Home ჯანმრთელობა აშშ-ში დააარსეს ცხელი ხაზი, რომელზეც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დარეკავთ და ბოლო ხმაზე იყვირებთ

აშშ-ში დააარსეს ცხელი ხაზი, რომელზეც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დარეკავთ და ბოლო ხმაზე იყვირებთ

by ნ კობერიძე
6 views

გადაჭარბებული სტრესი და მუდმივი პრობლემები ძლიერ შფოთვას იწვევს. დღეს შევეცდებით დავადგინოთ, თუ რაში ვლინდება ადამიანის შფოთვა და როგორ უნდა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა. თუკი აკვიატებული აზრების გამო ღამით ვერ იძინებთ და შრომისუნარიანობაც გიქვეითდებათ, აუცილებლად წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია.

ადამიანის შფოთვა

შფოთის აღმოსაფხვრელად პირველი ნაბიჯი მისი სწორი განსაზღვრაა. ბევრმა არც კი იცის, თუ რა ემართებათ. შესაბამისად, ამგვარ ადამიანებს არ შეუძლიათ შექმნან ამ მდგომარეობასთან გამკლავების კონკრეტული სტრატეგია.

как справиться со стрессом на работе

ყველაზე ხშირად ვღელავთ არა რეალურ საგნებზე, არამედ იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს ჰიპოთეტურად. კონკრეტული საგნების მოგვარება ბევრად უფრო ადვილია, თუმცა როგორ უნდა გაუმკლავდეთ ისეთ რამეებს, რაც ჯერ კიდევ არ მომხდარა? ველური ფანტაზია, რომელიც ახალი ამბების არხებითა და მეზობლური ჭორებით იკვებება, ზოგჯერ საშინელ სურათებს წარმოშობს. სწორედ მათ ვუყურებთ დაძინებამდე დროდადრო. კოშმარების წარმოშობა არც ისე იშვიათია ხანგრძლივი შფოთვისას.

как справиться со стрессом

ზოგადი შფოთვა ხასიათდება მწვავე შიშით, კონცენტრაციის ან დაძინების შეუძლებლობითა და არეული აზრებით. შფოთვამ შესაძლოა გამოიწვიოს პანიკური შეტევა, ამიტომაც უმჯობესია პრობლემის მოგვარება ბედისწერას არ მიანდოთ. შფოთვის მიზეზები შესაძლოა ძალზედ განსხვავებული იყოს. პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ისევე როგორც მწვავე ემოციური რყევები, ყველაზე გავრცელებული ვარიანტებია.

как справиться с бессонницей

როგორ უნდა გაუმკლავდეთ შფოთვას

1. კონკრეტული მიზეზების აღმოფხვრა

стрессоустойчивость

თუ თქვენს ცხოვრებაში რაიმე კონკრეტული რამაა, რაც გაწუხებთ, შეეცადეთ რაც შეიძლება მალე მოაგვაროთ იგი. დაგეგმეთ და შეასრულეთ, რაც შეგიძლიათ, შემდგომ კი მოდუნდით. ყველაფერი გააკეთეთ, რაც შეგეძლოთ!

2. ძილის რეჟიმის დარეგულირება

стресс адаптация

ძილი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გვგონია. ძალზედ ხანმოკლე ძილმა შესაძლოა გამოიწვიოს არაპროგნოზირებადი შედეგები მადის მომატებისა და სტრესისადმი მდგრადობის შემცირების სახით. ასწავლეთ საკუთარ თავს ერთსა და იმავე დროს დაწოლა და ადგომა. სწორედ ძილის დროს ვამუშავებთ დღის განმავლობაში მიღებულ ყველა ინფორმაციას და ასევე ვიშორებთ ზედმეტ რამეებს.

3. რაციონის დაბალანსება

переедание сладкого

შეეცადეთ დაგეგმოთ თქვენი მენიუ ისე, რომ იგი შეიცავდეს არა მხოლოდ გემრიელ, არამედ ჯანსაღ ინგრედიენტებსაც. ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ბალანსი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კარგი მეტაბოლიზმისთვის, არამედ ფსიქიკისთვისაც. სისტემატურად არასწორად მკვებავი ადამიანი თავს დაუძლურებისა და მუდმივი სისუსტის რისკის ქვეშ აყენებს.

4. ტოქსიკური ადამიანებისაგან განთავისუფლება

токсичный человек это

თუ შეგიმჩნევიათ, რომ გარკვეულ ხალხთან შეხვედრისა და საუბრის შემდეგ თავს ბევრად უარესად გრძნობთ, უმჯობესია მათი მონაწილეობა თქვენს ცხოვრებაში მინიმუმამდე შეამციროთ. ხშირად ეს ადამიანები ნათესავები ან თანამშრომლები აღმოჩნდებიან, მაშინ კი სიტუაციის მოგვარება ბევრად რთულდება. ამასთან, მსგავს შემთხვევებში, შეგიძლია ოდნავ მაინც შეზღუდოთ მათთან კომუნიკაცია. შეეცადეთ მაქსიმალურად აარიდოთ საკუთარი თავი ამგვარი ხალხის გვერდით ყოფნას. დაე, ჩათვალონ არც ისე თავაზიანად, თუმცა ამით ფსიქიკას შეინარჩუნებთ.

5. შფოთვის გარეთ გამოდევნა

ამ შემთხვევაში არსებობს ფიზიკური დატვირთვის კარგი კომპლექსები. ინტენსიური კარდიო და ასევე ძალისმიერი ვარჯიში შესანიშნავად უმკლავდება შფოთვას. თუ ამგვარი აქტივობების შესაძლებლობა არ გაქვთ, შეეცადეთ თუნდაც სამსახურამდე ფეხით მიხვიდეთ. სუფთა ჰაერზე უბრალო სეირნობაც კი დაგეხმარებათ სტრესის დონის ოდნავ შემცირებაში.

და ასევე ძალზედ უჩვეულო მეთოდი, რომელიც ალბათ ბევრს მოეწონება. შეგიძლიათ იყვიროთ, მაგალითად, ბალიშში. თუკი ბალიში ძალზედ ბანალურ ვარიანტად გეჩვენებათ, შეეცადეთ გამოიყენოთ ცხელი ხაზი, რომელიც შეერთებულ შტატებში ახლახანს გაიხსნა. ყველა ყვირილი იწერება და სხვების ყვირილის მოსმენაც კი შეგიძლია. მაშინვე ცოტათი მშვიდდებით, რადგან იგებთ, რომ მარტო არ ხართ …

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე