ელემენტარული ამოცანა მათთვის, ვისაც მათემატიკა ბავშვობიდან ეხერხება

11 views

საინტერესო თავსატეხების გადაჭრა ნებისმიერ ასაკში სასიამოვნოა. უფრო მეტიც, ამგვარი რამ გონებისთვისაცაა სასარგებლო. სოციალურ ქსელის უაზრო დათვალიერებას აღარ ჯობია?! დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ორ დავალებას, რომელშიც ბოთლის, ჩვეულებრივი ცარიელი ბოთლის წონა უნდა განსაზღვროთ. ამოხსნა არც ისეთი ადვილია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

რას იწონის ბოთლი

1. მაგიდაზე წვენით სავსე ბოთლია. მისი წონა წვენთან ერთად 1000 გრამია, ხოლო თუ ბოთლს ლიმონათს შეავსებთ, მისი წონა უკვე 1600 გრ-ს გაუტოლდება.

ასევე ცნობილია, რომ ლიმონათი წვენზე ორჯერ მძიმეა. აუცილებელია დადგინდეს, თუ რამდენს იწონის ბოთლი ასეთ პირობებში. შეძლებთ ამის ამოხსნას?

2. მეორე ამოცანაც ბოთლებს ეხება, თუმცა ცოტა სხვანაირად იხსნება. პირობის თანახმად, სტუდენტმა შეიძინა ერთი ბოთლი ხილის სასმელი, 800 გრ წონით. ძლიერ მწყურვალმა ზუსტად ნახევრამდე დაიყვანა ბოთლი.

ამის შემდეგ დარჩენილი ხილის წვენით სავსე ბოთლმა სასწორზე ზუსტად 480 გრ აჩვენა. იმის გარკვევაღა დაგვრჩენია, თუ რა წონისაა ცარიელი მინის ბოთლი.

ამოცანების ამოხსნა

1. რა თქმა უნდა, ამოცანის პირობაში ერთი უცნაურობა ადვილი შესამჩნევია. ლიმონათი წვენზე ორჯერ მძიმე ვერანაირად იქნება, თუმცა თავად ამოცანა და მისი შესაძლო ამოხსნა ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თითოეული პირობის რეალობასთან შესაბამისობის შემოწმება.

თუ ზემოაღნიშნულ პირობებში ლიმონათის ბოთლი 1600 გრამს იწონის, ხოლო წვენიანი ბოთლი 1000 გრამს, მაშინ წვენის წონა ზუსტად გაუტოლდება ამ სხვაობას. ასე რომ, წვენი იწონის 1600 – 1000 = 600 გრამს. მაშინ ლიმონათის წონა 600 * 2 = 1200 გრ-ია. თავად ბოთლის წონაა 1600 – 1200 = 400 გ.

2. თუ ხილის სასმლის სრული ბოთლი 800 გრ-ს იწონის, ხოლო ნახევრად ცარიელი 480 გრ-ს, მაშინ ეს სხვაობა ხილის სასმლის წონის ზუსტად ნახევარი (გარდა ჭურჭლისა) იქნება. ამ შემთხვევაში 800 – 480 = 320 გრ – ხილის სასმლის ნახევრის წონა. მაშინ ხილის სასმლის მთლიანი ბოთლი-320 * 2 = 640 გრ.

რამდენადაც შიგთავსის წონა აღმოვაჩინეთ, თავად ჭურჭლის წონის პოვნაც არ იქნება რთული. უბრალოდ 800 – 640 = 160 გრ.

ვიმედოვნებთ, რომ ამ ამოცანების ამოხსნამ სიამოვნება მოგანიჭათ და, რა თქმა უნდა, გვჯერა, რომ სწორი პასუხების პოვნაც მოვახერხეთ. თუ ასეა, მაშინ სკოლაში “ყველა მეცნიერებათა დედოფლის” გაკვეთილებს უშედეგოდ არ დასწრებიხართ. მასწავლებლები კი მათემატიკის ყველა სირთულეს ხარისხიანად ახსნას ტყუილად არ ცდილობდნენ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე