Home საინტერესო რა განსხვავებაა ერთი და იმავე შემადგენლობის იაფფასიან და ძვირადღირებულ არაყს შორის

რა განსხვავებაა ერთი და იმავე შემადგენლობის იაფფასიან და ძვირადღირებულ არაყს შორის

by ნ კობერიძე
11 views

როდესაც საქმე სპირტიანი სასმლის შერჩევას ეხება, მომხმარებელი ხშირად სასმელის გემოს ან სურნელის მხრივ არსებული საკუთარი პრეფერენციებით ხელმძღვანელობს. და ამ შემთხვევაში რა თვალსაზრისით უნდა აირჩიოთ „ორმოცგრადუსიანი“? მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობა ბრენდიდან ბრენდამდე უცვლელია, მისი ღირებულება უზარმაზარ დიაპაზონში მერყეობს. სინამდვილეში, ფასების ამგვარი დიაპაზონის არსებობის მრავალი ობიექტური მიზეზი არსებობს.

როგორც ჩანს, ალკოჰოლისა და წყლის მთავარი განმასხვავებელი მიზეზი ისაა, რომ მაღაზიის თაროებზე არყის სხვადასხვა ბოთლებს განუზომელი რაოდენობის საფასო ეტიკეტები აკრია.  ამასთან, მაინც არსებობს განსხვავება. მაგალითად, ეთილის სპირტი, რომელიც არაყის წარმოებისთვის გამოიყენება, შესაძლოა სხვადასხვანაირად იწარმოებოდეს. შესაბამისად, ალკოჰოლის ღირებულების სხვაობის გათვალისწინებით, პროდუქტის საბოლოო ფასიც იცვლება.

მაგალითად, მაღალი ხარისხის არყის წარმოებისას ხორბლის ან ჭვავისგან დამზადებულ სპირტს იყენებენ. მისი სახელწოდებაც შესაბამისია – “ალფა”, სხვა შემთხვევებში – “სუპერ”. ამ ტიპის ალკოჰოლის მთავარი უპირატესობა მის შემადგენლობაში სახამებლისა და სხვადასხვა ისეთი მავნე მინარევების არარსებობაა, როგორებიცაა მეთანოლი და ალდეჰიდები. გარდა ამისა, აღნიშნული სპირტი რამდენიმედონიან წმენდას განიცდის.

საშუალო ფასის კატეგორიის არყის წარმოებისთვის ყველაზე ხშირად გამოიყენება სპირტი, რომელიც მარცვლეულისაგან გამოიყოფა, თუმცა სახამებლის დამატებითი შემცველობა გააჩნია. ზოგიერთ შემთხვევაში სპირტის მისაღებ ნედლეულად ჭარხალი გამოიყენება. ამ ტიპის ეთანოლი “ლუქს” კლასს მიეკუთვნება. შემადგენლობაში სახამებლის არსებობის მიუხედავად ეს სპირტიც რამდენიმე ეტაპად იწმინდება და საკმაოდ მაღალი ხარისხის ინგრედიენტად ითვლება.

თუმცა „ორმოცგრადუსიანის“ ყველაზე იაპი ვარიანტი შეიცავს კარტოფილის სახამებლისაგან დამზადებულ სპირტს შეიცავს. ამ ტიპის ეთანოლი “უმაღლესი წმენდის” კლასს მიეკუთვნება და მისი ფილტრაცია მინიმალურ დონეზე ხდება.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ კარტოფილის სახამებლისაგან მზადდება ალკოჰოლის კიდევ ერთი ვარიანტი, რომლის ხარისხის დონეც წინაზე ოდნავ მაღალია. ეს “ექსტრა” კლასის პროდუქტია. ისიც მხოლოდ კარტოფილის სახამებელს შეიცავს, თუმცა მასთან დაკავშირებით წმენდის უფრო სერიოზული ტექნოლოგიაა გამოყენებული.

განსხვავებები არყის მეორე ინგრედიენტში, წყალშიც შესამჩნევია. მის ხარისხზე და, შესაბამისად, თვითღირებულებაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა „ორმოცგრადუსიანის“ წარმოებაში გამოყენებისთვის არსებული წმენდისა და დარბილების ტექნოლოგია. გარდა ამისა, წყლის მავნე მინარევებისგან განთავისუფლების მნიშვნელოვანი ნაწილია ფილტრაციის პროცესი, რომელიც ასევე სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით შეიძლება განხორციელდეს.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მეტად ძვირადღირებული არყის ღირებულება ასევე ეფექტურ, შესაბამისად ძვირადღირებულ აღჭურვილობასა და წარმოების ტექნოლოგიების პროფესიულ კვალიფიკაციას მოიცავს, რადგანაც ამ პროდუქტის წარმოების პროცესთან პირდაპირ კავშირშია. ამასთან, ყველა ზემოხსენებული ელემენტი როდი შეადგენს არყის სრულ ღირებულებას.

საქმე იმაშია, რომ მარკეტინგის უამრავი კომპონენტიცაა ჩადებული მზა პროდუქტის ფასში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ესაა ბრენდის პოპულარიზაცია. ამრიგად, მომხმარებელი, უფრო მაღალი ღირებულების არაყის ყიდვით, ყიდულობს არა მხოლოდ მაღალხარისხიან ალკოჰოლს, არამედ ცნობილ სახელსაც. რაც უფრო პოპულარულია ბრენდი, მით მეტი ინვესტიცია იხარჯება მისი პოპულარობის შესანარჩუნებლად, რაც ასევე ფასზეც აისახება.

კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს არაყის ღირებულებაზე, უდავოდ მისი შეფუთვაა. ერთი და იმავე ხარისხის „ორმოცგრადუსიანი“ შეგიძლიათ სხვადასხვა ბოთლში ჩამოასხათ, რაც მზა პროდუქტის ფასსაც ცვლის. და ბოლოს, უნიკალური დიზაინისა და ლამაზი ეტიკეტის მქონე სქელი მინისგან დამზადებული ყველაზე მაგარი ბოთლიც კი, რომელშიც მომხმარებელი მეტ თანხას იხდის, ბოლოს მაინც გადაგდებისთვისაა განწირული. იგივე ბედი ელის იაფიან შეფუთვასაც.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ უნიკალური დიზაინის ბოთლების გამოყენების პრაქტიკას ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია, დაცვა ფალსიფიკაციისგან. რაც უფრო რთულია ჭურჭლის დიზაინი, მით უფრო რთულია მისი გაყალბება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რაც არ უნდა ლამაზი იყოს ბოთლი, შიგნით არსებული არყის გემო ისეთივე იქნება, როგორიც სხვა, იაფიან ჭურჭელში არსებულის, ამიტომაც არყის შერჩევა უფრო ძვირიანსა და იაფიანს შორის თითოეული მომხმარებლის პირადი გემოვნების საკითხია.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე