სახის სავარჯიშოები, რომლებიც ნაოჭებს აქრობს

15 views

იმის გასარკვევად, თუ რა არის სახის სავარჯიშოები, არ ღირს პირველი ნაოჭების გაჩენას დაელოდოთ. სახის სხვადასხვა ვარჯიშების ვიდეოებით ინტერნეტი გადავსებულია. უფრო მეტიც, მრავალი ქალისთვის ფეისბილდინგი უკვე ყოველდღიური ბიუთი-რუტინის ნაწილად იქცა.

ჩვენი რედაქციის ადრინდელმა გამოცემამ უკვე გაგიზიარათ სასარგებლო სტატია ამ თემაზე, თუმცა ეს ის ყველაფერი არაა, რითიც შეგვიძლია გაგაოცოთ. დღეს თქვენ ნახავთ მოქმედი სავარჯიშოების ნაკრებს პროფესიონალი ფეისბილდინგის ინსტრუქტორის, დანიელ კოლინსისგან. აღსანიშნავია, რომ სახის იოგის საკითხზე ეს ქალბატონი კონსულტაციას თავად მეგან მარკლს უწევს.

სახის სავარჯიშოები

რას გვაძლევს სახის სავარჯიშოები? პირველ რიგში, რეგულარული ვარჯიშის საშუალებით შეძლებთ წვრილი ნაოჭების გასწორებას. მეორეს მხრივ, ნაზოლაბიალური ნაკეცის რელიეფი უფრო რბილი გახდება და სახის კუნთებიც ტონუსში მოვლენ. გარდა ამისა, გაზრდილი სისხლის ნაკადის გამო, კანი ჟანგბადით გაჯერდება. ეს ხელს შეუწყობს თვალების ქვეშ საძულველი მუქი წრეების შემცირებას.

ფეისბილდინგის მწვრთნელი, დანიელ კოლინზი გირჩევთ თქვენს სახეს ფოტოსურათი გადაუღოთ თითოეული ვარჯიშის წინ. ეს მოგვიანებით შედეგების შედარებასადა მკაფიო პროგრესის დანახვაში დაგეხმარებათ. ასევე, სარკეში საკუთარი თავის ყურებისას თითოეული ვარჯიში შეასრულეთ.

სახის ვარჯიშები

1. პირველი ვარჯიში სახის ქვედა ნაწილის გავარჯიშებაში დაგეხმარებათ. ამისათვის ლოყები შიგნით შეწიეთ, ისე, რომ ტუჩებით ასო “O” წარმოქმნათ. შემდეგ ტუჩები შემოხვიეთ ზედა და ქვედა კბილებზე ისე, თითქოს ამ მდგომარეობაში გაღიმებას ცდილობთ. გაშალეთ და მოკეცეთ ტუჩები, გაიმეორეთ ეს მოძრაობა 5-6 ჯერ.

შემდგომ შიგნით შეკეცილი და გაღიმებული ტუჩების მდგომარეობაში თითი ნიკაპზე მიიდეთ. ტუჩები მოიკვნიტეთ და თავი ასწიე მაღლა, თითის საშუალებით. მან დამატებითი მცირე წინააღმდეგობა უნდა წარმოქმნას. რამდენჯერმე გაიმეორეთ ვარჯიში.

2. შემდეგი ვარჯიში თვალების გარშემო ნაოჭების გასწორებასა კუნთების ტონუსში მოყვანაში დაგეხმარებათ. შესრულების წინ დაიბანეთ ხელები. შემდეგ მოათავსეთ თითები თვალების კუთხეებში, რათა შექმნათ ინგლისური ასო “V”. შემდეგ დაიწყეთ ქვედა ქუთუთოების მოკუმვა, რათა კანკალი იგრძნოთ. გაჩერდით ასეთ პოზიციაში რამდენიმე წამის განმავლობაში. გაიმეორეთ ვარჯიში 1 წუთის განმავლობაში.

3. პირის წრიული კუნთის გასაძლიერებლად გააკეთეთ შემდეგი ვარჯიში. ამისათვის გაჭიმეთ ტუჩები ასო “O” ფორმის სახით. გამოიყენეთ საჩვენებელი თითები ტუჩების წრეზე მასაჟისთვის. გაიმეორეთ მოძრაობა 1 წუთის განმავლობაში.

სახის მარტივი ვარჯიშები

4. შემდეგი ვარჯიშისთვის კოვზი დაგჭირდებათ. ჩაიდეთ მისი სახელური პირში და ტუჩებით მოუჭირეთ. საჩვენებელი თითები დააჭირეთ ნაზოლაბიალურ ნაკეცს და დაიწყეთ კოვზის ტუჩებით აწევა. თითები საჭიროა მცირე წინააღმდეგობის შესაქმნელად. გაიმეორეთ ეს მოქმედება 10-ჯერ. თუ გაგიჭირდებათ, მცირეხნიანი შესვენება გააკეთეთ.

5. კისრიდან დაძაბულობის მოსახსნელად გააკეთეთ შემდეგი ვარჯიში. გადაწიეთ თავი უკან და თითების მსუბუქი წახნაგების მოძრაობებით გაიარეთ მთელ კისერსა და სახეზე. ტემპი სწრაფი უნდა იყოს. სუნთქვა არ დაგავიწყდეთ. გააკეთეთ ეს ვარჯიში 1 წუთის განმავლობაში.

6. შემდეგი ვარჯიში დაგეხმარებათ სახის კუნთებიდან დაძაბულობის მოხსნასა და მათ მოდუნებაში. თვალები დახუჭეთ 3 თითით, დაიდეთ პატარა თითები დახურულ პირზე, ხოლო დიდი თითები კი ყურებზე. ისუნთქეთ ნელა და ღრმად 1 წუთის განმავლობაში.

7. ეს მარტივი ვარჯიში სახის დაჭიმვაში დაგეხმარებათ. ტუჩები შიგნით შეწიეთ და პირში ფანქარი ჩაიდეთ. საჩვენებელი თითების გამოყენებით დაჭიმეთ კანი ლოყებზე და თავი უკან გადახარეთ. გააჩერეთ იგი ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამით, შემდეგ ჩამოწიეთ უკან და გაიმეორეთ მოძრაობა კიდევ 5-ჯერ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე