Home ჰოროსკოპი ჩინელი ექსპერტის წინასწარმეტყველება, აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ჩინელი ექსპერტის წინასწარმეტყველება, აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით

197 views

ძალიან მალე, უფრო ზუსტად კი 12თებერვალს, ჩვენ ჩინურ ახალ წელს ავღნიშნავთ. სწორედ ამ დღეს თეთრი მეტალი ხარი ოფიციალურად იღებს თავის ძალაუფლებას და სრულიად ახალი ციკლი იწყება. სწორედ ამიტომ დროა ჩინელი ექსპერტის კევინ ფუნგისაგან ზუსტი ჰოროსკოპი მოვისმინოთ.

ჩინური ახალი წლის დადგომასთან ერთად ყველა ნიშანს ცვლილებები ელით. აღმოსავლური კალენდარი სწორედ ამას ღაღადებს.

2021 წლის ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი

დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ თუ რას მოუტანს თეთრი მეტალის ხარის წელი ჩინური ჰოროსკოპის 12ნიშანს.

ვირთხა

2021წლის დადგომასთან ერთად ვირთხის ნიშნით დაბადებულებს ნაცრისფერი კარდინალის მანტიის მორგება მოუწევთ. ბევრ ყურადღებას ნუ მიიქცევთ და გახსოვდეთ, ბედნიერებას სიჩუმე უყვარს.

სახლში სავარაუდოა რემონტი, ასევე საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ამ წელს ვირთხისთვის ფულზე მნიშვნელოვანი არაფერი იქნება. თუ დიდი ხანია ფიქრობდით ავტომობილის შეძენას, გახსოვდეთ, რომ ეს შენაძენებისათვის საუკეთესო დროა.

ხარი

ყველას, ვინც ხარის წელში დაიბადა ნაყოფიერი, წარმატებული და შთამაგონებელი პერიოდი მოელის. ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, ხარი ჯიდლოს მიიღებს.

ეს მშვენიერი დროა ოჯახი შესაქმნელად, ასევე ბიზნესში ახალი პარტნიორების მოსაძიებლად. ყველა ხარ-პერფექციონისტს კი ეს წელი ასწავლის იმას, რომ საჭიროა გარშემომყოფები მიიღონ ისეთად, როგორიც ისინი სინამდვილეში არიან და ახლობლებს შეცდომის უფლება მისცენ.

ვეფხვი

ნუ მოატყუებთ და უღალატებთ ახლობლებსა და მეგობრებს, რადგანაც ამ შემთხვევაში 2021წლის მმართველი ოჯახში ბარაქას გპირდებათ.

ამასთანავე 2021წელს ვეფხვის ცხოვრების არაერთი სფერო წონასწორობას მოიპოვებს. ეს კარგი დროა იმისათვის, რომ დაფიქრდეთ ოჯახის ფასეულობებზე, არა მარტო იფიქროთ, არამედ ცვლილებებიც განახორციელოთ. ნუ შეგაშინებთ ცვლილებები, კარდინალურებიც კი! ეს მშვენიერი მომენტია, რათა არა მხოლოდ მყარი ფუნდამენტი შექმნათ, არამედ ააშენოთ იმდენი, რამდენიც საჭიროა.

კურდღელი

დაძაბული 2020წლის შემდეგ კურდღლებს სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის საშუალება მოეცემა და ეს ეხება ცხოვრების უმეტესს სფეროს. პირად ურთიერთობებში წინა ფლანგზე ნდობის საკითხი გადმოინაცვლებს.

მათთვის, ვისაც უკვე აქვს თავისი ბიზნესი, ეს პერიოდი ახალი პერსპექტივების მხრივ ნაყოფიერი აღმოჩნდება. თუ თქვენი საქმე ჯერ კიდევ არ გაქვთ, 2021წელს ნამდვილად შეძლებთ არსებული მიმართულების ნებისმიერი ალტერნატივის ამორჩევასა და საკუთარი ბიზნესის წამოწყებას. მთავარია საკუთარი თავის გჯეროდეთ!

დრაკონი

დრაკონო, ყურადღებით იყავი! 2021წელი თქვენთვის ამერიკული მთების მსგავსი იქნება, რომელიც ყოველ მოსახვევზე მოულოდნელობას გპირდებათ! თუმცა შეცდომებისა და სამსახურში გადაწვისგან თავის არიდებაში საკუთარ თავზე სულიერი მუშაობა დაგეხმარებათ. დაიწყეთ მედიტაცია ან იოგაზე ჩაეწერეთ. ან იქნებ სუფთა ჰაერზე ხანგრძლივი გასეირნება გირჩევნიათ?

წყლის მეორე ნახევარში დრაკონებს წარმატება ელით, რომელიც მათ ბედნიერსა და იღბლიანად აქცევს, თუმცა ერთი პირობით: არ ღირს ახალ ფინანსურ თუ პროფესიულ წამოწყებებში გადაშვება. ურთიერთობების კუთხითაც არ ღირს სერიოზული ნაბიჯების გადადგმა.

გველი

ბრძენმა გველმა 2021წელს შეუძლია მოისვენოს, რადგანაც ის მისთვის ყველა მხრივ კარგი წელი იქნება. ეს მშვენიერი პერიოდია ქორწინებისათვის, სამსახურის გამოცვლისა და საკუთარი ბინის შეძენისათვის.

ყველაფერი, რასაც გველი ამ წელს გადაწყვეტს, გავლენას სამომავლოდ რამოდენიმე წელზე იქონიებს. თქვენში გაიღვიძებს შემეცნების, მოგზაურობისა და ახალი აღმოჩენების სურვილი. ნუ შეეწინააღმდეგებით ამ ყოველივეს და წინ თამამად იარეთ!

ცხენი

2021წელი საქმიან და ჭკვიან ცხენს მასისაგან გამოყოფს და მასში ახალ შესაძლებლობებს გამოავლენს. ეს კარგი პერიოდია ოჯახის შესაქმნელად და ბიზნესის განსავითარებლად. ამასთანავე მნიშვნელოვანია სამსახურისა და დასვენების ბალანსის შენარჩუნება. სასურველია მცირე, თუმცა რომანტივით აღსავსე ქალაქგარეთ გასეირნებები, ან საერთოდაც ქვეყნის გარეთაც.

ასევე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ხარის წელში მოიგებს ის, ვინც წინ თანაბარი და ნელი ნაბიჯებით მიდის. შესაძლოა ყველაფერი ისე სწრაფად არ მოხდეს, როგორც გსურთ, თუმცა ფინანსურ ასპექტში იღბალი გარანტირებულია.

თხა

ბევრი სიურპრიზი ელის 2021წელს თხის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს. პირადში ყველაფერი კარგად იქნება, პრობლემები თუ კამათი მარტივად და სწრაფად გადაწყდება. აღნიშნული ნიშანის მარტოხელა წარმომადგენელთა უმეტესობა თავის მეორე ნახევარს იპოვის.

თუმცა ფინანსებისას და სამსახურის ამბებში წყალქვეშა ქვები და პრობლემები შეიმჩნევა, ამიტომაც მათი გამოჩენიდან გამომდინარე ოპერატიულად მოგვარება მოგიწევთ. მათ გადაწყვეტაში ერთგული მეგობრებიც დაგეხმარებიან.

მაიმუნი

შესაძლოა მაიმუნებს ისეთი ფინანსური წარმატება არ ელოდოთ, როგორც მათ სურთ, თუმცა საერთო ჯამში წელი ჰარმონიულად და ბედნიერად ჩაივლის.

წლის ბოლოს შესაძლოა თავი მცირე პრობლემებმა იჩინოს, რომელიც მაიმუნს ამბიციების მოთოკვას აიძულებს. ზოგიერთი პირადი ნივთი შეიძლება დაკარგოთ, თუმცა ოჯახურ და სასიყვარულო ცხოვრებას საფრთხე არ ემუქრება. ჯანმრთელობა არ გიღალატებთ.

მამალი

აღმოსავლური ჰოროსკოპი მამალს ატყობინებს, რომ ხარის წელი ყველა ასპექტით გააბედნიერებს. ეს მშვენიერი პერიოდია სიყვარულისა და მხიარულებისათვის!

თუმცა შესაძლოა პასუხისმგებლობა გაიზარდოს და მასთან გამკლავება არც ისე მარტივი აღმოჩნდეს, თუმცა მამალთა სიმტკიცე მათ გამძლეობას შეჰმატებს.

ძაღლი

ფინანსური სირთულეების თავიდან ასარიდებლად, ბიუჯეტი კარგად აკონტროლეთ, ყურადღებით იყავით მოძრავ და უძრავ ქონებასთან, ფინანსური გადაწყვეტილებები კი კომპეტენტურ ადამიანებთან შეათანხმეთ! ასევე გირჩევთ ყურადღება გამოიჩინოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ.

გაუმართლებს მათ, ვინც შეძლებს მოდუნდეს, სამყაროს მიენდოს და თავის ცხოვრებაში ყველაფრის კონტროლს შეეშვას, რადგანაც ზოგი გაუთვალისწინებელი სიტუაცია პირიქით ჩვენს სასარგებლოდ ხდება.

ღორი

ღორისთვის ეს წელი მშვიდი, თუმცა ორაზროვანი პერიოდი იქნება, განსაკუთრებით წლის დასაწყისში. მთავარი რჩევა – თავი ხელში აიყვანეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ემოციათა ტყვეობაში აღმოჩნდებით. ერთადერთი სიტუაცია, როცა შეგიძლიათ ემოციებს გასაქანი თავისუფლად მისცეთ, არის მეორე ნახევართან ერთი-ერთზე ყოფნის მომენტები.

ეს პერიოდი ბიზნესის კუთხით ნაყოფიერი პერიოდია, შესაძლებელია კარიერული ზრდა, ხოლო აზარტული წამოწყებები კი შესაძლოა წარმატებით დაგვირგვინდეს.

ღამე 11-დან 12თებერვალმდე თავისი ენერგეტიკით ყველაზე ძლიერი პერიოდია. დედამიწაზე ენერგიის ძლიერი დინება მოედინება, მნიშვნელოვანია დინებაში აღმოჩნდეთ და ეს ენერგია საკუთარი სურვილების ასახდენად გამოიყენოთ. ასევე, ეზოთერიკები გვირჩევენ, რომ 11 და 12 თებერვლის ბუნებას დავაკვირდეთ, რადგანაც ამ პერიოდში იხსნება ცა, შესაძლოა დაინახოთ და იგრძნოთ სასწაული. სწორედ ეს იქნება 2021წლის სცენარი!

ვერ გეტყვით, ეს 2021წლის ყველაზე სწორი პროგნოზია თუ არა, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს ყველასთვის ბედნიერების მომტანი გამხდარიყოს!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე