გადადებული ცხოვრების სინდრომი: ის თქვენც გღუპავთ

45 views

გადადებული ცხოვრების სინდრომი ფსიქიკურ აშლილობად არ ითვლება, თუმცა, მისი გამოწვევა ნამდვილად შეუძლია. აღნიშნული სინდრომის მქონე ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ცხოვრება დაიწყება მერე, როცა “რაღაც” მოხდება. დღევანდელობა კი მხოლოდ მონახაზი და მომზადებაა.

ამ სინდრომის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ადამიანს არ ძალუძს არსებული სიტუაციისგან სიამოვნების მიღება. ადამიანი, ასევე, თრგუნავს ემოციებს, საკუთარ თავს დროს, შესაძლებლობასა და თავდაჯერებულობას აკარგვინებს. პრობლემას უფრო ახლოს რომ გაეცნოთ, რამდენიმე საინტერესო ისტორიას შემოგთავაზებთ.

“მყავდა ნაცნობი, რომელიც თითქმის სულ ერთსა და იმავე პერანგსა და ჯინსებს იცვამდა. იგი ისრაელში გამგზავრებას გეგმავდა. ერთხელაც, შემთხვევით გავიგე, რომ მას სახლში ტექნიკა და ოჯახის წევრებისთვის ტყავის ახლადშეძენილი ქურთუკებიც აქვს, თუმცა ისინი ამბობდნენ, რომ მათ მხოლოდ ისრაელში ჩაიცვამდნენ. პირი დიდხანს ვერ დავხურე.”

“დაქალი მყავს, რომელიც ორ სამსახურში მუშაობს, სამი კრედიტიც აიღო რაღაც სისულელისთვის, ცდილობს რაღაცნაირად, ჩაცმით კი სულ მეორადებს იცვამს. ვეუბნები მას: “გეყოფა!” აზრი არ აქვს. ამჟამად, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს, თუმცა, მტკიცედ იმეორებს: აი, დავფარავ კრედიტებს და მერე დავისვენებ. მერე როდის?”

“აი, პენსიის დრო მოვიდა და ყველა ის ნივთი, რაც მან იყიდა რაღაცნაირად უაზრო და უსარგებლოა. ერთადერთი, რაც მართლა ძვირადღირებული აქვს, ქურქია, თუმცა, იმის გამო არ იცვამს, რომ ის ძველ ჩექმებს, ჭაღარა თმასა და ჩამოცვენილ კბილებს არ უხდება, სიტუაციის გამოსასწორებლად კი ფული არ აქვს.”

“როგორც მახსოვს, მთელი ჩემი ცხოვრება მონახაზს წააგავს. ხშირად მიფიქრია, რომ შემდეგ ჯერზე სხვანაირად მოვიქცევი, ახლა კი იყოს ისე, როგორც არის, როგორც საჭიროა, შემდეგ ჯერზე აუცილებლად ჩემებურად ვიზამ. ასე გრძელდება უკვე 45 წელია… დასასრულამდე ბევრი არაფერი მიკლია, ცხოვრება კი, რაღაცნაირად, არ გამომდის. ყველაზე უარესი ისაა, რომ ისიც არ ვიცი, როგორ გამოვასწორო ყველაფერი.”

“ჩემს მშობლებს მზარეულობა მოსწონთ, ერთი მიქსერი ჰქონდათ – შაქრის ნადებით დაფარული, გაბზარული, სადენიც გაუფუჭდა, შიგნით რაღაც ყანყალებს, ჩართვის ღილაკი და გადამრთველი სახელური დიდი ხანია აღარ მუშაობს. ახალი ვუყიდე. გავიდა რამდენიმე თვე და ვიგებ, რომ ჩემი ნაყიდი ახალი მიქსერი დღემდე თაროზეა, ისინი კვლავ ძველს იყენებენ იმ მიზეზით, რომ იგი ჯერ კიდევ მუშაობს.”

“ეს უკვე მარაზმისკენ მიდიოდა: ახალი ჯინსი ვიყიდე, ჩასაცმელად კი მენანებოდა, ამიტომ კიდევ ორი ვიყიდე, რათა პირველის ნაცვლად ჩამეცვა, მერე ისინიც დამენანა და კიდევ ვიყიდე. საბოლოო ჯამში, ყველას ჩაცმა მენანება, ისინი ხომ ახლები და ასეთი კარგებია. ერთხელაც მომიხდა, საკუთარი თავისთვის ახალი და ლამაზი ჯინსის ჩაცმა დამეძალებინა, მათი გამოყენება კიდევ რომ არ გადამედო.”

“ბავშვობაში დედაჩემს ძალიან ლამაზი თოჯინა ჰქონდა, სულ ბუფეტში ედო, არ მაძლევდა მისით თამაშის უფლებას, მწყინდა, მე ხომ ძალიან ფრთხილი ვიყავი. ვფიქრობდი, რომ მეც მექნებოდა მსგავსი თოჯინა და მისით თამაშის უფლებას არავის მივცემდი. 20 წლის ასაკში მაჩუქეს კიდევაც, ისეთი ლამაზი, ფაიფურის სახით, ელეგანტური ხვეული თმითა და კაბით. თავისთვის იდგა, არავის ვთხოვნიდი. გავიდა 20 წელი და ქალიშვილი მყავს, თოჯინას ქუდი აღარ აქვს, თმაცა და კაბაც განადგურებულია. როცა ქალიშვილმა პირველად მთხოვა თოჯინა, უარი ვერ ვუთხარი, გამახსენდა, თავის დროზე დედაჩემის თოჯინა როგორ ძალიან მინდოდა ხოლმე.”

“ყოველთვის ასე ვცხოვრობდი. ყველაფერი შემდეგისთვის. ლამაზი ნივთები მენანებოდა, საუკეთესო – გამოსასვლელად, მანქანა – საწვავი ძვირია, მოგზაურობა – ჩემთვის ხელმიუწვდომელი, სკუმბრია ორაგულზე იაფია და არანაკლებ სასარგებლოა. ორი წლის წინ კი, 40 წლის ასაკში, სერიოზულად დავავადდი. ღვთის წყალობით, ავადმყოფობას გავუმკლავდი და მსოფლმხედვლობაც რადიკალურად შემეცვალა. აი, ეს “შემდეგ” შეიძლება არც დადგეს, თუნდაც გუშინ, შენ ახალგაზრდა, ჯანმრთელი და წარმატებული იყავი. ახლა უკვე წითელ ქურქში, წითელი მანქანით ვმოგზაურობ და ორაგულის სენდვიჩით ვსაუზმობ. ბედნიერი ვარ. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ამ ყველაფრის გასააზრებლად ამხელა საფასურის გადახდა მომიხდა.”

გადადებული ცხოვრების სინდრომს ერთი განსაკუთრებით უარყოფითი თვისება გააჩნია: ადამიანი ვერ ხვდება, რას აკეთებს არასწორად, თავის სიმართლეში აბსოლუტურად დარწმუნებულია. მისი გააზრება პრობლემის გადაწყვეტისკენ გადადგმული პირველი და სერიოზული ნაბიჯია.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე