ზოდიაქოს ნიშნებისთვის საუკეთესო თანამშრომლები. თქვენ ეთანხმებით?

29 views

ყველაზე უსიამოვნო სამუშაომაც კი შეიძლება სიხარული მოგიტანოთ, როდესაც თქვენს გვერდით მშვენიერი ხალხი მუშაობს. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია სამუშაო კოლექტივში არსებული ატმოსფერო ჯეროვნად არ შეაფასოთ. გასაკვირიც არაა, რომ ასტროლოგები ურჩევენ ხელმძღვანელებს, რათა შეამოწმონ ზოდიაქოს ნიშნის თავსებადობა მეგობრობაში, სანამ ქვეშევრდომს საპასუხისმგებლო პროექტს ჩააბარებენ.

ზოდიაქოს ნიშნების თავსებადობა მეგობრობაში

ასტროლოგების აზრით, კურო, კირჩხიბი, თხის რქა და ქალწული ყველაზე მეტად მშრომელი ნიშნებია. თევზები საუკეთესო ინტუიციით გამოირჩევიან, ხოლო თუ ვინმეს უფროსად დანიშვნა გინდათ, მაშინ უმჯობესია კანდიდატი მორიელებს შორის ეძიოთ, რომელთაც საჭირო ადამიანებთან სწორი კომუნიკაციის უნარი გააჩნიათ.

ჩვენ ასევე გთავაზობთ გაიგოთ, თუ თითოეული კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნისათვის შესაფერისი რომელი თანამშრომლები არიან. მათთან იმეგობრებთ კიდეც და მუშაობაც გაგიმარტივდებათ. მოდით, მათაც შევეხოთ, ვისთანაც ძალზედ კომფორტული იქნება გვერდიგვერდ მუშაობა.

ცეცხლის ნიშნები

ვერძები

ენერგიული ხალხი, რომელიც ნებისმიერ გუნდს ეფექტურობას სძენენ. გულახდილები და უშუალოები, უყვართ შეჯიბრი, გამარჯვება და შემდეგ საკუთარი წარმატების ხმამაღალი აღნიშვნა. თავდაჯერებულობა და გამძლეობა სულ არ სჭირდებათ.

ტყუპებთან ძალზედ მარტივია ურთიერთობა. ვერძი კარგად ეწყობა ლომს, სასწორსა და მორიელს. ასევე ეფექტური იქნება შემოქმედებით მერწყულთან მუშაობა, რომლის იდეების რეალიზაციაც გაბედულ ვერძს საუკეთესოდ შეუძლია.

თუმცა მეორე ვერძთან დაკავშირებით ეს საკითხი საყურადღებოა. ამ ნიშნის ორი წარმომადგენელი ერთად იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანდებიან. რთულია ურთიერთობა იქნება საეჭვო კირჩხიბებთანაც, რომლებიც თავდაჯერებულ ვერძს თითქმის გააღიზიანებენ. მკაცრი თხის რქა კი ნაკლებად სავარაუდოა, რომ მგრძნობიარე ვერძის საიმედო თანაშემწედ იქცეს.

 

ლომები

მათ ყურადღება და დიდება ხიბლავთ, თუმცა მათი მიღებისაკენ მიმავალ გზაზე ხშირად ზარმაცობენ. მათ სიახლოვეში შრომისმოყვარე და მომთხოვნი ადამიანი სჭირდებათ, რომელიც შავ სამუშაოს გაუძღვება.

შესანიშნავი ტანდემი გამოდის ვერძთან, ქალწულთან, მორიელთან და კუროსთან, თუმცა ლიდერობის მოყვარულ ტყუპებსა და კირჩხიბთან ერთად ნაკლებად სავარაუდოა, რომ კარგად გაერთოთ. ენერგიულ თხის რქას არც პასიური ლომი მოეწონება. თევზებთან კავშირი არანაირ ხეირს არ დაგაყრით და ეს იმიტომ ხდება, რომ ორივე ნიშანი არც ისე შრომისმოყვარეა და ამის გარეშე სერიოზული მიზნის მიღწევა შეუძლებელია.

მშვილდოსნები

მათ არ ხიბლავთ ერთფეროვანი სამუშაო და ამიტომაც მზად არიან, რათა მუდმივად დაესწრონ კონფერენციებსა და სემინარებს, გამოსცადონ რაიმე ახალი და განათლება უსასრულოდ მიიღონ. ისინი ყოველთვის ახერხებენ მეგობრულ და ღია ადამიანებთან საერთო ენის გამონახვას.

ვერძები, კუროები, კირჩხიბები, ლომები, სასწორები, მორიელები და თხის რქები შესაძლოა მშვილდოსნის საიმედო მოკავშირეებად იქცნენ. მერწყულთან ურთიერთკავშირში ორივენი მეტ დროს ოცნებებს დაუთმობენ, ვიდრე რეალურად რაღაცის გაკეთებას. თევზებთან ტანდემში სამუშაოს სწორად დაგეგმვის უნარი არ გააჩნიათ. ტყუპები, ქალწული ან სხვა მშვილდოსანი კი ის პარტნიორები იქნებიან, რომელთანაც კომპრომისის გამონახვა არც ისე მარტივია.

მიწის ნიშნები

კუროები

მათ მუშაობა და ფულის შოვნა უყვართ. კარგი ფულადი მოტივაციის არსებობის შემთხვევაში იმდენ დროს დახარჯავენ სამსახურში, როგორც საჭიროა. შესაძლოა ზედიზედ ყველას არ დაუმეგობრდნენ, თუმცა სამსახურეობრივ გულგრილობაზე ვერ შეედავებით.

მშვენიერი სამუშაო კავშირი ტყუპებთან (თუმცა სავარაუდოდ ახლო მეგობრებად ვერ იქცევიან). მსგავსი ტემპერამენტის მქონე თხის რქასთანაც მარტივად მეგობრდებიან. ინტელექტუალურ და პრაგმატულ მორიელთან საერთო ენას პოულობენ. ლომსაც და ქალწულსაც უშინაურდებიან, თუმცა მეორე კუროსთან ან ვერძთან ურთიერთობა სიჯიუტის გამო გაუჭირდებათ. მერწყულთან და თევზებთან საერთო ცოტა აქვთ, რაც ნაყოფიერი კავშირის დამყარებაში ხელს შეუშლით.

ქალწულები

მათ ყველაფრისა და ყველას კონტროლი სურთ. სამსახურშიც კი სკოლის მასწავლებელს ჰგვანან, რომელიც მოსწავლეებს შეცდომების გამო საყვედურობს. დისციპლინირებულები, შრომისმოყვარეები და შემსრულებლები არიან. არ მოსწონთ ცვლილებები, თუმცა მორჩილად მუშაობენ.

ქალწულს საკუთარი სკრუპულოზულობა ხელს უწყობს კუროსთან, კირჩხიბთან და ლომთან ერთად მუშაობას. ქალწულისთვის ადვილია მორიელებთან, თხის რქებთან, ისევე როგორც საკუთარი ნიშნის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობა, თუმცა სასწორი, ვერძი და ტყუპები, ყველაფრის კონტროლის სურვილიდან გამომდინარე, ქალწულს მხოლოდ აღიზიანებენ. გულუბრყვილო მერწყული და მეოცნებე თევზები ასევე ვერ იქცევიან აქტიური ქალწულის საიმედო მოკავშირეებად.

თხის რქები

დისციპლინირებულობა და დამოუკიდებლობა თხის რქებს სასურველ მუშაკებად აქცევს. ისინი პირველები შედიან ოფისში და ბოლოები გამოდიან. მიუხედავად ამისა, გუნდში შესაძლოა მათი კარიერიზმი არ მოსწონდეთ.

კარგად იმუშავებენ კუროსთან, ტყუპებთან, კირჩხიბთან, ქალწულთან, მორიელთან და სასწორთან. აქტიურ თხის რქას თეორეტიკოს მშვილდოსანთან და მერწყულთან ერთადაც საიმედო სამუშაო კავშირის შექმნა შეუძლია. კარგი ინტუიციის მქონე თევზებიც საიმედო თანაშემწეებად იქცევიან, თუმცა მეორე ჯიუტი თხის რქასთან, ვერძთან და ლომთან საერთო ენის გამონახვა ნაკლებ შესაძლებელი იქნება.

ჰაერის ნიშნები

ტყუპები

მათ უყვართ პოპულარობა, ამიტომაც ერთ კოლექტივში რამდენიმე ტყუპი არც ისე კარგია. მათ უყვართ კამათი და სისწორის მტკიცება. სხვებში პატიოსნებასა და წესებით თამაშს აფასებენ. ტყუპების უარყოფით მხარეებს შორის მისი არაპროგნოზირებადობა უნდა აღინიშნოს. უფრო მეტიც, გეგმის ცვლილების შემთხვევაში ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს უკანასკნელ მომენტში გამოცხადება ხიბლავს.

შესანიშნავად იმუშავებს ვერძთან, კუროსთან და კირჩხიბთან ერთად. სასწორთან კავშირიც ჰარმონიული იქნება. ტყუპები მორიელებისადმი მორჩილებით თავს შესანიშნავად გრძნობენ. უანგარო თხის რქასთანაც შესაძლებელი იქნება (თუმცა მხოლოდ სამუშაო) კომუნიკაციის დამყარება. შესაძლოა დაუმეგობრდეთ ლომს, თუმცა ასეთი ალიანსი ნაყოფიერი ვერ იქნება. ყველანაირად მიუღებელია ტყუპების მერწყულთან და თევზებთან ტანდემი.

სასწორები

კეთილგანწყობილი, არაკონფლიქტური და სამართლიანი სასწორი უცვლელად კარგი განწყობით ნებისმიერ გუნდში მისასალმებელი სტუმარია. ამასთან, ისინი, სავარაუდოდ, მოქმედებენ არა მეთაურის, არამედ ინსპირატორის შემართებით, რადგანაც ხშირად შრომისმოყვარეობის დეფიციტს განიცდიან. ისინი არც ისე გაბედულები არიან და მთელი ენერგიის სამუშაოსათვის დახარჯვას ყველანაირად ერიდებიან.

სასწორი ვერძთან, ტყუპებთან და მორიელთან შესანიშნავად იმუშავებს. კარგია ასევე თხის რქასთან და შემოქმედებით მერწყულთან ურთიერთკავშირი, თუმცა კუროსთან, ლომთან, კირჩხიბთან, ქალწულთან და სასწორთან დაწყვილება არავის უღირს, ვისაც შედეგზე პასუხისმგებლობის აღების სურვილი აქვს. პასიური თევზებთანაც ვერ შეძლებთ პროდუქტიული მუშაობის კავშირის დამყარებას.

მერწყულები

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ნებისმიერ გუნდს ერგებიან, თუმცა შეუცვლელები არიან, როდესაც საქმე ნამდვილ მეგობრობას ეხება. აქედან გამომდინარე, მათ ბევრი ამხანაგი ჰყავთ, თუმცა ძალზედ ცოტა მეგობარი. სამსახურში მერწყულისთვის რთულია კონცენტრირება მოახდინოს ერთ პროექტზე, ამიტომ უმჯობესია მას ერთდროულად სხვადასხვა ხასიათის რამდენიმე დავალება მიანდოთ.

შესანიშნავად მუშაობენ ვერძთან, სასწორთან და მორიელთან ერთად, თუმცა იმავე მეოცნებე მერწყულთან კავშირში ნაკლებად შესაძლებელი იქნება დიდი საქმის წარმატებით დასრულება. მერწყულის ტანდემი კუროსთან, კირჩხიბთან, ლომთან და ტყუპებთან არც ისე მიზანშეწონილია.

წყლის ნიშნები

კირჩხიბები

ისინი პასუხისმგებლობით აღსავსე და შრომისმოყვარენი არიან, თუმცა ხშირად ისინი ხელმძღვანელ თანამდებობებზე არ ოცნებობენ. ამ ნიშნის წარმომადგენელს მოსწონს სტაბილურობა და კარგი შემოსავალი და, შესაბამისად,  შეუძლია წლობით იმუშაოს ერთ ადგილზე, ისე, რომ ცვლილებებზეც კი არ იფიქროს. ისინი საკმაოდ ჭკვიანები და თანმიმდევრულები არიან, რაც მათ როგორც მუშაობაში, ასევე ფინანსურ საკითხებში ეხმარებათ.

ჭკვიან კუროსთან, ტყუპებთან და ქალწულთან კარგი კავშირი შედგება. მორიელის ხელმძღვანელობით, კირჩხიბი შეძლებს თავისი პოტენციალის სრულად ათვისებას. იგი ასევე მარტივად გამონახავს საერთო ენას შრომისმოყვარე თხის რქასთან. კირჩხიბისთვის რთულია ამბიციურ ვერძთან და მერყევ სასწორთან კავშირის ქონა. ძუნწ კირჩხიბს ასევე გაუჭირდება გულუხვ მერწყულთან მუშაობა.

თევზები

მათ აქვთ კარგი ინტუიცია და იციან, თუ როგორ დაამყარონ კავშირი სწორ ხალხთან. გუნდში ისინი მშვიდები, შეუმჩნევლები არიან, საკმარისად მუშაობენ, თუმცა თავს ზედმეტად არ იტვირთავენ. მკაცრ თხის რქასა და ასეთივე მორიელს ერთად უფრო მეტის მიღწევა შეუძლიათ.

რაც შეეხება ვერძს, კუროს, ლომს, კირჩხიბს, ქალწულს, სასწორსა და თევზებს, მათთან ერთად თხის რქა უზარმაზარ შედეგებს ნამდვილად ვერ დადებს. ასეთ წყვილს შრომისმოყვარეობისა და შედეგებზე ფოკუსირების დეფიციტი ექნებათ.

მორიელები

მცოდნე მენეჯერები და დახვეწილი ფსიქოლოგები, რომელთაც ზუსტად იციან, თუ როგორ განაპირობონ გუნდის სრულფასოვანი მუშაობა. ტემპერამენტიან და ქარიზმატულ მორიელს შეუძლია გაუმკლავდეს ნებისმიერ დავალებას, თუ საკმარისი მოტივაცია გააჩნია.

უნიკალური ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანთან შესანიშნავად მუშაობს, თუმცა ორმა მორიელი საერთო ენის გამონახვას ყოველთვის ვერ შეძლებს. მათ შორის პასუხისმგებლობის სწორად გადანაწილების შემთხვევაში ამ ჯგუფს დიდი რამეების გაკეთება შეუძლია.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე