თქვენთვის ყველაზე ცუდი მეორე ნახევარი, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

63 views

ეჰ, სიყვარული-სიყვარული … სად უნდა იპოვნოთ და როგორ უნდა აიცილოთ თავიდან მისი დაკარგვა? კითხვები საკმაოდ ფილოსოფიურია და, როგორც ყოველთვის, უპასუხო რჩება, თუმცა თუკი გამოიყენებთ ზოდიაქოს ნიშნების თავსებადობას დაბადების თარიღის მიხედვით, შეძლებთ გაიგოთ, თუ რომელ ადამიანთან ურთიერთობა იქნება საზიანო და ეს უკვე რაღაცაა. მაგალითად, დაზოგილი დრო და ნერვები.

ზოდიაქოს ნიშნების თავსებადობა

ქალი-ვერძი

ამ ნიშნის წარმომადგენელ ქალებს სიყვარულში ძალიან გაუმართლებთ. ყველასთან, კირჩხიბის, ქალწულისა და თხის რქის ნიშნის წარმომადგენელი კაცის გარდა. ვერძი ხომ ემოციური, მგრძნობიარე ნიშანია. იგივეს ვერ ვიტყვით მორცხვ თხის რქებზე. კირჩხიბიც შეუფერებელია: სხვადასხვა სტიქიებია. ცეცხლოვანი ვერძი პარტნიორის ცვალებადობას ვერ გაუძლებს. ვერძი ქალწულს ორივე ნიშნის თანდაყოლილი სიჯიუტის გამო ვერ ეგუება.

ქალი-მერწყული

მერწყულის ნიშნის ქვეშ მყოფი ქალებისთვის კირჩხიბი და კურო ძალზედ მიუღებელი იქნება. მაგალითად, კურო თაყვანს სცემს სახლში არსებულ კომფორტს და სითბოს, მერწყული კი საკმაოდ ჩაკეტილია. მიეცით კირჩხიბებს სიმშვიდე, რაც მერწყულს საკუთარი თავისგან გამოდევნის. არავითარი დინამიკა. ეს ცხოვრება არაა!

ქალი-თევზები

ტყუპები და სასწორი თევზების ნიშნის ქვეშ მყოფ ქალებს ვერ დაუწყვილდებიან. მიზეზი მარტივია: ტყუპების არასერიოზულობა მშვიდი თევზების აღშფოთებას გამოიწვევს და ბოლოს ყველაფერი ცუდად დასრულდება. სასწორის უპასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირების შეუძლებლობა ნებისმიერ ურთიერთობას სერიოზულ და დიდხნიან დაღს დაასვავს.

ქალი-მორიელი

ქალი-მორიელი ლომსა და ვერძს ვერ უმკლავდება. ლომის შემთხვევაში, ეს ნამდვილი ანტიკოდების ბრძოლა იქნება. თითქმის ყველა დონეზე ამ ნიშნებს რადიკალურად განსხვავებული ციფრები აქვთ. მოკლედ, არ შეეფერებიან, ხოლო ვერძის ლიდერობის წყურვილი კი მორიელების ბუნებრივი ლიდერობის ნორმალურად განვითარების შესაძლებლობას მოსპობს. ერთ ურთიერთობაში ორი ალფა ვერ იქნება.

ქალი-ქალწული

ქალწულისთვის შესაფერისი შემდეგი ნიშნები არაა: ვერძი, ტყუპები და მერწყული. ვერძი და მერწყული ვერ იტანენ კრიტიკას და ამის გარეშე ქალწულებს არსებობა არ შეუძლიათ. მოლოდინის გადაჭარბებული შეფასება არასერიოზულ ტყუპებს არ გამოადგებათ. ისინი ურთიერთობებში არა თვითგანვითარებას, არამედ სხვა რამეს ეძებენ.

ქალი-სასწორი

ეს ნამდვილად მშვენიერი ნიშანი როდია შესაფერისი ნებისმიერი მამაკაცისათვის. მხოლოდ ქალწულს, მორიელსა და თევზებს ერგებათ ამგვარი ბედნიერება. ქალწული სასწორისგან მუდმივად ახალ მიღწევებსა და განვითარებას მოითხოვს. თევზებს იმ დონის მგრძნობიარობა სურთ, რაც სასწორს არასაკმარისად გააჩნია. მორიელთან კი ყველაფერი გასაოცრად არასტაბილურია. ცუდი ვარიანტია.

ქალი-კირჩხიბი

მხოლოდ სასწორს არ შეუძლია კირჩხიბის გაბედნიერება. ეს ყველაფერი სხვადასხვა ემოციურ გარემოებსა და საჭიროებებთანაა კავშირში. თავდაპირველად, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა შემდეგ სიტუაცია უფრო და უფრო გაუარესდება.

ქალი-ლომი

მორიელი არაა შესაფერისი ქალი-ლომისათვის. ამისათვის, მერწმუნეთ, საკმარისი მიზეზები არსებობს. ეს ძირითადად ეჭვიანობა და მესაკუთრეობაა. ნიშნები ძლიერები არიან, თუმცა ერთმანეთთან ვერ ეგუებიან.

ქალი-კურო

ქალი კუროსთვის ყველაზე ცუდი ვარიანტი მშვილდოსანთან და ლომთან ურთიერთობის დაწყება იქნება. პირველი ვარიანტი ცვლილებებისადმი სიყვარულიდან გამომდინარეა შეუფერებელი. რატომ? უბრალოდ ასეა. ლომთან კი უბრალოდ ვერაფერი დააკავშირებთ. სხვადასხვა ენერგეტიკისა და გემოვნების მატარებლები არიან.

ქალი-ტყუპები

თევზები და კურო ახლომახლო დაფრინავენ. ტყუპებთან ერთად არაფერი გამოვა იდეალური ყოველდღიური ცხოვრების ხედვაში არსებული განსხვავებიდან გამომდინარე. თევზების კრიტიკის ქარცეცხლში ნებისმიერი გაეხვევა. უფრო მეტიც, ქალი-ტყუპები განსაკუთრებით.

ქალი-თხის რქა

მშვილდოსანი მამაკაცი ქალი-თხის რქის გვერდით ვერ იქნება. ეს ყველაფერი კი მასზე დაკისრებული აუტანელი პასუხისმგებლობიდან გამომდინარეა. ისე, ისეთი ნიშანია, რას გააწყობ …

ქალი-მშვილდოსანი

ზუსტად იგივე მიზეზი, რაც წინა შემთხვევაში. თხის რქები და მშვილდოსანი ნიშნებია, რომელთა ახლოს ყოფნაც არ შეიძლება. ეს, რა თქმა უნდა, რომანტიკული გაგებით.

მოკლედ ასეა, როგორც ამბობენ, საქმე, ჩვენი ძვირფასო მკითხველო. ზოდიაქოს ნიშნის თავსებადობა სერიოზული და საინტერესო რამაა. შეგიძლიათ დიდი ხნის განმავლობაში შეისწავლოთ იგი და გამოიტანოთ დასკვნები. ამ თემით დაინტერესებულ ადამიანთა რაოდენობაც ნუ გაგიკვირდებათ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე