რატომ გაიზარდნენ ჩვენი დედები სიყვარულის ნაკლებობით და როგორ დავეხმაროთ მათ

23 views

არც ისე დიდი ხნის წინ, სოციალურ ქსელებში წავაწყდი ერთ-ერთი ბლოგერის მოსაზრებას დედობის შესახებ. მისი სიტყვები სულისშემძვრელია, რადგანაც მან დედობის არსი საკუთარი გადმოსახედიდან ახსნა. იგი წერს, რომ იყო დრო, როდესაც დედები და ბებიები უბრალოდ ვერ აქცევდნენ შვილებს იმდენ ყურადღებას, რამდენიც მათ სჭირდებოდათ: ”ჩვენს ბებიებს ჩვენი დედები არ აინტერესებდათ. უფრო სწორად, დრო არასდროს ჰქონდათ: მუშაობდნენ, აღადგენდნენ ომის შედეგად დანგრეულ ქალაქებს. როდესაც სახლი და საკვები ქრება, საბავშვო სიმღერებისა და დამალობანისათვის დრო აღარ რჩება. ”

материнство цитаты

პრობლემა იმაშია, რომ ომის დროს გაზრდილმა ქალებმა თავადაც არ იცოდნენ, თუ რა არის დედობრივი სიყვარული და მზრუნველობა. ამიტომ, მათ ზუსტად ისე დაიწყეს შვილების აღზრდა, როგორც ისინი მშობლებმა აღზარდეს, როგორც მათ იცოდნენ.

мама и дочь фото

დედობის არსი

თანამედროვე მშობლები ურჩევნიათ ზედმეტად იზრუნონ შვილებზე, ვიდრე თავად მათ მისცენ  გადაწყვეტილებების მიღების საშუალება. გაზრდილი ბავშვები, რომელთაცმთელი ცხოვრება უფრთხილდებოდნენ, იწყებენ მშობლების დადანაშაულებას იმაში, რომ მათ, ბავშვებმა, ვერ მიაღწიეს იმ დონის რამეს, როგორსაც მოზარდები აღწევენ. ერთმანეთისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები დედა და შვილი არიან. ამიტომაც მათი სიყვარული ურთიერთკავშირშია. დედის სიყვარული მნიშვნელოვანია ბავშვისთვის და ბავშვის საპასუხო სიყვარულიც მნიშვნელოვანია დედისთვის.

иллюстрации мама и дочь

ბლოგერი ოლგა საველიევა წერს, რომ ბავშვის სიყვარული შენაძენისგან თანხის დაბრუნებას ჰგავს. ძალზედ ლამაზი ბონუსი, არა რაღაც დაუფასებელი. როდესაც დედა ამბობს, რომ მან მთელი ცხოვრება ბავშვის აღზრდას მიუძღვნა, სიმართლეა, თუმცა არა სიყვარულის მიზეზი. ოლგა განმარტავს, რომ არ გაქვთ უფლება მოითხოვოთ სიყვარული, როგორც პროცენტი საბანკო დეპოზიტებზე. პირველ რიგში უნდა გიყვარდეთ საკუთარი თავი არა რაიმესთვის, არამედ ასე და ამგვარად: ”სიყვარული სინათლეა. გინდა განათდეს? ჩართე. აანთე. შეიყვარე ”.

мама и дочь цитаты

არ არსებობს სრულყოფილი მშობლები, ეს შეუძლებელია. თითოეული თავისი ოჯახისთვის ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. ყველას სურს აღიაროს, თუ რამდენი დრო და ძალისხმევა დახარჯა, ესეც ნორმალურია. სანამ ბავშვი პატარაა, მას უყვარს მშობლები ისეთებად, როგორებიც არიან: მშრომელები თუ უსაქმურები მავნე ჩვევებით.

мама и дочь отношения

ბავშვური წყენები

მაშინ, როდესაც ბავშვი გაიზრდება, მან საკუთარ თავზე უნდა აიღოს საკუთარ ქმედებებზე მთელი პასუხისმგებლობა. ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ წარუმატებლობაში დედას, რომელმაც თავის თავზე კაპიკიც ვერ გაიმეტა და სხვა გოგოების მსგავსად ფეხსაცმელი არ უყიდია. საჭიროც კი არაა იმის თქმა, რომ ბავშვობაში მამაშენი ნაკლებ ყურადღებას გაქცევდა, როდესაც ღამის ცვლიდან ძალაგამოცლილი მოდიოდა და დივანზე ეცემოდა.

картинка мама и дочь

ყველაფერი რაც მშობლებმა მოგცეს, თავიანთი შესაძლებლობების, გარემოებების, ხასიათის, დროის გათვალისწინებით შეძლეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ არ ვუყვარვართ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უყვართ თავიანთი შვილები, უბრალოდ არა ისე, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. ყოველ შემთხვევაში, მადლიერი იყავით იმისთვის, რაც დედამ და მამამ მოგცეს.

мама и дочка 10 лет

ჩვენ ვართ ისინი, ვინც ვართ, პირველ რიგში, სწორედ მშობლების წყალობით. შემდგომში პიროვნება საზოგადოებაში ვითარდება და შესაძლოა შეავსოს აღზრდის ის ხარვეზები, რაც მშობლებმა თავის დროზე დაუტოვეს. იმიტომ კი არა, რომ სიყვარული არ სურდათ, არამედ იმიტომ, რომ არ შეეძლოთ. ბავშვობის წყენა ძალზედ დიდი დრო მიჰყვებათ ადამიანებს, რაც შესაძლოა დაეხარჯათ სამყაროში უახლოეს ადამიანთან ჩახუტებასა და სიტყვებზე:

“მიყვარხარ და მადლობას გიხდი ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე, დედა”.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე