Home კულინარია 8 რამ, რაც მიკროტალღურში მოთავსებისას ხანძარს გამოიწვევს

8 რამ, რაც მიკროტალღურში მოთავსებისას ხანძარს გამოიწვევს

32 views

მიკროტალღური ღუმელი ჩვენს ცხოვრებაში 90-იან წლებში შეიჭრა და დიასახლისებში პოპულარობა მოიპოვა. იგი მოსახერხებელი, პრაქტიკული, მრავალფუნქციური, მარტივად გამოსაყენებელი მოწყობილობაა. თუმცა, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, მიკროტალღურ ღუმელში ნებისმიერი კრძის მოთავსება არ შეიძლება, თუ, რა თქმა უნდა,  არ გსურთ მოწყობილობის, საკვებისა და სამზარეულოს რემონტის დაზიანება. ჩვენ გეტყვით, რისი მოთავსება არ შეიძლება ღუმელში.

1. ალუმინის კილიტა

მიკროტალღურში გამართული ცეცხლოვანი შოუ საშინელი სანახავია. თუ მოწყობილობის გაფუჭება და სამზარეულოში ცეცხლის გაჩაღება არ გსურთ, არავითარ შემთხვევაში არ გაათბოთ კილიტაში გახვეული კერძი მიკროტალღურ ღუმელში. რა თქმა უნდა, შესაძლოა ხარვეზმა თავი არც იჩინოს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ასევე, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მიკროტალღების გავლენით, კილიტა საკვებთან ქიმიურ რეაქციაში შედის, რის შედეგადაც ალუმინი ჯერ ჭურჭელში, შემდეგ – თქვენს სხეულში ხვდება. რა თქმა უნდა, თავად ლითონი სულაც არაა კანცეროგენული, როგორც, მაგალითად, ტყვია, თუმცა მას უსიამოვნო თვისებები გააჩნია. ალუმინს ორგანიზმში დაგროვება, შორეულ პერსპექტივაში კი – უსიამოვნო დაავადებების გამოწვევა შეუძლია

2. მშრალი ღრუბლები

ინტერნეტში უამრავ ხრიკს იპოვით ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის დეზინფექციის თაობაზე. ერთ-ერთი მათგანი ნივთის მიკროტალღურ ღუმელში მოთავსებაა. რჩევა ნამდვილად კარგია, თუმცა, უსაფრთხოების წესები უნდა დაიცვათ. მაგალითად, არ შედოთ მშრალი ღრუბელი მიკროტალღურ ღუმელში, თორემ ცეცხლი მოეკიდება. სადეზინფექციო პროცედურის ჩატარებამდე ღრუბელი წყლით დაასველეთ.

3. ნედლი კვერცხი

გიცდიათ მიკროტალღურ ღუმელში ომლეტის მომზადება? ზოგიერთის აზრით, ეს სწრაფი წახემსების შესანიშნავი ვარიანტია, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამუშაოზე გიწევთ სადილობა. ჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა მიკროტალღურ ღუმელში კვერცხის მოხარშვა? მოგზაურები ამ მიზნით ელექტრო ჩაიდნის გამოყენებას მიეჩვივნენ, ახლა კი უჩვეულო გზების პოვნის დროა. ამასთან, მიკროტალღური ღუმელი ასეთი ექსპერიმენტებისთვის არ გამოდგება: მიკროტალღური ღუმელის ზემოქმედებით, კვერცხის გარსქვეშ ორთქლი წარმოიქმნება. რამდენადაც იგი ვერ გამოთავისუფლდება, წნევისგან კვერცხი გასკდება. თუ ღუმელის წმენდა არ გიყვართ, თუ შედებთ მასში ნედლ კვერცხს.

4. დახურული ბოთლები და ჰერმეტული კონტეინერები

თუ მიკროტალღურ ღუმელში მჭიდროდ დახურულ კონტეინერებს შედებთ, შედეგი დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც კვერცხის შემთხვევაში – ისინი დასკდება. ამიტომ, ქილაში თაფლის დასადნობად ან ბავშვის საკვების გასათბობად, მოხსენით თავსახური.

5. ცხარე წიწაკა

ცხარე წიწაკა ხორცის, თევზის, ბოსტნეულის კერძების ხშირი ინგრედიენტია. ეს ბოსტნეული ხომ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით, როდესაც საქმე წონის დაკლებას, სისხლის მიმოქცევის დარეგულირებასა და იმუნიტეტის გაძლიერებას ეხება. თუ თქვენც ცხარე წიწაკის მოყვარული ბრძანდებით და მას თითქმის ყველა კერძს უმატებთ, შეეცადეთ, მიკროტალღურ ღუმელში არ გაათბოთ. წიწაკა შეიცავს ალკალოიდს, რომელსაც კაპსაიცინი ეწოდება, მიკროტალღების ზემოქმედებისას კი ის ორთქლდება და ჯანმრთელობისთვის მავნე ხდება.

6. საბჭოთა ჭურჭელი

თუ ბებიისაგან მემკვიდრეობით მიიღეთ ჭურჭელი და, ავეჯთან ერთად, მისი შიგთავსის გადაგდებაც გენანებათ, რამდენიმე რჩევა მოისმინეთ. აქტიურად გამოიყენეთ ვინტაჟური თეფშები, ჭურჭელი, კათხები, თუ ისინი კარგ მდგომარეობაშია, ან თაროებზე, დეკორაციის ფუნქციით დაალაგეთ. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ გააცხელოთ კერძი ასეთ ჭურჭელში. მე-20 საუკუნეში თეფშების ზოგიერთი სახეობა ტყვიისა და სხვა მძიმე მეტალების დამატებით მზადდებოდა. გახურებისას, ისინი საკვებში მოხვდება და კუჭის აშლილობას ან მოწამვლასაც კი გამოიწვევს. შეუძლებელია იმის დანამდვილებით თქმა, დამზადდა თუ არა თქვენი ჭურჭელი მძიმე მეტალების გამოყენებით, თუმცა, არ გარისკოთ და ძველებური კონტეინერები მიკროტალღურ ღუმელში არ მოათავსოთ.

7. გაყინული ხორცი

ეს პუნქტი ბევრისათვის მოულოდნელი იქნება, რადგან დიასახლისების უმეტესობა მიკროტალღურ ღუმელს მხოლოდ ორი მიზნით იყენებს: გასათბობად და გასალღობად. სამწუხაროდ, მოწყობილობა ამ ამოცანას 100%-ით ვერ უმკლავდება, რამდენადაც ხორცი შიგნით ვერ ლღვება. კიდევ ერთი უარყოფითი მხარეა ის, რომ სითბოს არათანაბარი განაწილებიდან გამომდინარე პროდუქტში მავნე მიკროორგანიზმები იწყებენ გამრავლებას. ხორცის გალღობის მარტივი გზა მაცივარიდან მისი გამოღება და ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე საათის განმავლობაში გაჩერება, ან ქვაბში ჩადება და ცივი წყლის დასხმაა – ასე ბევრად სწრაფად დასრულდება აღნიშნული პროცესი.

8. ლურჯი ყველი

სენდვიჩი ცხელი ყველით ბევრისთვის იდეალური საუზმეა, თუმცა ცისფერი ყველი იმავე თვისებებით ვერ დაიკვეხნის. თუ პურზე მის დადებას აპირებთ, თავიდანვე მოემზადეთ უარყოფითი შედეგებისთვის. პირველ რიგში, ყველის ტექსტურა გახდება არა ლორწოვანი, როგორც ეს კლასიკური ყველის შემთხვევაში ხდება, არამედ ბლანტი და გაურკვეველი. მეორეც, მთელ ბინასა ან ოფისში გულისამრევი სუნი გავრცელდება, მისი სწრაფად გაყვანა კი შეუძლებელი იქნება. თუ ლურჯი ყველის მოყვარული ბრძანდებით, მიირთვით იგი ნედლად.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე