ქალის ტიპები, რომლებიც მამაკაცებს თავდავიწყებით უყვარდებათ

182 views

შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ მამაკაცები ქალების მხოლოდ ერთ სპეციფიკურ ტიპზე არიან გათვლილნი, რომელიც მათ გულს უჩქარებს და ვნებით აღავსებს. ეს ნიშნავს, რომ ქალბატონები “წარმატებული” გამოსახულების კლონირებას იწყებენ. ეს ყოველთვის როდია ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება, მამაკაცებს მაინც შეუძლიათ განასხვაონ ქალთა ტიპები.

უფრო მეტიც, ისინი საკმაოდ მრავალფეროვანია. სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ თითოეულ ალხანას თავისი ჩალხანა ჰყავს და სასურველია ინდივიდუალობის შენარჩუნება, თუმცა ამ რჩევას მხოლოდ ზოგიერთი ადამიანი ითვალისწინებს. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ იმის გარკვევას, თუ ქალების რა ტიპის გამოყენებაა შესაძლებელი მამაკაცების ეფექტურად მოსაზიდად.

ქალთა ტიპები

უნდა აღინიშნოს, რომ მდიდრული თეძოები და შთამბეჭდავი ბიუსტი ყოველთვის როდია განმსაზღვრელი მამაკაცებისათვის. აქ მნიშვნელოვანია პროპორცია. ყურადღება მიაქციეთ ტუჩების მგრძნობიარობას, დიდ თვალებს, ზოგად მოვლას. სინამდვილეში, ეს ძირითადი ასპექტებია, რომელთაც მამაკაცები ყურადღებას აქცევენ.

საბედისწერო ქალი

შესაძლოა ეს ყველაზე პოპულარული ტიპაჟია, ვინაიდან ასეთი ეპითეტის მხოლოდ ერთი ხსენებაც კი რაღაც არარეალურ ქალბატონს წარმოშობს. გარეგნობა ჩვეულებრივ მიმზიდველი აქვთ, მათ მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა. მკვეთრი ლოყები, დამატყვევებელი მზერა, ლამაზი სახე. ყველა ბიჭი ვერ ბედავს გაცნობას და სწორადაც იქცევა – ეს არის “მოქმედებით დატვირთული” ახალგაზრდა ქალბატონი. მიუხედავად ამისა, იგი ყოველთვის ჯოჯოხეთურად მიმზიდველია.

ძლიერი ნებისყოფის ქალი

მყარი სიარული, სწორი პოზა და სახის ნაკვთები შესაძლოა შეიძლება უხეშიც კი ჰქონდეს. რამდენადაც ბიზნესში ბევრი ასეთი ქალია, ისინი მიმზიდველობის ეტალონად ითვლებიან. ითვლება, რომ ასეთებს “ძლიერი” კაცები ირჩევენ, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ ეს ასე არ არის. კარიერისტები ძლიერი დედობრივი ინსტინქტით ირჩევენ საშუალო დონის მამაკაცებს, რომლებიც ხელს არ შეუშლიან და რომლებზე ზრუნვაც შესაძლებელია.

თინეიჯერი ქალი

ეს ტიპი რადიკალურად განსხვავდება წინათაგან. ხშირად ესენი არიან სპონტანური ქალები, რომლებსაც აქვთ დიდი თვალები და ბავშვური ჩვევები. ისინი თინეიჯერებს ჰგვანან და, როგორც წესი, თავიანთ ასაკზე ბევრად უფრო ახალგაზრდად გამოიყურებიან. ისინი შეიძლება იყვნენ, როგორც თავხედები, ისე მშვიდები. ინარჩუნებენ ახალგაზრდულ რომანტიკას, ყოველთვის მზად არიან თავგადასავლებისთვის და სიამოვნებით იმოგზაურებენ ბევრს. ავტოსტოპითაც კი.

უცხო სილამაზის ქალები

ქალები, რომლებიც სილამაზის სტანდარტებისგან შორს არიან და, შესაბამისად, შეიძლება თავი მიუღებლადაც მიიჩნიონ. მადლობა ღმერთს, მსოფლიოში ბევრი ადამიანია, ვინც ცდილობს ყველაზე განსაკუთრებული ადამიანის გამოძებნას. მცირე უზუსტობებმა შესაძლოა აღგაფრთოვანოთ კიდეც – ხალი, ცხვირზე კეხი, გამოშვერილი ყურები. თუ იცით, რომ ყველას არ ჰგავხართ, ეს ნიუანსები მხოლოდ მომხიბვლელობას გმატებს და მამაკაცებიც თქვენს ფერხთით გაერთხმებიან.

რბილი ქალი

როგორც წესი, ესაა მომრგვალო ფორმები, ტკბილი თეძოები და გამოსაჩენი მკერდი. სახის რბილი ნაკვთები, სქელი ტუჩები და კეთილი, მშვიდი მზერა. ასეთ ქალებს ოქროს წონა აქვთ მამაკაცებში, რადგან ინსტიქტი ქვეცნობიერად იწვევს, როცა ასეთ ქალს ჯანმრთელი და ძლიერი შთამომავლობის მოცემა შეუძლია. აქედან გამომდინარე, ესაა დარტყმა სუსტ მამაკაცურ ადგილზე, თუმცა სერიოზულად, ესენი არიან ვნებიანი გოგონები, რომელთაც კარგად აქვთ გააზრებული მათი სურვილები.

ქალი-სურათი

მას საშუალო გარეგნობა ერთ საინტერესო უპირატესობას ანიჭებს. თავის თავად დარჩენით შეუძლია ნებისმიერ ტიპად გარდაიქმნას, რომელზეც ჩვენ უკვე დავწერეთ. თანამედროვე სილამაზის ინდუსტრიას ბევრი რამის უნარი გააჩნია. მას აქვს თხელი ჭრილიანი ცხვირი, მაღალი წარბები და ნუშის ფორმის თვალები. მოკლედ, ლამაზმანია!

ქალთა ტიპები

უმეტესწილად, ქალების კლასიფიკაცია უგუნური ამოცანაა. ყველა განსხვავებული, ყველა უცხოა, ყველა ლამაზია. თქვენ არ უნდა იფიქროთ, რომ ჩვენ ისე ვწერთ, რომ არავინ განაწყენდეს. აუცილებლად დაწერეთ  კომენტარებში, თუ რას ფიქრობთ ამის შესახებ და კიდევ რა ტიპების ხსენება შეიძლება.

შეგიძლიათ დიდხანს იმსჯელოთ ქალების ტიპებზე და ვერ აირჩიოთ რომელიმე მათგანი, თუმცა შეგიძლიათ უარი თქვათ ამ ყველაფერზე და გიყვარდეთ თქვენი ქალი დაუფიქრებლად და ყოველგვარი სირთულის გარეშე. გმადლობთ, რომ ჩვენთან ხართ!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე