Home ახალი ამბები 8 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ტელეფონს უსმენენ

8 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ტელეფონს უსმენენ

1097 views

თანამედროვე სამყაროში უმეტესობა ჩვენთაგანი გაჯეტებზეა დამოკიდებული და ისიც არავისთვისაა საიდუმლო, რომ ტელეფონებთან წვდომა არა მხოლოდ მფლობელებს აქვთ. დღესდღეობით უმარტივესია სმარტფონში სპეციალური ჩიპის ჩამალვა და მისი დავირუსება. ჩვეულებრივი ადამიანები ზე საიდუმლო ინფორმაციას დიდი ალბათობით ნამდვილად არ ფლობენ, თუმცა მაინც არასასიამოვნოა იმის განცდა, რომ შესაძლოა ვიღაც პირად საუბრებს უსმენდეს. არსებობს გარკვეული ნიშნები, რომლებიც მიგითითებთ იმაზე, რომ თქვენ ტელეფონს უსმენენ.

1. სმარტფონის გადახურება

როცა სმარტფონზე რაიმე პროგრამებია აქტიური, ის შესაბამისად აპარატის რესურსებსაც მოიხმარს. მაგალითად თუ თქვენ ტელეფონზე საუბრობთ, თამაშებს თამაშობთ ან აპლიკაციებს იყენებთ, მოწყობილობა ხურდება. ეს ტელეფონის ნორმალური რეაქციაა, თუმცა შპიონური ვირუსიც ანალოგიური მექანიზმით მუშაობს, ის მართალია არანაირად არ ვლინდება, თუმცა ვერც ელემენტს ატყუებს. თუ სმარტფონს არ იყენებთ, მაგრამ ის მაინც ხურდება, ეს მასში ვირუსების არსებობის ნიშანია. სხვაგვარადაც ხდება: საუბრისას მოწყობილობა ჩვეულებრივზე ძლიერ ხურდება, ეს კი იმას მიანიშნებს, რომ აკუმულატორი არა მხოლოდ სატელეფონო კავშირისათვის, არამედ გვერდითი აპლიკაციებისთვისაც გამოიყენება.

2. უცნაური შეტყობინება

ზოგიერთი სახიფათო პროგრამა კი არ იმალება, არამედ პირიქით თავისი არსებობის შესახებ გატყობინებთ, თუმცა ჩვენ მათ შემჩნევას ყოველთვის როდი ვახერხებთ. ერთ-ერთი ვარიანტია უცხო ნომრიდან გამოგზავნილი ციფრებისა და სიმბოლოების უაზრო ტექსტი. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ასეთ შეტყობინებას უბრალოდ წაშლით და საქმეც ამით მორჩება, თუმცა მათი სმარტფონზე მოხვედრისას, ისინი თავის გასაკეთებელს მაინც აკეთებენ და წაშლა გამოსავალი არაა. თუ მსგავსი შეტყობინებები ხშირად მოგდით, დროა ტელეფონი ვირუსების არსებობაზე შეამოწმოთ.

3. უეცარი აქტიურობა

ჰაკერის დანიშნულება არა მხოლოდ ვირუსის შემოპარება, არამედ მისი მუშაობის დამალვაცაა, თუმცა დროთა განმავლობაში ასეთი სახის პროგრამებსაც განახლება სჭირდება, მონაცემემბის გადაცემა და ვირუსის მუშაობის შემოწმება, სწორედ ამ დროს ტელეფონზე უეცარი აქტივობა ჩნდება(მაგალითად, ეკრანი უმიზეზოდ აინთო), ეს სერიოზული მიზეზია სპეციალისტს მიმართოთ.

4. ელექტრონული ექო

გახსოვთ ძველებური ტელეფონები როგორ რეაგირებდნენ დინამიკებთან მიახლოებისას? ისინი საუბრისა თუ შეტყობინების გაგზავნისას უსიამოვნო ჭრიალს იწყებდნენ. თანამედროვე სმარტფონებში მსგავსი ნაკლოვანება იშვიათობაა, თუმცა ზოგჯერ მაინც ხდება. ელექტონული ექოს საშუალებით შეგიძლიათ გაიგოთ, რომ ტელეფონში არასასურველი აქტივობა ხორციელდება. მაგალითად თუ სმარტფონი მშვიდ მდგომარეობაში იყო და უცებ ექოს გამოცემა დაიწყო, დიდი ალბათობით სხვა მოწყობილობასთან ინფორმაციის გაცვლა მიმდინარეობს.

5. მოპარული ტრეფიკი

ბევრი მობილური ოპერატორი მომხმარებლებს ულიმიტო ინტერნეტს სთავაზობენ. ამასთან, ასეთ ნაკადში მავნე კავშირების მოძიება იოლი საქმე როდია, მის აღმოსაჩენად ტრეფიკის კონტროლი უნდა შეძლოთ. ოპერატორები ამისათვის თვითონ გთავაზობენ არაერთ აპლიკაციას. თუ გარკვეულ მომენტში ტრეფიკის რაოდენობა იზრდება, ინტერნეტ სივრცეში კი არ აქტიურობთ, სავსებით შესაძლებელია, რომ ამ დროს ტრეფიკის მოპარვა ხდება და ვიღაც თქვენს სმარტფონთან ინფორმაციას ცვლის.

6. ტელეფონის შენელებული რეაქცია

ყველა პროგრამა მოწყობილობის რესურსებს აქტიურად იყენებს, მაგრამ თუ ტელეფონს მავნე პროგრამა შეუერთდა, ის ელემენტის დიდ ნაწილს თავად მოიხმარს და შედეგად დაკავშირების დამატებით დროს საჭიროებს. როგორ გამოიყურება ეს ყოველივე? თქვენ თითს დარეკვის ღილაკს აჭერთ, თუმცა სმარტფონის რეაქცია წუთის მეასედის აგვიანებს ან კიდევ მოწყობილობა ჩვეულებრივზე ნელა ითიშება. მსგავსი ნიშანი 100%-ით არ მიანიშნებს მოსმენის არსებობაზე, თუმცა შფოთვის მიზეზს ნამდვილად აჩენს.

7. გვერდითი ხმები

ეს ნიშანი აქტუალური იყო ძველი სმარტფონების შემთხვევაშიც, თანამედროვე ტელეფონზე ხომ საუბარიც ზედმეტია. დღევანდელობაში თითქმის მთელი კავშირი ციფრულია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყურმილში სიგნალი ფაქტიურად იდეალურად უნდა ისმოდეს. ზოგჯერ კავშირის ხარისხზე ამინდი ან აპარატის პრობლემა ახდენს გავლენას, თუმცა ხდება ისეც, რომ საეჭვო გვერდითი ხმები გესმით, რომლებიც საუბარს ამახინჯებს, სწორედ ეს ფონური ხმა არის ის მინიშება, რომელიც მიგვითითებს რომ საუბრის პროცესში ვიღაც მესამეც ჩართულია.

8. ზარების ჩანაწერი

არაერთ თანამედროვე სმარტფონში ჩანერგილია სატელეფონო საუბრების ჩაწერის პროგრამა და თუ თავად ტელეფონს არ მოჰყვა მსგავსი ფუნქცია, თავად შეგიძლიათ შესაბამისი აპლიკაციის გადმოწერა. ამ მეთოდით ტელეფონების მომხმარებლები თავად ინახავენ საუბრის ჩანაწერს და მოწყობილობას მათთან წვდომის უფლებას აძლევენ. მეხსიერებიდან ჩანაწერი ყველგან შეიძლება მოხვდეს და პირდაპირ ტელეფონიდან იქნას მოსმენილი, ასე რომ აპლიკაციების გადმოწერისას სიფრთხილე ნამდვილად გმართებთ.

არ ღირს პანიკური შიში იმისა, რომ ვიღაც აუცილებლად გისმენთ. თქვენთვის საიდუმლო ინფორმაცია ჯობს სმარტფონში საერთოდ არ შეინახოთ, ხოლო თუ მსგავსი არც არაფერი გაქვთ, მით უფრო შფოთვის მიზეზი საერთოდ არ გქონიათ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე