როგორ მივხვდეთ, გვიცავს თუ არა ჩვენი მფარველი ანგელოზი

52 views

”თუ შენთვის რთულია გაიგო, თუ როგორ გააკეთო სწორი არჩევანი ან გაუმკლავდე გარკვეულ სიტუაციას – უნდა იცოდე, რომ მარტო არ ხარ, ჩემო გოგონა. შენი მფარველი ანგელოზები ალბათ ახლა შენს გვერდით არიან! “ – მითხრა ბავშვობაში ბებიამ. ყველა ადამიანს ჰყავს მფარველი ანგელოზები და ისინი ყოველთვის ეხმარებიან და იცავენ მათ. ამ ფიქრმა არაერთხელ გადამარჩინა დეპრესიისა და ცხოვრებაში მომხდარი რთული მოვლენებისგან.

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ 7 ნიშნის შესახებ, რომლებიც მფარველი ანგელოზის სიახლოვეს გამცნობენ. აქამდე ამისთვის ყურადღება ნამდვილად არ მიგიქცევიათ, არა?

ანგელოზები-ადამიანის მცველები

ღრუბელი

ბავშვები ხშირად უყურებენ ღრუბლებს, ხედავენ მათში სხვადასხვა ფორმასა და ნაცნობ კონტურებს, თუმცა ჩვენ, მოზრდილებს, ცის ყურება გვავიწყდება და სრულიად უსაფუძვლოდაც. ამბობენ, რომ ცის ყურებისას იკვეთება  საყვარელი ადამიანის მონახაზები, რომელმაც ეს სამყარო დატოვა. ეს დამთხვევა ნამდვილად არა.

სულებს ღრუბლების გამოყენებით შეუძლიათ გადმოგვცენ შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ახლოს არიან. სხვათა შორის, ეს შეიძლება იყოს ჩვენთვის უფრო ნაცნობი ნიშნები, მაგალითად, მოულოდნელად ნაპოვნი ბუმბული ან თუნდაც ფოტოსურათები, რომლებიც კონკრეტულ ადამიანს გვახსენებს.

თეთრი ბუმბული

თუკი თეთრი ბუმბული ისეთ ადგილას იპოვნეთ, სადაც ნამდვილად არ უნდა იყოს, იცოდეთ, რომ ეს კარგის ნიშანია. მფარველ ანგელოზებს ძალზედ უყვართ ადამიანებისათვის ბუმბულის გაგზავნა, იმის ნიშანია, რომ წუხილი არ ღირს. წინ რაღაც მშვენიერი ელოდებათ!

მოგუდული ბგერები

მოგუდული ფაჩუნი ან სიჩუმეში ჩურჩული შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ მფარველ ანგელოზს ახლა რაიმე მნიშვნელოვანის თქმა სურს. შეეცადეთ მოუსმინოთ საკუთარ თავს. ეს მინიშნება შესაძლოა ბედნიერებისაკენ მიმავალი კარების გაღებაში დაგეხმაროთ.

ტემპერატურის ცვლილება

მოულოდნელად ძალზედ აცივდა ან დაცხა? ტემპერატურის ცვლილება შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ მფარველი ანგელოზები სადმე ახლოს არიან.

არსებობის შეგრძნება

დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას ჰქონდა განცდა, რომ ახლოს ვიღაცაა. მაშინაც კი, როდესაც ოთახი მთლიანად ცარიელია. ბევრს სჯერა, რომ ესეც ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ თქვენი მფარველი ანგელოზი ძალზედ ახლოსაა.

ჩხვლეტა თხემის არეში

ისეთი რაღაცები, როგორებიცაა ტანში გაცრა ანდაც თხემის არეში ოდნავი ჩხვლეტა, ასევე შესაძლოა მიუთითებდეს ანგელოზის არსებობაზე. შესაძლებელია ახლა მფარველი ანგელოზი ზუსტად თქვენს მხრებს უკან დგას …

ფერადი წრეები

ზოგიერთის აზრით, თვალების წინ ფერადი წრეები მხოლოდ ცრუ სიგნალია. ამასთან, არსებობს ვერსია, რომ ეს შესაძლოა ანგელოზის არსებობის ნიშანი იყოს. ათასობით ფოტო, რომლებზეც სინათლის უცნაური შუქებია აღბეჭდილი, პირდაპირ ანგელოზების არსებობაზე მიუთითებს.

რედაქციის რჩევა

ქრისტიანობაში მიიჩნევა, რომ თითოეულ ჩვენგანს საკუთარი პირადი მფარველი ანგელოზი ჰყავს, რომლის იდენტიფიცირება მისი სახელით ან დაბადების თარიღითაა შესაძლებელი. გთავაზობთ გაიგოთ, თუ პირადად თქვენთვის რომელი მფარველის ხატია განსაზღვრული!

ამბობენ, რომ ადამიანის მფარველი ანგელოზები არიან საყვარელი ადამიანები, რომლებიც ზეცაში გაფრინდნენ. ძნელი სათქმელია, ეს სიმართლეს შეესაბამება თუ არა, თუმცა პირადად მე მჯერა მფარველი ანგელოზების არსებობის. ვიცი, რომ რთულ პერიოდებში ისინი ყოველთვის ახლოს და დასახმარებლად მზად არიან.

და თქვენ თუ გჯერათ მათი არსებობის? ოდესმე გქონიათ თუ იმის განცდა, რომ ამ მომენტში ისინი თქვენს გვერდით არიან?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე