რა ფერის ვაშლი რომელი მიკროელემენტითაა მდიდარი?

654 views

ყველასათვის ცნობილია, რომ ვაშლის კანს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ ხილის სარგებლობა მის შეფერილობაზეცაა დამოკიდებული.

მსოფლიოში 7 ათასზე მეტი ვაშლის ჯიშია. გეთანხმებით, მაჩვენებელი საკმაოდ შთამბეჭდავია. ამასთან, ყველანაირი ვაშლის უბრალოდ წითლად, ყვითლად და მწვანედ დაყოფით შეგიძლიათ განსაზღვროთ, თუ რომელი ჯიშია თქვენთვის შესაფერისი. დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ რა განსხვავებაა ვაშლის სხვადასხვა შეფერილობებს შორის.

ვაშლის კანი

როცა ხილს მაღაზიაში ვყიდულობ, ვცდილობ კანი გავაცალო. ეს ან ჩემი გადაჭარბებული სიფრთხილეა, ან უაზრო ზიზღი, თუმცა ვაშლის კანი სულაც არაა სანდო. არასაკმარისადაა გარეცხილი.

თუმცა, როცა ორიოდე კილოგრამი ნამდვილი შინაური ვაშლის შეძენას ვახერხებ, კანს აუცილებლად ვტოვებ. პირველ რიგში, იგი შეიცავს ფლავონოიდებს. ესენი არის სპეციალური კომპონენტები, რომლებიც გულზე სასარგებლო ზემოქმედებით გამოირჩევიან. სხვათა შორის, ისინი ასევე გვხვდება ყურძენში, ბროწეულში, ალუბალში, კენკრასა და ციტრუსებში.

მეორეს მხრივ, ვაშლის კანი მდიდარია A და C ვიტამინებით. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს, ფოსფორს, კალიუმსა და რკინას. გარდა ამისა, შეიცავს სპეციალური ანტიოქსიდანტ კვარცეტინს, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე სასარგებლოდ მოქმედებს.

მწვანე ფერის ვაშლები

პირველი, რაც მწვანე ვაშლზე საუბრისას გახსენდებათ, როგორც წესი, მათი მჟავე გემოა. საქმე იმაშია, რომ მათში წითელ ვაშლთან შედარებით შაქარი ნაკლები შემცველობითაა. შესაბამისად, მწვანე ხილის კალორიული შემცველობა ბევრად უფრო დაბალია, ამიტომაც დიეტოლოგები წონაში დაკლებისათვის რეკომენდაციას უწევენ მწვანე ვაშლის მიღებას.

გარდა ამისა, მწვანე ვაშლებს გაზრდილი მჟავიანობა აქვს, ამიტომაც ისინი შესანიშნავია იმ ადამიანებისთვის, რომელთა მჟავიანობაც, პირიქით, ქვეითდება. სხვათა შორის, მჟავა კბილებს კარიესისგანაც იცავს.

ითვლება, რომ ვაშლის მწვანე ჯიშები შესანიშნავია დიაბეტით დაავადებულთათვის. ფაქტია, რომ ასეთ ნაყოფები გამოირჩევიან დაბალი გლიკემიური ინდექსით, მათში შემავალი პექტინული ნივთიერებებიდან გამომდინარე.

მწვანე ვაშლი ასევე შეიცავს მნიშვნელოვნად მეტ რკინას და C ვიტამინს. თუკი ალერგიისაკენ მიდრეკილება გაგაჩნიათ, უმჯობესია მწვანე ვაშლებიც მიირთვათ. ისინი ჰიპოალერგიულია.

წითელი ფერის ვაშლები

წითელი ვაშლები მრავალი თვალსაზრისითაა მწვანეზე ნაკლებ სასარგებლო. პირველ რიგში, მათში მეტი შაქარი და ნაკლები რკინაა. მეორეს მხრივ, წითელი ჯიშები ნაკლებად მდიდარი ვიტამინების კომპლექსს შეიცავს. ამასთან, ასეთი ხილის მჟავიანობა გაცილებით დაბალია.

გარდა ამისა, წითელი ვაშლი რეკომენდებულია გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. წითელ კანში არსებული ეს ნივთიერება ხელს უწყობს სისხლძარღვების გამართულ მუშაობას. წითელი ხილი ასევე შეიცავს პექტინს. იგი ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნას უწყობს ხელს.

ყვითელი ფერის ვაშლები

მწვანე და წითელი ვაშლებისგან განსხვავებით, ყვითელი ვაშლები გაცილებით ნაკლებ რკინას შეიცავს. ამასთან, ისინი შეიცავს მეტ პექტინს, რაც ორგანიზმს სხვადასხვა რადიოაქტიური და ტოქსიკური ნივთიერებებისადმი წინააღმდეგობის გაწევას უადვილებს. გარდა ამისა, ყვითელი ვაშლები კარგია ღვიძლისთვის, რადგანაც ისინი ნაღვლის წარმოქმნის ნორმალიზაციას უზრუნველყოფენ.

სხვათა შორის, ყვითელი ვაშლის ზოგიერთ სახეობას განსაკუთრებული კარამელის არომატი გააჩნია. მაგალითად, “ბანანის” ან “გოლდენ დელიშესის” ჯიშები. ამ ხილს არა მხოლოდ ძალზედ უჩვეულო სუნი, არამედ წითელი და მწვანე ვაშლისგან განსხვავებული გემოც აქვს.

ამბობენ, რომ თუ დღეში ერთ ვაშლს მიირთმევთ, საკუთარი თავის მრავალი დაავადებისგან დაცვასა და იმუნური სისტემის გაძლიერებას შეძლებთ. რამდენად ხშირად ჭამთ ვაშლს და გიყვართ თუ არა საერთოდ? აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში საყვარელი ჯიშის სახელი!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე