერგია, მაგრამ ამავე დროს ეს არაა ბრმა სტიქია, არამედ ძალაა, რომელიც თავის თავს აცნობიერებს. ქარის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის ტვინი დაუმორჩილებელ მთის ნაკადს წააგავს, რომლისთვისაც დაბრკოლება არ არსებობს. საჭიროების შემთხვევაში ის თავის გზაზე ყოველივეს მიწასთან გაასწორებს.

ღამე

დაბადების თარიღი: 8 ან 23 მარტი, 12 აპრილი, 2 ან 22 მაისი, 11 ივნისი, 1 ან 21 ივლისი, 20 ან 30 აგვისტო, 19 სექტემბერი, 9 ან 29 ოქტომბერი, 18 ნოემბერი, 8 ან 28 დეკემბერი, 6 ან 26 თებერვალი.

ღამის ხალხი იდუმალი და ფარულია. ისინი ასევე ტაქნიანობითაც გამოირჩევიან, კარგად იციან მოსმენა. ხშირად მათ სულში ვნებები დუღს, მათი წყენა მარტივია, თუმცა დიდი ალბათოთ თქვენ მათ რეალურ ემოციებს ვერ ნახავთ.

კარიერაში მათთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები არასდროს ეწინააღმდეგებიან კოლეგებს და მიზანდასახულობის წყალობით კი მათ საზოგადოებაში მყარი პოზიციების მოპოვება შეუძლიათ.

ხვლიკი

დაბადების თარიღი: 19 ან 24 მარტი, 13 აპრილი, 3 ან 23 მაისი, 12 ივნისი, 2 ან 22 ივლისი, 11 ან 31 აგვისტო, 20 სექტემბერი, 10 ან 30 ოქტომბერი, 19 ნოემბერი, 9 ან 29 დეკემბერი, 18 იანვარი, 7 ან 27 თებერვალი.

ამ ნიშნის წარმომადგენლები მაღალი ეფექტურობითა და ენერგიულობით გამოირჩევიან. მათთვის ტენდეციურია ღრუბლებში ფრენა და ოცნებებში ჩაკარგვა. მათ კარგად იციან მიზნების ზუსტად დასახვა და მათი დროულად მიღწევა.

ისინი საკმაოდ დაკვირვებულები არიან, წვრილმანებს ყურადღების გარეშე არ ტოვებენ, ამ ყველაფრის წყალობით კი მათ ამა თუ იმ საგნის ათვისება მარტივად გამოსდით, რაც მათ ცხოვრებაში ძალიან ეხმარება.

გველი

დაბადების თარიღი: 20 ან 25 მარტი, 14 აპრილი, 4 ან 24 მაისი, 13 ივნისი, 3 ან 23 ივლისი, 12 აგვისტო, 1 ან 21 სექტემბერი, 11 ან 31 ოქტომბერი, 20 ნოემბერი, 10 ან 30 დეკემბერი, 19 იანვარი, 8 ან 28 თებერვალი.

ამ ნიშნის წარმომადგენლები გარშემომყოფებს მშვიდად და გაწონასწორებულად ეჩვენებიან და მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, რომ ეს ესე არაა. მათ საკმაოდ განვითარებული ინტუიცია აქვთ.

მაიას ტომებში გველის ნიშნის ქვეშ დაბადებული ხალხი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პატივსაცემი ნიშანი იყო. მათი დაკვირვების თანახმად, სწორედ მის ქვეშ იბადებიან ყველაზე ძლიერი შამანები და მედიუმები. მაგალითად, გველის დღეს დაიბადა ბულგარელი ნათელმხილველი ვანგა, რომლის წინასწარმეტყველური საჩუქარი არაერთი სახელმწიფოს მეთაურისა და ბევრი ავტორიტეტული მეცნიერის მიერ იქნა დადასტურებული.

თავის ქალა

დაბადების თარიღი: 1 ან 26 მარტი, 15 აპრილი, 5 ან 25 მაისი, 14 ივნისი, 4 ან 24 ივლისი, 13 აგვისტო, 2 ან 22 სექტემბერი, 12 ოქტომბერი, 1 ან 21 ნოემბერი, 11 ან 31 დეკემბერი, 20 იანვარი, 9 ან 29 თებერვალი.

ასეთი ადამიანები პირდაპირ მოწოდებულნი არიან სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლაში მეთაურობა ითაონ. ისინი მთელი ცხოვრება ცდილობენ ჩვენი სამყარო უკეთესობისაკენ შეცვალონ. მათი მცდელობა ყოველთვის წარმატებული არაა, მაგრამ თავად მცდელობა უკვე მშვენიერია.

ისინი მიდრეკილნი არიან დეპრესიისა და შემოდგომის ნაღველისაკენ. სიყვარულში, ამ ნიშნის წარმომადგენლები, სრულყოფილებას ეძებენ, გოგოები თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცებს მოელიან.

ირემი

დაბადების თარიღი: 2 ან 27 მარტი, 16 აპრილი, 6 ან 26 მაისი, 15 ივნისი, 5 ან 25 ივლისი, 14 აგვისტო, 3 ან 23 სექტემერი, 13 ოქტომბერი, 2 ან 22 ნოემბერი, 12 დეკემბერი, 1 ან 21 იანვარი, 10 თებერვალი.

მათ უწყვეტი ენერგიის საცავი აქვთ. ისინი ბუნებისაგან კარგი ფიზიკური ძალით, მოხერხებულობითა და რეაქციის სიწრაფით არიან დაჯილდოებულნი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს გადაწყვეტილებათა სწრაფად მიღება სჩვევიათ.

მათ ყოველთვის იციან თუ რა სურთ და დაჟინებულის წყალობით, საწადელს უმცირესს დროში იღებენ. შრომისუნარიანობა – მათი ის თვისებაა, რის გამოც ირმის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები უფროსობას მოსწონს. ურთიერთობაში ისინი მიდრეკილნი არიან გადაჭარბებული რომანტიკისადმი, თუმცა სამაგიეროდ კლდესავით საიმედოობით გამოირჩევიან.

კურდღელი

დაბადების თარიღი: 3 ან 28 მარტი, 17 აპრილი, 7 ან 27 მაისი, 16 ივნისი, 6 ან 26 ივლისი, 15 აგვისტო, 4 ან 24 სექტემბერი, 14 ოქტომბერი, 2 ამ 23 ნოემბერი, 13 დეკემბერი, 2 ან 22 იანვარი, 11 თებერვალი.

მათ ყოველივე იდუმალი იზიდავთ. ისინი ხშირად ინტერესდებიან ოკულტური მეცნიერებებით, ეწევიან მცენარეულ მედიცინას. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ეშმაკობით გამოირჩევიან, ისინი ნებისმიერს მარტივად გააცურებენ.

ამასთანავე ახლობლების მიმართ ისინი კეთილები არიან, მათთვის კომფორტისა და სიმშვიდის შექმნას ცდილობენ. მათგან კარგი მზარეულები და კონდიტერები გამოდის, ზოგადად კურდღლის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს სამზარეულოში ტრიალი ნამდვილად უყვართ.

წყალი

დაბადების თარიღი: 4 ან 29 მარტი, 18 აპრილი, 8 ან 28 მაისი, 17 ივნისი, 7 ან 27 ივლისი, 16 აგვისტო, 5 ან 25 სექტემბერი, 15 დეკემბერი, 4 ან 24 ნოემბერი, 14 დეკემბერი, 3 ან 23 იანვარი, 12 თებერვალი.

მაიას ტომის ხალხი მათ გასხივოსნებულებს უწოდებდნენ, რადგან წყლის წარმომადგენელთა გონება სუფთა და ნათელია. წყლის ადამიანს შეუძლია ნათლად აზროვნება, ისინი ყველაფერს ხედავენ ისე, როგორც სინამდვილეშია. ცხოვრების ჭეშმარიტება მათთვის ღიაა და ამავე დროს ისინი არასდროს კარგავენ ოპტიმიზმსა და პოზიტიურ განწყობას.

ასეთ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ, ადამიანი თავს ისე გრძნობს თითქოს აღსარება ჩაებარებინოს, სუფთად და სიკეთის გასაკეთებლად მომართულად.

ძაღლი

დაბადების თარიღი: 5 ან 30 მარტი, 19 აპრილი, 9 ან 29 მაისი, 18 ივნისი, 8 ან 28 ოვლისი, 17 აგვისტო, 6 ან 26 სექტემბერი, 16 ოქტომბერი, 5 ან 25 ნოემბერი, 15 დეკემბერი, 4 ან 24 იანვარი, 13 თებერვალი.

ამ ხალხს, მაიას ტომის ჰოროსკოპი, ახასიათებს, როგორც ერთგულსა და თავდადებულს. მათი იმედი ყველაფერში შეიძლება გქონდეთ, ისინი კლდესავით საიმედონი და მყარები არიან. ასევე ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის დამახასიათებელია ახლობლებთან ძლიერი მიჯაჭვულობა.

მათთვის ოჯახი პირველ ადგილზეა, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ წარმატებას ბიზნესის სფეროშიც მაიღწიონ, რადგანაც მათ გამოსდით საკუთარი თავისათვის კარგი რეპუტაციის შექმნა. ისინი გამორჩეული ინტუციის მფლობელნი არიან. სიყვარულში ისინი თავის გულს მთლიანად რჩეულს გადასცემენ, თუმცა ამასთანავე საკმაოდ ეჭვიანებიც არიან.

მაიმუნი

დაბადების თარიღი: 6 ან 31 მარტი, 20 აპრილი, 10 ან 30 მაისი, 19 ივნისი, 9 ან 29 ივლისი, 18 აგვისტო, 7 ან 27 სექტემბერი, 17 ოქტომბერი, 6 ან 26 ნოემბერი, 16 დეკემბერი, 5 ან 25 იანვარი, 14 თებერვალი.

მათ თავიანთი ღირსებების წამორჩენა უყვართ და ნამდვილად კარგად გამოსდით კიდევაც! ისინი მორიდებულობით არ გამოირჩევიან.

მაიმუნის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს გამოარჩევს ან სამსახიობო უნარები, ან მოხერხებული ხელები ან კიდევ გამოკვეთილი ვიზუალი. გარდა ამისა, მათგან კარგი ადვოკატები გამოდიან. თუ მათ ცხოვრებაში უბედურება მოხდება, ისინი ტკივილს საკუთარ თავში ინახავენ, ნიღბად კი ირონიასა და სარკაზმს ირგებენ.

გზა

დაბადების თარიღი: 7 მარტი, 1 ან 21 აპრილი, 11 ან 31 მაისი, 20 ივნისი, 10 ან 30 ივლისი, 19 აგვისტო, 8 ან 28 სექტემბერი, 18 ოქტომბერი, 7 ან 27 ნოემბერი, 17 დეკემბერი, 6 ან 26 იანვარი, 15 თებერვალი.

ისინი მოწესრიგებულობითა და ორგანიზებულობით გამოირჩევიან. მათთვის დამახასიათებელია გრაფიკის მიყოლა და რეჟიმის მუდმივად დაცვა. თუ საქმეები გეგმის მიხედვით არ მიდის, მათ იმედები უცრუვდებათ.

ბუნებამ ისინი ცხოვრებისეული დარტყმებისადმი მდგრადობით დააჯილდოვა, ამიტომაც ისინი ფეხზე დადგომას მალევე ახერხებენ. მათგან კარგი ქმრები და ცოლები გამოდის, რომლებიც ახლობლებთან ურთიერთობისას გულწრფელ სიხარულს განიცდიან.

სიმინდი

დაბადების თარიღი: 8 მარტი, 2 ან 22 აპრილი, 12 მაისი, 21 ივნისი, 11 ან 31 ივლისი, 20 აგვისტო, 9 ან 29 სექტემბერი, 19 ოქტომბერი, 8 ან 28 ნოემბერი, 18 დეკემბერი, 7 ან 27 იანვარი, 16 თებერვალი.

თუ თქვენი თავი ამ სიაში აღმოაჩინეთ, მაშინ გამოდის რომ თქვენ არ გჩვევიათ მიღწეულზე გაჩერება. ისეთი მოსაზრებები, როგორიცაა “საკმარისია” ან “მცირეოდენი კარგია” თქვენთვის გაუგებარია, თქვენთვის სიტყვა “უკეთესი” “მეტს” ნიშნავს. თქვენთვის მთავარი საზრისი თავად ზრდის იდეა და ყველაფრის გაუმჯობესებაა, რასაც კი ხელს მოჰკიდეთ.

ხასიათის ძირითადი თავისებურება მკვეთრად გამოხატული მიზანდასახულობაა. საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ თქვენთვის შეუძლებელი არაფერია!

იაგუარი

დაბადების თარიღი: 9 მარტი, 3 ან 23 აპრილი, 13 მაისი, 1 ან 21 ივნისი, 12 ივლისი, 1 ან 20 აგვისტო, 10 ან 30 სექტემბერი, 20 ოქტომბერი, 9 ან 29 ნოემბერი, 19 დეკემბერი, 8 ან 28 იანვარი, 17 თებერვალი.

ის, ვინც ნამდვილად იცის ნებისმიერი მიზნის მიღწევა! ბუნებამ ისინი გულუხვად დააჯილდოვა ისეთი თავისებურებებით, როგორიცაა დაკვირვებულობა და გამბედაობა.

ისინი ლოგიკურები, თანმიმდევრულები არიან, მათი მსჯელობა მკაფიო და მკვეთრია. ხშირად მათ რაიმე ახალი საქმის დიდხანს სწავლა არ სჭირდებათ და რაც მთავარია, იაგუარის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს არა მხოლოდ საგანთა არსის ჩაწვდომა შეუძლია, არამედ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაც.

არწივი

დაბადების თარიღი: 10 მარტი, 4 ან 24 აპრილი, 14 მაისი, 3 ან 23 ივნისი, 12 ივლისი, 2 ან 22 აგვისტო, 11 სექტემბერი, 1 ან 21 ოქტომბერი, 10 ან 30 ნოემბერი, 20 დეკემბერი, 9 ან 29 იანვარი, 18 თებერვალი.

არწივის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ბავშვობიდანვე ლიდერის თვისებებით გამოირჩევიან. ისინი ჭკვიანები და გონივრულები არიან. მათ იციან თუ როგორ უნდა უხელმძღვანელონ სხვებს.

თუმცა პირად ურთიერთობებში ამ ტიპის ადამიანები იშვიათად ავლენენ ღრმა გრძნობებს, უმეტესად მათ პარტნიორი არა სიყვარულისთვის, არამედ როგორც თავისი წარმატებული ცხოვრების დანამატი ისე სჭირდებათ.

ორბი

დაბადების თარიღი: 11 მარტი, 5 ან 25 აპრილი, 15 მაისი, 4 ან 24 ივნისი, 14 ივლისი, 3 ან 23 აგვისტო, 12 სექტემბერი, 2 ან 22 ოქტომბერი, 11 ნოემბერი, 1 ან 21 დეკემბერი, 10 ან 30 იანვარი, 19 თებერვალი.

ბუნებამ ისინი ძლიერი გონებრივი შესაძლებლობებით დააჯილდობა, მაგრამ ამავე დროს მათ აბსოლუტურად არ ახასიათებთ მშრალი, უემოციო მსჯელობა.

მათგან გამოდიან სუპერ წარმატებული ბიზნესმენები და მსხვილი კორპორაციების მფლობელები. ურთიერთობის საკითხში ისინი თანასწორობასა და დამოუკიდებლობას აფასებენ.

მიწა

დაბადების თარიღი: 12 მარტი, 6 ან 26 აპრილი, 16 მაისი, 5 ან 25 ივნისი, 15 ივლისი, 4 ან 24 აგვისტო, 13 სექტემბერი, 2 ან 23 ოქტომბერი, 12 ნოემბერი, 2 ან 22 დეკემბერი, 11 ან 31 იანვარი, 20 თებერვალი.

მაიას ტომელთა მიხედვით მიწის ნიშნის ქვეშ დაბადებულები პოზიტურობითა და ოპტიმიზმით გამოირჩევიან. ისინი ყოველთვის მზად არიან სხვას დახმარება აღმოუჩინონ.

მათ უყვართ ცხოვრება და ყველა მიწიერი სიამოვნება. სწორედ მათ კარადაში თქვენ ნახავთ ტონობით ულამაზეს ტანისამოსს, მაცივარში კი მუდმივად სხვადასხვა გემრიელობა მოიძებნება. მათ ყოველივე ლამაზი და მიმზიდველი მოსწონთ. ისინი ესთეტები და ჰედონისტები არიან!

კაჟი

დაბადების თარიღი: 13 მარტი, 7 ან 27 აპრილი, 17 მაისი, 6 ან 26 ივნისი, 16 ივლისი, 5 ან 25 აგვისტო, 14 სექტემბერი, 4 ან 24 ოქტომბერი, 13 ნოემბერი, 3 ან 23 დეკემბერი, 12 იანვარი, 1 ან 21 თებერვალი.

მათში ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა იღვიძებს. ბუნებამ ისინი ძლიერი ხასიათითა და საკუთარ თავში დარწმუნებულობით დააჯილდოვა.

სამსახურის მხრივ სტაბილურობა ურჩევნიათ, რათა კომფორტული და მყუდრო სამუშაო გარემო ჰქონდეთ, სტრესების გარეშე. ურთიერთობებში ისინი მხოლოდ თავისი საკუთარი გრძნობების კარნახით მოქმედებენ, ლოგიკას კი თიშავენ.

ქარიშხალი

დაბადების თარიღი: 14 მარტი, 8 ან 28 აპრილი, 18 მაისი, 7 ან 28 ივნისი, 17 ივლისი, 6 ან 26 აგვისტო, 15 სექტემბერი, 5 ან 25 ოქტომბერი, 14 ნოემბერი, 4 ან 24 დეკემბერი, 13 იანვარი, 2 ან 22 თებერვალი.

ამ ნიშნის წარმომადგენლები მგრძნობიარე ნატურები არიან. ისინი მძაფრად რეაგირებენ ნებისმიერ გარემოებაზე, როცა საქმე ისე არ მიდის, როგორც მათ სურდათ. ამასთანავე ისინი კრეატიულობით გამოირჩევიან, მათ ხელოვნებასთან დაკავშირებული პროფესიები შეეფერებათ.

ურთიერთობაში ქარიშხლის ნიშნის ქვეშ დაბადებულები მბრძალებლურობითა და მოუთმონლენოთ გამოირჩევიან. მათთვის კომპრომისზე წასვლა რთულია, კამათში კი კაჟთათვის არსებობს მხოლოდ მათი საკუთარი აზრი და არასწორი.

მზე

დაბადების თარიღი: 15 მარტი, 9 ან 29 აპრილი, 19 მაისი, 8 ან 28 ივნისი, 18 ივლისი, 7 ან 27 აგვისტო, 6 ან 26 ოქტომბერი, 15 ნოემბერი, 5 ან 25 დეკემბერი, 14 იანვარი, 3 ან 23 თებერვალი.

თუ ეს თქვენი ნიშანია, თქვენ ნამდვილად სამეგობროს სული და გული ხართ. ამ ნიშნის წარმომადგენლები კომუნიკალებურები, მხიარულები და თავდაჯერებულები არიან.

ბუნებამ ისინი აქტიური ხასიათითა და კარგი ორგანიზატორული უნარებით დააჯილდოვა. ისინი ნებისმიერ დონეზე ხელმძღვანელის თანამდებობაზე თავს შესანიშნავად გრძნობენ. და რაც მთავარია, მზის ხალხი მიდრეკილი არაა გაუმართლებელი რისკებისაკენ, ამიტომაც ისინი სერიოზულ შეცდომებს იშვიათად უშვებენ.

რედაქციისაგან

რას იტყვით მაიას ტომის წინასწარმეტყველებათა შესახებ? პირადად ჩემი შეგრძნებებით, დამთხვევები ნამდვილად არის, თუმცა მათი უკეთესი ანალიზისათვის საჭიროა, მთლიანი სურათის აღქმა შეგეძლოთ.

გარდაუვალობასთან კამათს აზრი არ აქვს თუ მაინც შესაძლებელია? რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე