Home ტესტები ტესტი, რომელიც ასაკობრივ დემენციას ადრეულ ეტაპზე აღმოაჩენს

ტესტი, რომელიც ასაკობრივ დემენციას ადრეულ ეტაპზე აღმოაჩენს

by ნ კობერიძე
78 views

იმისათვის, რომ დარწმუნდეთ საკუთარ ფხიზელ აზროვნებასა და მოქნილ გონებაში, დროდადრო უნდა გაიაროთ დემენციის ტესტი. ალცჰეიმერის დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს არა მხოლოდ ზრდასრულ ასაკში. მისი სიმპტომები ზოგჯერ გაცილებით ადრე ჩნდება. შეამოწმეთ საკუთარი თავი და თქვენი ახლობლები!

დემენციის ტესტი

რა არის ალცჰეიმერის დაავადება? ეს არის დემენციის ტიპი, რომელიც ალიოს ალცჰეიმერმა პირველად 1907 წელს აღწერა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა მხოლოდ მათ შორის, ვინც უკვე გადალახა 65 წლიანი ასაკობრივი ზღვარი. ამასთან, ზოგჯერ, ძალზედ იშვიათად, ეს ბევრად უფრო ახალგაზრდებსაც ემართებათ. სხვათა შორის, ამ მხრივ მეცნიერთა პროგნოზები ძალზე სავალალოა: ისინი პროგნოზირებენ, რომ ამ დაავადების მატარებელთა რიცხვი 2050 წლისთვის ოთხჯერ გაიზრდება.

тест на альцгеймера

ამ მდგომარეობის არაპროგნოზირებადობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ძალზედნელა ვითარდება. პირველადი სიმპტომები იმდენად უმნიშვნელოა, რომ ცოტას თუკი შეუძლია მათი შემჩნევა. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ბოლო დროს მიღებული ინფორმაციის დამახსოვრების შეუძლებლობა. ასეთი მცირე რამ შესაძლოა თანდათანობით გადაიზარდოს სივრცეში ორიენტირებისა ან თვითმოვლის რამდენიმე მარტივი მოქმედების შეუძლებლობაშიც კი.

тест на альцгеймера картинки

ძნელი დასაჯერებელია, თუმცა მეცნიერებას დღემდეც ვერ გაურკვევია სრულად, თუ რატომ ავადდება ზოგიერთი ადამიანი ამ სენით. მიზეზი მრავალნაირი შეიძლება იყოს. მისგან სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა განვითარების ტემპი შესაძლოა მნიშვნელოვნად შენელდეს. ამისათვის, რა თქმა უნდა, დროულად უნდა შეამჩნიოთ, რომ ადამიანს რაღაც რიგზე ვერ აქვს.

тест на альцгеймера текст

მაგალითად, შეგიძლიათ ამ სურათზე აქლემი იპოვნოთ? რამდენი ხანი დაგჭირდათ ამისათვის? თუ ვერ იპოვნეთ ეს ცხოველი ან ამისათვის ძალზედ დიდი დრო დაგჭირდათ, ღირს კიდევ რამდენიმე მსგავსი ტესტის ჩატარება. ასევე სასურველია მოიძიოთ ლოგიკური დავალებების ნაკრები და ავარჯიშოთ გონება.

тест на альцгеймера верблюд

კიდევ რა საპროფილაქტიკო მეთოდები არსებობს

ექსპერტები დაზუსტებით ვერ ამტკიცებენ, რომ ამ რეკომენდაციების მკაცრმა დაცვამ შესაძლოა დიდი ხნით გადადოს სერიოზული სიმპტომების გამოვლენა, თუმცა მათი დაცვის შემთხვევაში თქვენი ცხოვრების ხარისხი ნამდვილად გაცილებით ამაღლდება! რისი მიკუთვნება შეიძლება აქ?

тест на альцгеймера найти верблюда

1. გააზრებული კვება

არ უნდა გადავარდეთ უკიდურესობებში და გადაეშვათ ერთი დიეტადან მეორეში. თუ გსურთ ფიზიკური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ, ხოლო ჰიპოთეტური ალცჰეიმერი ჯერაც არ შეგყრიათ, გირჩევთ დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ და რითი იკვებებით.უფრო ხშირად, მთავარი პრობლემა ჩვენს სუსტი ნებასა ან მსგავსი რამეში როდია. არა, ეს ყველაფერი ჩვენს გაუაზრებელ კვებას ეხება.

тесты на альцгеймера

თქვენს მიერ მოხმარებულ საკვებზე ფიქრითა და მინიმუმ მცირე ხრიკების ცოდნით, შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ თქვენი დიეტა. რა თქმა უნდა, არ უნდა გამოგრჩეთ ვიტამინები. მაგალითად, B12-მა, B3-მა და C-მ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეანელონ დაავადებების განვითარება და ასევე გააუმჯობესონ აზროვნების უნარი.

2. პროფილაქტიკური გამოკვლევები

ხშირად უგულებელყოფთ ექიმთან მისვლას. ეს ყველასთვის ჩვეულებრივი რამაა, მაგრამ ამის ბოროტად გამოყენება არ ღირს. სრული შემოწმება უნდა გაკეთდეს წელიწადში ერთხელ მაინც. ეს არა მხოლოდ სტომატოლოგთან მისვლას გულისხმობს, თუმცა არც იგი უნდა დაგვავიწყდეს.

альцгеймер тест

3. გონების ვარჯიში

სასწავლებლების დამთავრების შემდეგ გაცილებით ნაკლებად ვკითხულობთ, ხოლო ერთფეროვანი სამუშაო გონების სიჯანსაღისა და სიცხადის შენარჩუნებას როდი უწყობს ხელს. დაისახეთ მიზანი, რათა გქონდეთ წიგნების გარკვეული რაოდენობა გარკვეულ დროს. ეს უნდა იყოს რეალისტური მიზანი და თითქმის ყველანაირი წიგნები შეგიძლიათ იკითხოთ.

тест на альцгеймера животные

სულაც არაა აუცილებელი მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის კითხვა. ბევრ ადამიანს ეს გარკვეული ასაკის შემდეგ აღარ ხიბლავს და ესეთი ადამიანები კითხვაზე საერთოდ უარს ამბობენ. სწორედ ამიტომ შეგიძლიათ გადახვიდეთ პოპულარულ სამეცნიერო ალტერნატივებზე! ასევე, მაგალითად, უცხო ენების სწავლასაც მოკიდეთ ხელი. მსგავსი პრაქტიკა შესანიშნავია მეხსიერების და გონების განსავითარებლად.

და თქვენ მოახერხეთ სურათზე აქლემის პოვნა?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე